პატრიარქის სახელობის ბაღი ნადგურდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : პატრიარქის სახელობის ბაღი ნადგურდება
ნანახია: 636

პრეზიდენტის ინიციატივის განსახორციელებლად პატრიარქის სახელობის ბაღი ნადგურდება

"25 მაისს პირველი შეტევა განხორციელდა საირმის ქუჩაზე არსებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის ეზოში მდებარე პატრიარქის სახელობის ბაღზე. განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით და, სავარაუდოდ, თბილისის მერიის თანხმობის საფუძველზე დაიწყო ბაღის განადგურება, რაც გამოიხატა ხეების ჩეხვაში და გადარგვაში, თუმცა, შედეგი იგივეა, რადგან ზაფხული არ არის ის სეზონი, როცა ხეების გადარგვა შეიძლება. ბაღი ნადგურდება და ამავდროულად აღარ იარსებებს რეკრეაციული ზონა, რომელიც სკოლისთვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც 35 წლიანი ისტორია აქვს. შემდეგი შეტევა 1 ივნისს, ხოლო მესამე 5 ივნისს განხორციელდა რაც ცინიკურია, რადგან 5 ივნისი არის გარემოს დაცვის დღე", - განაცხადა კონსერვატიული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
საირმის ქუჩაზე, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხეები კვლავ იჩეხება. მოსახლეობა სკოლის ტერიტორიაზე პატრიარქის სახელობის სკვერში მშენებლობის დაწყებას და ხეების გაჩეხვას აპროტესტებს. აღნიშნულ სკვერში სკოლის დირექცია ახალი შენობის აშენებას აპირებს. საირმის ქუჩის მცხოვრებლები სკოლის დირექციის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ და ხეების გაჩეხვის პროცესის შეჩერებას ითხოვენ. 5 ივნისს ადგილობრივი მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებიც გამოჩნდნენ, თუმცა, ამაოდ. მათ სკოლის მიმდებარე ტერიტორია ისე დატოვეს, რომ ხეების გაჩეხვის ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდნენ "7 ნოემბრისა" და ,,კონსერვატიული პარტიის" წევრები. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სკოლის დირექტორს ზაზა გრიგალაშვილს ახალი შენობების ასაშენებლად ალტერნატიული ვარიანტიც შესთავაზეს. საირმისQქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სკოლის დირექციამ ახალი შენობის აშენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრეზიდენტმა ყოფილი სკოლა მოინახულა და მის გაფართოებაზე ისაუბრა. სწორედ ამ მიზეზით ხდება ხეების გაჩეხვა.
მიუხედავად აქციის მონაწილეთა პროტესტისა და მცდელობისა, რომ შეეჩერებინათ პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, საპატრულო პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა და სამუშაოებიც შეუფერხებლად გაგრძელდა. საირმის გორაზე მცხოვრებლები ახლა დახმარებას `იურისტთა ასოციაციას~ სთხოვენ.


ნინო გოგელაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48