ინდოელები ქართველებს ქუთაისშიც მონურად ამუშავებენ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ინდოელები ქართველებს ქუთაისშიც მონურად ამუშავებენ
ნანახია: 758

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შემდეგ, კომპანია "ჯეოსთილს" ქუთაისის ქარხანაში დასაქმებული ქართველი მუშებიც აუჯანყდნენ. 200 მუშა კომპანიის ინდუს ხელმძღვანელობას საკუთარი შრომითი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და ელემენტარულ სამუშაო პირობების შექმნას სთხოვს. ამ მიზეზით ქარხნის მუშახელმა ყველა დანადგარი გააჩერა და ამ დროისთვის საწარმო მთლიანად პარალიზებულია.
თავის მხრივ, ბრალდებებს უარყობს "ჯეოსთილის" ხელმძღვანელობა და უფრო მეტიც, საქმის აღძვრას აპირებს მუშახელის წინააღმდეგ, რადგან მათი თქმით, დანადგარების პარალიზებამ კომპანიას დიდი ზიანი მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ იმავე კომპანიის თანამშრომლებმა აქცია რუსთავშიც გამართეს. მაშინაც გაფიცვა ქარხანაში არსებულმა გაუსაძლისმა პირობებმა გამოიწვია. მუშები ხელფასების მომატების გარდა "ჯეოსთილის” ინდოელი ხელმძღვანელობისგან ელემენტარულ ჰიგიენურ პირობებს ითხოვდნენ. მათი თქმით, ქარხანაში სოციალური კუთხით საშინელი სიტუაცია იყო, არ არსებობდა საპირფარეშო, საშხაპე, სასადილო ოთახი და პირდაპირ დაზგებთან უწევდათ საკვების მიღება, რომელიც თითოეულ მათგანს სახლიდან მოჰქონდა. მუშებს არ ჰქონდათ ასევე სასმელი წყალი. უსაფრთხოების დაცვის ზომებზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. იყო შემთხვევა, როდესაც ქარხნის ერთ-ერთ მუშას საჭრელმა დაზგამ თითები მოაჭრა, თუმცა კომპენსაციაზე მას ინდუსი უფროსობა არც კი დალაპარაკებია. გარდა ამისა, ისინი აპროტესტებდნენ ხელმძღვანელობის ძალიან მაღალ ხელფასებს. მართლაც, აღნიშნულ ქარხანაში ინდოელბის ანაზღაურება 1000 ამერიკული დოლარიდან იწყება, ხოლო ქართველი მუშებისა 300 ლარს არ აღემატება.
მაშინდელმა აქციებმა შედეგი ნაწილობრივ გამოიღო. ქარხნის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ სამუშაო პირობებს გააუმჯობესებდა. ამიტომაც, მუშებმა პროფკავშირების რჩევით, პროტესტი შეწყვიტეს და დღემდე ელოდებიან დიალოგის დაწყებას "ჯეოსთილსა" და პროფკავშირების წარმომადგენელს შორის.
ორივე ფილიალში დასაქმებული ქართველი მუშების მომავალი გაურკვეველია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ რუსთავის ქარხანაში დასაქმებულებს შედარებით გაუმართლათ, რადგან საქმეში პროფკავშირები დროზე ჩაერთო და უკანონოდ ( უფროსობის წინასწარ გაფრთხილების გარეშე) დაწყებული აქცია შეაწყვეტინეს. ამიტომაც რუსთაველები სასამართლო პროცესებს გადაურჩნენ. რაც შეეხება, ქუთაისელ მუშებს, ხელმძღვანელობის მხრიდან სასამართლოში ჩივილის შემთხვევაში, მათ კომპანიისთვის აქციების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევთ.
ცნობისთვის, "ჯეოსთილი" ინდურ-ქართული საწარმოა და ერთ-ერთი უდიდესი უცხოური ინდუსტრიალური ინვესტიციაა საქართველოში.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48