"საქსტატი" ჩვეულ ჯადოქრობას შეუდგა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "საქსტატი" ჩვეულ ჯადოქრობას შეუდგა
ნანახია: 443



დეფლაცია ეწოდება პროდუქტებისა და მომსახურების ფასების შემცირების გრძელვადიან პროცესს. სწორედ 0,4%-იანი დეფლაცია დააფიქსირა "საქსტატმა" 2010 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით.
საქართველოში 2010 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები ყველაზე მეტად, 49,3%-ით, განათლების სფეროში გაიზარდა.
ამ პერიოდში ასევე გაზრდილია ფასები ტრანსპორტის მომსახურებაზე, სადაც 12,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 5,8%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 1,2%-ით; სასტუმროების, კაფე-რესტორნების სერვისი - 1,2%-ით; კავშირგაბმულობა - 0,3%-ით; ჯანდაცვა - 0,3%; კომუნალური გადასახადები - 0,5%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 0,5%.
1 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად, 9%-ით, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაიაფდა. ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა - 2,4%-ით; დასვენება-გართობა - 1%-ით.
მიმდინარე წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, 0,4%-ით არის გაძვირებული სხვადასხვა საქონელი და მომსახურება; განათლება - 0,3%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო და სასტუმრო, კაფე-ბარები - 0,2%-ით გაძვირდა.
სამაგიეროდ, წინა თვესთან შედარებით 1,1%-ით გაიაფდა ჯანდაცვა; დასვენება-გართობა - 0,9%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 0,4%; კომუნალური მომსახურება - 0,1%.
0,4%-იანი დეფლაცია მას შემდეგ დააფიქსირა საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა, რაც მაისის თვეში არჩევნებისთვის უამრავი ფული დაიხარჯა და პარალელურად მთელი მაისის განმავლობაში ლარი უფასურდებოდა, როგორც ექსპერტების უმრავლესობა აცხადებს, ამ ორივე პროცესს ინფლაციის დონე უნდა გაეზარდა და საკვირველია, როგორ მოახერხა სტატისტიკის დეპარტამენტმა ფასების შემცირება.
"ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ამას კი არ ანგარიშობს, არამედ უბრალოდ აცხადებს, არის სტატისტიკის დეპარტამენტი. მე არაფერი არ შემიძლია მას დავუპირისპირო. ეს ხომ პირველად არ ხდება, რომ სტატისტიკა იმას აცხადებს, რაც უნდა? თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ასე არ არის, უნდა გვქონდეს უკეთესად დათვლილი, ამის შესაძლებლობა არავის აქვს. უკვე წლებია, რაც სტატისტიკა იმას აცხადებს, რა ციფრიც სჭირდება. აი, მაგალითად, ეროვნულ ბანკს დაავალდებულეს, გინდა თუ არა 6% უნდა იყოს საშუალო წლიური პროცენტი, ამიტომ გააკეთებენ, რომ იყოს 6% და არცერთი პროცენტით მეტი", - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი.

ნინო თამაზაშვილი






 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48