საგზაო გადასახადი ბრუნდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : საგზაო გადასახადი ბრუნდება
ნანახია: 678

მძღოლებს საგზაო გადასახადის გადახდა ორჯერ მოუწევთ

მთავრობის ინიციატივით, უახლოეს მომავალში საქართველოში მძღოლებისთვის გზით სარგებლობის გადასახადი დაწესდება. ამ ეტაპზე ეს ვალდებულება იმ სატვირთო ავტომობილებს შეეხება, რომლებსაც საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთები გადააქვთ, მეორე ეტაპზე გადასახადის გადახდა სხვა ავტომფლობელებსაც მოუწევთ.
ჯერ-ჯერობით უცნობია გადასახადის ოდენობის მოცულობა, მაგრამ როგორც "ბ&ფ"-თვის გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე იგი 150-160 ლარის ფარგლებში იქნება, ხოლო შემდეგ ყოველ წელს მთავრობა მის ოდენობას განსაზღვრავს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქუტურა დღითიდღე უმჯობესდება და შესაბამისად, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ყველაფერს მუდმივად მოვლა სჭირდება. "ჩვენ შემოგვაქვს გზითსარგებლობის საფასური, რომელიც პირველ ეტაპზე მხოლოდ იმ სატვირთო ავტომობილებისთვის დადგინდება, რომლებიც საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ტვირთების გადაზიდვას ახორციელებენ, ხოლო შემდგომში უკვე ეტაპობრივად სხვადასხვა კატეგორიის ავტომფლობელებზეც გავრცელდება".
კანონპროექტის თანახმად, გადასახადის რაოდენობას მთავრობა დაადგენს. როგორც სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ რეგიონალური განვითარების საკითხებში ლაშა გოცირიძემ განაცხადა, გადასახადი დადგინდება იმის მიხედვით, თუ რა თანხა იქნება საჭირო საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლისთვის ყოველწლიურად. "ეს ვერ იქნება განსაზღვრული თანხა და შესაძლოა შეიცვალოს ყოველწლიურად, ამიტომ მას ვერც გადასახადს ვუწოდებთ და ვერც მოსაკრებელს, ეს იქნება გზით სარგებლობის საფასური და მას მთავრობა საჭიროებისამებრ დაადგენს", - განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, ამ მეთოდით ხელისუფლება 26 მილიონი ლარის მობილიზებას ელოდება და გამორიცხულია, რომ ამით ან ტრანზიტის შემცირება ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე გადამისამართება მოხდეს.
ექსპერტები კი ამას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ და მთავრობის ამ ინიციატივას დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების სურვილით ხსნიან.
,,ცხადია, რომ ეს გადასახადი ქვეყნისთვის დამატებით საბიუჯეტო შემოსავლებს წარმოადგენს. გზებს მოვლა ნამდვილად სჭირდება და ამისათვის ფულია საჭირო, მაგრამ ნებისმიერი დამატებითი გადასახადი და დამატებითი ხარჯი, რომელიც ტრანზიტის დროს უნდა გადაიხადონ ქვეყნის ტერიტორიაზე, ბუნებრივია, აძვირებს ტრანზიტს და ამცირებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას. რა თქმა უნდა, მსგავსი ანალოგები არსებობს სხვა ქვეყნებში, მაგრამ იგი გააძვირებს საქართველოზე ტრანზიტს, რამაც შესაძლოა, ქვეყანას პრობლემები შეუქმნას ტრანზიტული ფუნქციის შესრულების საკითხში~, - მიიჩნევს ექსპერტი ნოდარ ხადური.
მთავრობამ ერთხელ უკვე თქვა უარი წვრილ-წვრილ გადასახადებზე და ისინი სხვადასხვა გადასახადებში გააერთიანა. ახლა საგზაო გადასახადის დაწესება უკან გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს, აცხადებენ ექსპერტები.
რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ მსგავსი გადასახადი ნავთობპროდუქტების აქციზში გააერთიანა, რომელიც სწორედ ამის გამო გაიზარდა. შესაბამისად, როდესაც ავტომფლობელები საწვავს ყიდულობენ, ირიბად ამ გადასახადსაც იხდიან. ახალ კი თუკი საგზაო გადასახადი ისევ დაწესდა, როგორც ჩანს, მძღოლებს ამ გადასახადის გადახდა ორჯერ მოუწევთ. აქციზის შემცირება კი, სავარაუდოდ, უახლოეს წლებში არ მოხდება.
ამასთან, ხელისუფლებას, ალბათ, ისიც უნდა შევახსენოთ, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტში ინიცირებული "ეკონომიკური თავისუფლების აქტის" თანახმად, ქვეყანაში ახალი გადასახადების დაწესება ან არსებულის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა მომხდარიყო, თუმცა, როგორც ჩანს, იგი როგორც პარლამენტს, ისე ხელისუფლებას დაავიწყდა და საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად ცოტა ხნით ყველაფრის, მათ შორის პრეზიდენტის კანონპროექტის, დავიწყებაც შეიძლება.

ლევან ცენტერაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48