სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი
ნანახია: 835

ღვინის კულტურა რამდენიმე ათასეულ წელს ითვლის. არქეოლოგიური კვლევებით დადგენილია, რომ მისი ისტორია სათავეს საქართველოდან და ირანიდან იღებს. ღვინის დამზადებისთვის საჭირო ტექნოლოგიები ძველ რომში მზადდებოდა და უმჯებესდებოდა. მის განვითრებას ხელი ქრისტიანულმა სარწმუნოებამ შეუწყო, რომელიც მას დღესასწაულებზე იყენებდა. მუსლიმანური სარწმუნოება კი ღვინის მოხმარებას კრძალავდა და დღემდე ასე გრძელდება.
რაც არ უნდა იყოს, ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში ღვინო სუფრის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის მასპინძლის დახვეწილ გემოვნებას უსვამს ხაზს. მისი შერჩევისას დიდი სიფრთხილე და ცოდნაა საჭირო.
მსოფლიოში რამდენიმე ასეული სახეობის ღვინო მზადდება. უპირატესობა წითელ და თეთრ ღვინოებს ენიჭება.
წარმოსადეგმა ახალგაზრდა მამაკაცმა, ჯეიმს ქრისტიმ ლონდონში, 1766 წლის დეკემბერში ღვინის მაღაზია ფასდაკლებებით გახსნა, რომლის მთლიანმა შემოსავალმა მხოლოდ 175 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. ის, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ორასი წლის შემდეგ, 1985 წელს, მისი ღვინოების, ერთი ბოთლის ფასი, 160.000 ფუნტი სტერლინგი გახდებოდა. თუმცა ისინი განკუთვნილია მხოლოდ კოლექციონერთა სურვილების დასაკმაყოფილებლად და მათი დალევა წარმოუდგენელია.
ღვინო, რომელიც ყველაზე ძველია, ყველაზე ძვირია და ამავე დროს ვარგისია დასალევადაც, ეს Domaine de la Romanée-Conti-ია, რომელიც ნიუ-იორკში 2001 წელს სოთბის აუქციონზე გაიყიდა. სულ შვიდი ბოთლი იყო წარმოდგენილი. თითოეულის საწყისი ფასი 23. 929 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. საბოლოოდ კი თითოეული 167.500 აშშ დოლარად გაიყიდა. ეს იყო თეთრ ღვინოში გადახდილ ფასთაგან უპრეცედენტო შემთხვევა.
არსებობს ასევე ყველაზე ძვიარდღირებული ღვინო, რომელიც არასოდეს გაყიდულა. 1989 წელს უილიამ სოკოლინს, ღვინით გატაცებულ ბიზნესმენს, ჰქონდა 1787 წლის Chateau Margaux. ის ამ ღვინის ერთი ბოთლის სანაცვლოდ 500.000 აშშ დოლარს ითხოვდა, თუმცა შეთავაზება არავისგან მიუღია. ერთხელ, მან გადაწყვიტა, ის საუკეთესო რესტორანში წაეღო. წამოსვლამდე მიმტანს მისთვის ყავა მიჰქონდა, როდესაც მაგიდას დაეჯახა და ბოთლი გატეხა. სამწუხაროდ, არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა ბედი ეწია ამ მიმტანს. ვიცით მხოლოდ ის, რომ სოკოლინმა 225.000 დოლარი სადაზღვევო კომპანიისაგან მიიღო და კიდევ ერთი ამდენი იმ ადამიანისგან, ვინც ყველაზე ძვირადღირებული ღვინის ბოთლის ნატეხები შეიძინა.

