ნანახია: 781
რავა წელი იომა მამია სანადირაძემ. ხან ჭებში იძრომიალა, ხან სხვადასხვა კაბინეტს უმტვრია საკეტები. . . მაინც არაფერი გამოუვიდა. 20%-ს და ტკბილ ცხოვრებას დასჯერდა. მერე რა, რომ "ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქს" არც საქართველოში იცნობს ვინმე და ვერც ინტერნეტში მიაკვლია ვერავინ. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ ეს, სავარაუდოდ, ავტორიტეტული კომპანია ვირჯინიის კუნძულებზეა დარეგისტრირებული, ანუ სანეტარო ოფშორში. ამ ეტაპზე კომპანიას ხელმძღვანელობს მანამდე ამავე კომპანიაში მომუშავე გია ადეიშვილი, შევარდნაძის ტრანსპორტის მინისტრის, მერაბ ადეიშვილის ძმა. "მაესტროს" ინფორმაციით, "ინთერნეიშენალ ონლაინ ნეთვორქი" რუსეთში და საქართველოში მოღვაწეობს, მის მფლობელობაშია კომპანია GMC-ი, რესტორნების ქსელის მფლობელი ჩვენს ქვეყანაში. ეს კომპანიები ბიზნესმენ მერაბ შარანგიას სახელს უკავშირდება, მის სახელს უკავშირებენ კომპანია `ბილაინსაც~. ინტერნეტმედიაში ხშირად მიუთითებენ, რომ ბატონი შარანგია მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. მამია სანადირაძეს აბა, რა ეგონა?! საინტერესოა. . . ეს ხომ ძალზედ შემოსავლიანი და ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანი ბიზნესია!
|