საგამოცდო ციებ-ცხელება 2010 » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : საგამოცდო ციებ-ცხელება 2010
ნანახია: 555


საქართველოში საგამოცდო ციებ-ცხელება დაიწყო. წელს 36 421 აბიტურიენტი ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის, რომელთაგანაც მხოლოდ 33 681 მიიღებს სტუდენტის სტატუსს. როგორც ხედავთ, კონკურენცია უპრეცედენტოდ დაბალია, მაგრამ როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოგისტიკის განყოფილების უფროსი, მერაბ თოფურია, ამბობს, ვისაც პოპულარულ ფაკულტეტზე სურს ჩაბარება, მაინც დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევს, - "ისეთი სპეციალობები, როგორებიცაა იურისპუდენცია და ეკონომიკა, ბოლო ათი-ოცი წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარულია. შესაბამისად, რეიტინგულ უმაღლეს სასწავლებლებს ამ ფაკულტეტებზე უდიდესი მოთხოვნა აქვთ. თუ ეს უკანასკნელნი სწავლების ხარისხს შემდგომშიც შეინარჩუნებენ, სიტუაცია არ შეიცვლება".
ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე ექვსი წელიწადია ტარდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მარინე კომოურის განცხადებით, წელს ქართველ აბიტურიენტთა 33%-მა არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთა. საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი ისევ და ისევ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები არიან.
ჯავახიშვილის უნივერსიტეტში წელს 2510 თავისუფალი ადგილია, განაცხადი კი 24 614-მა აბიტურიენტმა შეიტანა. კონკურენციის მხრივ მეორე ადგილზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია, სადაც 5850 ადგილია, განცხადება კი 26710 აბიტურიენტს აქვს შეტანილი. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წელს 1000 სტუდენტის მიღება შეუძლიათ, მსურველთა რაოდენობა კი 5197-ია.
როგორც წესი, ყოველ წელიწადს განათლების სამინისტროს ეროვნული გამოცდების სტრუქტურაში კარდინალური ცვლილებები შეაქვს და აბიტურიენტთა ყოველი შემდგომი ნაკადი იძულებულია ახალ წესებს შეეგუოს. ამ მხრივ არც 2010 წელია გამონაკლისი.
წელს ყველა აბიტურიენტებს ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, საიდანაც სამი ყველასთვის საერთო იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხო ენა. მეოთხე გამოცდას კი თავად ფაკულტეტი ირჩევს პროფესიების მიხედვით.
უმთავრესი ცვლილება სახელმწიფო გრანტის გაცემას უკავშირდება. თუ ადრე დაფინანსების საკითხი ზოგადი უნარების ქულებით წყდებოდა, წელს სახელმწიფო დაფინანსებას ოთხივე გამოცდის ქულა განსაზღვრავს. ზოგადი უნარების ქულას თავისი წონა ექნება (კოეფიციენტი: 1,5). მაგალითად, თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, ზოგად უნარებში 165,7, უცხო ენაში 164,8 და მათემატიკაში 164,0 მისი საგრანტო ქულა იქნება 169,1 + 165,7X1,5 + 164,8 + 164,0 = 746,45.
სახელმწიფო დაფინანსების გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყოველი არჩევითი საგნისთვის. დაფინანსების მოსაპოვებლად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს ყველა აბიტურიენტი, რომელმაც ჩააბარა მათემატიკა, ზუსტად ასევე ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები, რომლებიც ჩააბარებენ ქიმიას ან ლიტერატურას ?? ?.?. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, დაფინანსების რამდენიმე `ჯიბე~ იქნება და ყველა საგანს თავისი ასეთი "ჯიბე" ექნება.
განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, თავად ფაკულტეტის მიერ დამატებითი საგნის არჩევა აბიტურიენტებს თავისი მომავალი პროფესიის უკეთესად შესწავლაში დაეხმარება და მათ უმაღლესი სწავლებისთვისაც მოამზადებს. წელს მსურველებს ე.წ. რეპეტიციის გავლაც შეეძლებათ, რათა ნერვიულობის მომენტი ნაკლებად იყოს და აბიტურიენტებიც უფრო მომზადებულები შეხვდნენ მოახლოებულ გამოცდებს, თუმცა, მოცემულმა პროგრამამ სტუდენტობის მსურველთა სრული შემადგენლობა ვერ დაფარა.
2010 წლის ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნება. წინასწარი მოლოდინით, სტუდენტის სტატუსს აბიტურიენტთა უმრავლესობა მიიღებს, იმედგაცრუებაც ნაკლები იქნება, თუმცა საინტერესოა, რამდენად შეძლებს დაბალქულიან აბიტურიენტთა ნაკადი უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებელთა სტანდარტების დაკმაყოფილებას.

ლელა გოგოლაძე




 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48