მეთორმეტე კლასი – საჭირო ერთი წელი თუ დროის ფუჭი კარგვა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მეთორმეტე კლასი – საჭირო ერთი წელი თუ დროის ფუჭი კარგვა
ნანახია: 697


2008-2009 სასწავლო წელს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები 12-წლიან სწავლებაზე გადავიდნენ.
2005 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი "ზოგადი განათლების შესახებ", რომლის მიხედვითაც სკოლებში განათლების პერიოდი 12 წლით განისაზღვრა.
მაგრამ მეთორმეტე კლასის დამატებით და შესაბამისად, სასწავლო გეგმის ცვლილებით, შეძლებს თუ არა მოსწავლეთა უმეტესობა უფრო ხარისხიანი, საჭირო და თანამედროვე განათლების მიღებას? რატომ 12 და არა 11 წელი? როგორ აფასებს საზოგადოების დიდი ნაწილი აღნიშნულ რეფორმას, პოზიტიურად თუ ნეგატიურად?
ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ `ბ&ფ~ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს მარიამ გერსამიას დაუკავშირდა.
მისი თქმით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში ჩართვა მოითხოვს, უმაღლეს განათლებაში დაშვებისთვის შესაბამისი ხანგრძლივობის სწავლების პროცესს.
კერძოდ, ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონცეფციის მე-4 განყოფილების მიხედვით, რომელიც 1997 წელს ლისაბონში მირეს და რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს, უმაღლესი განათლების მისაღებად საჭიროა კვალიფიკაციების დამადასტურებელი ცნობა.
აღნიშნული ცნობის თანახმად, ერთი მხარე ცნობს მეორის კვალიფიკაციას და წესებს. ევროპის უნივერსიტეტში დაშვების ერთ-ერთი წინაპირობას კი საშუალო სკოლის 12 წლიანი დამამთავრებელი დოკუმენტი წარმოადგენს. ამდენად 10-11 წლიანი სკოლის ატესტატი არ მიიღება ევროპის არცერთი ქვეყნის მიერ.
იმისათვის, რომ საქართველოს სკოლადამთავრებულმა შეძლოს კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სკოლადამთავრებულს და შეძლოს ევროპული განათლების მიღება, ქართული სასკოლო განათლების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო მოთხოვნებს, რაც სკოლებში, მინიმუმ, 12 წლიან სწავლებას გულისხმობს.
მაგალითისთვისGგერმანიაში, ირლანდიაში და პორტუგალიაში უნივერსიტეტებში დაშვება ხორციელდება მხოლოდ 12 წლიანი საშუალო განათლების შემდეგ-ამბობს მარიამ გერსამია.
რაც შეეხება 12 კლასის პროგრამულ ნაწილს, აქ ძველი სასწავლო პროგრამა უბრალოდ კი არ გადანაწილდა თერთმეტიდან თორმეტ კლასზე, არამედ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ძველ საკითხებს ახლი დაემატა და მისი შესწავლა შესაძლებელი გახდა სწორედ დამატებული სასწავლო წლის პირობებში.
მარიამ გერსამია მე-12 კლასის შემოღებასთან დაკავშირებით იმასაც აცხადებს, რომ ამით სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს უფრო მეტი განათლების დაფინანსებაზე. დაახლოებით 50 000 მოსწავლისთვის, რომელიც მე-12-ე კლასში აგრძელებს სწავლას, სახელმწიფო ამავე რაოდენობის ვაუჩერის შესაბამის დაფინანსებას გამოყოფს. გამოიყოფა ასევე დამატებითი თანხები სასკოლო ინვენტარის, შენობა-ნაგებობისთვის და კომპიუტერული ტექნიკის უზრუნველსაყოფად.
"ბ&ფ"-ის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ მოსწავლე სტუდენტი გახდეს სკოლაში მიღებული განათლების ბაზაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად პასუხობს, რომ ეს შესაძლებელია.
მაგრამ განათლების სამინისტროს მიერ სკოლებში გატარებული ამ რეფორმის წარმატებულობას არ იზიარებს საზოგადოების დიდი ნაწილი. რადგან, მე-12 კლასის შემოღების შემდეგ, განათლების სამინისტრომ ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები დაამტკიცა. აღმოჩნდა, რომ დამამთავრებელი კლასის პროგრამა შინაარსობრივად ძალიან დატვირთული და განსხვავებულია უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების სავალდებულო საკითხებისგან.
ამან კი გამოიწვია ის, რომ მოსწავლეების უმრავლესობას, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი, სკოლაში სიარულის ნაცვლად რეპეტიტორებთან დაიწყეს მომზადება. ზოგიერთმა მოსწავლემ სკოლაში სიარულს საერთოდ დაანება თავი, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი ისეთ სკოლაში გადავიდა, სადაც იგი გაცდენების გამო არ დაისჯებოდა.
გარდა ამისა, არათავსებადობა შეინიშნება საგნების სიღრმისეულად სწავლების კუთხით. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი საგანი სკოლაში ზედაპირულად ისწავლება, მაშინ როდესაც მისაღები გამოცდების ტესტებში მეტი ცოდნის წარმოჩენაა საჭირო და პირიქით.
დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მე-12 კლასის მოსწავლეებმა ეროვნული გამოცდების ქართულ პროგრამაში ისეთი საკითხები აღმოაჩინეს, რაც მათ სკოლაში არ ჰქონდათ გავლილი და ა.შ.
დღეს საქართველოში ყველა სფეროში რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობენ. რეფორმა კი თავის თავში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას მოიაზრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფორმის დროს ჩვენი ქვეყნის სისტემა უფრო თანამედროვე და ეფექტური უნდა იყოს, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით. კერძოდ, იგი ხელს უნდა უწყობდეს განათლების სისტემის ევროინტეგრაციას, მაგრამ იგი ამავე დროს ქვეყანაში საზოგადოების მოთხოვნებს და მოთხოვნილებებსაც უნდა ითვალისწინებდეს და აკმაყოფილებდეს.

…… ქეთი სიხუაშვილი






 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48