საქართველოს მთავრობამ გამოძიებისთვის 10 ათასი დოლარი არ გამოყო » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : საქართველოს მთავრობამ გამოძიებისთვის 10 ათასი დოლარი არ გამოყო
ნანახია: 370

საქართველოს მთავრობამ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული დეტალების გამოძიებისთვის 10 ათასი დოლარი არ გამოყო

ევროვიზიაზე მერვე ადგილის დასაკავებლად კი 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

ზვიად გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებული მთავარი დეტალები, შესაძლოა, კვლავ ბურუსით მოცული დარჩეს - ამ მოსაზრების გამოთქმის საფუძველს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იძლევა. საუბარია გამოძიების დასრულებისთვის საჭირო თანხის არქონაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებს საქმისთვის ნათელის მოფენას და იმის გარკვევას, თუ რა მოხდა რეალურად 1993 წლის დეკემბერში.
რამდენიმე თვის წინ საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად საპარლამენტო კომისია შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელობა თავად კონსტანტინე გამსახურდიამ ითავა. კომისიის მოქმედების ფარგლებში, ექსპერტების მიერ გვამის ესკუმაციისა და დათვალიერების შედეგები სხვადასხვა ქვეყნებში გადაიგზავნა. მაშინ წინასწარი ვარაუდიც კი გამოითქვა. კონსტანტინე გამსახურდიამ მოსახლეობას განუცხადა, რომ ყველა არსებულ მონაცემზე დაყრდნობით, ზვიად გამსახურდიას თავი კი არ მოუკლავს, როგორც ეს საზოგადოებისთვისაა ცნობილი, არამედ მოკლესო. თუმცა, ამ გამოსვლას რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან ეს არ იყო კომპეტენტური პირების მიერ გაკეთებული ანალიზი და საქმე ჯერ კიდევ ძიების ეტაპზე იყო.
რამდენიმე დღის წინ აღნიშნული კომისიის წევრებმა შეხვედრა გამართეს, სადაც ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ გამოძიების გასაგრძელებლად საჭიროა ავტორიტეტული პროფესიონალების დახმარება, რომ დასკვნა უფრო სარწმუნო იყოს. თუმცა, ასეთი პროფესიონალების მოწვევა გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. კომისიას, სავარაუდოდო, უკვე ჰყავს შერჩეული ექსპერტი, საუბარია ამერიკელ პროფესორზე დოქტორ ფორბსზე, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას აზრით, არის მიუკერძოებელი და ამავე დროს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი. მაგრამ პრობლემა სწორედ ის თანხა გახლავთ, რომელიც დოქტორმა ფორბსმა გასაწევი სამუშაოების სანაცვლოდ მოითხოვა, ხოლო კომისიას საკუთარი სახსრსებით მისთვის ამ თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნია. ამიტომ ათი ათასი ამერიკული დოლარის მოსაგროვებლად შექმნილია სპეციალური ფონდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის გადარიცხვა. "ფონდი აუცილებლად უნდა შეიქმნას, ვინაიდან ექსპერტიზის დოკუმენტები საჭიროებენ კიდევ ერთხელ გადამოწმებას, კომენტარს მიუკერძოებელი სპეციალისტების მხრიდან. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთან კალიფორნიაში და, რასაკვირველია, ეს ყველაფერი ღირს გარკვეული თანხა. კონკრეტულად, იგი ითხოვს დაახლოებით 8-10 ათასი ამერიკულ დოლარს", _ ამბობს კონსტანტინე გამსახურდია, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე.
კომისიის დანარჩენი წევრები ჩვენი საზოგადოების ქველმოქმედებაზე ამყარებენ დიდ იმედებს და საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან რეაგირებას ელოდებიან.
რაც შეეხება მთავრობის მხრიდან რაიმე სახის დახმარების გაწევას, თუნდაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფას, ჯერჯერობით, ამაზე კომენტარი არ კეთდება. ამ საკითხს მათი მხრიდან რაიმე სახის გამოხმაურება არც მოჰყოლია. თუმცა, ჩვენი მოსახლეობისთვის რიგ საკითხებში მათი საკმაოდ მყისიერი რეაგირება უცხო არ არის. მაგალითად, სოფო ნიჟარაძის პრომო-აქცია, რომლისთვისაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით ორი მილიონი ლარი გამოიყო. როგორც ჩანს, ჩვენი მთავრობისთვის ევროვიზიის კონკურსი (და სხვა უამრავი კონცერტი, რომელიც ამ ფონდიდან ფინანსდება) უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საკითხის გამოძიება.
დაკო შონია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48