არ ვიცი რამდენად შემოგთავაზებენ მსგავსი ფასის ღვინის დალევას, მაგრამ ევროპის საუკეთესო რესტორნების მენიუში აუცილებლად შეგხვდებათ 1995 წლის Vega Sicilia Unico, რომლის ღირებულება 400 აშშ დოლარია. ის 2007 წლის საუკეთესო ღვინოდ დასახელდა. მუქი წითელი შეფერილობის ამ სასმელს სხვა ღვინოებისგან გასაოცარი არომატი გამოარჩევს.
2008 წლის ყველზე პოპულარული ღვინის ათეული კი ფრანგულმა, იტალიურმა და ესპანურმა ღვინოებმა დაიკავეს.
წითელი, მშრალი ღვინოს მოყვარულებს ფართო არჩევანის საშუალება აქვთ. მათ საფრანგეთი Pinot Noir-ს სთავაზობს. ის ამავე სახელის ყურძნისაგან, უმეტესად ბურგუნდიაში, მზადდება. იდეალურია ხორცთან, თევზთან და მაკარონთან მისართმევად.
ამავე სახეობის ყველაზე ცნობილი ღვინო ესპანეთში Tempranillo-ია. ის განსაკუთრებული არომატით გამოირჩევა. მას საადრეო ყურძნისგნ ამზადებენ და იდეალურია ე.წ. "სისხლიანი" ხორცისთვის.
არაჩვეულებრივი იტალიური ღვინოები განსაკუთრებული სპეციფიკით გამოირჩევიან. თუ თქვენ მშრალი, წითელი ღვინოს მოყვარულები ხართ, იტალიური Chianti ან Amarone საუკეთესო არჩევანია.
სიახლეების მოყვარულებს კი იტალია Lambrusco-ს სთავაზობს. წითელი ღვინოს ეს სახეობა ოდნავ განსხვავებული შეფერილობისაა და შუშხუნაა. ის ხილისაგან მზადდება და მშრალია.
თუ თქვენი გემოვნება წითელ, ტკბილ ღვინოებზე შეჩერდა, ფრანგული Syrah-ი საუკეთესო არჩევანია. ის ავსტრალიური Shiraz-ის მსგავსია. მას აქვს მუქი წითელი შეფერილობა, მაყვალისა და მოცხარის მძაფრი გემო. ინდური კერძების ან მწვადის მირთმევისას, ეს სწორედ ის არის, რაც თქვენს გემოვნებას სავსებით დააკმაყოფილებს.
საუკეთესო ესპანური ღვინოების ჩამონათვალში აუცილებლად შეგხვდებათ ტკბილი, ხილის არომატის ღვინოები Garnacha და Malaga. ეს უკანასკნელი იდეალურია დესერტისთვის, ხოლო Garnacha ალკოჰოლის დიდი შემცველობით გამოირჩევა.
ერთადერთი ღვინო, რომელიც არის მშრალი, ტკბილი და ამავდროულად შუშხუნა, იტალიაში მზადდება და Soave - ს მარკის ქვეშ გამოდის. ასეთი თვისებების ღვინო მსოფლიოში ერთადერთია.
არჩევანის სიმცირეს არც თეთრი ღვინოს მოყვარულები უჩივიან. Cava ერთადერთი თეთრი, ესპანური ღვინოა. ის იმავე მეთოდებით მზადდება, რითაც შამპანური.
ღვინო, რომელიც თითქმის ყველა კერძს უხდება - ასე ახასიათებენ ფრანგულ, თეთრ ღვინო Chardonnay-ს. ის სხვადასხვა არომატით გამოდის. მისი უპირატესობა ისაა, რომ ის ნატურალურ პროდუქტებზე მზადდება.
ამ უკანასკნელს კიდევ ერთი ფრანგული თეთრი ღვინო Sauvignon Blanc-ი ჰგავს. განსხვავება ისაა, რომ Sauvignon Blanc-ი მშრალ ღვინოებს მიეკუთვნება და მცენარეებისა და ხილის ესენციას შეიცავს.
ჩჰაბლის შედარებით უფრო ნაკლებმშრალია და განკუთვნილია მათთვის, ვინც ფრანგულ, ტკბილ ღვინოებს ანიჭებს უპირატესობას. ის იდეალურია თევზთან, ფრინველებთან და ღორის ხორცთან მისართმევად.
იტალიური ღვინო დახვეწილობისა და არომატულობის ნაზავია. თეთრი, მშრალი ღვინოს მოყვარულები უპირატესობას Verdicchio-სა და Orvieto-ს ანიჭებენ. მათში ის განსხვავებაა, რომ ეს უკანასკნელი უფრო მუქი შეფერილობისაა და შედარებით მძაფრი გემო აქვს.
ზემოაღნიშნული ღვინოების ფასი 50 აშშ დოლარიდან იწყება და 450 დოლარს აღწევს. ხარისხიანი ღვინის ფასს მათი დაძველება განაპირობებს.


ირმა ზარნაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48