"საქართველოს რკინიგზა" თავს იკოტრებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "საქართველოს რკინიგზა" თავს იკოტრებს
ნანახია: 1330

"საქართველოს რკინიგზა" თავს იკოტრებს
უკანასკნელი სტრატეგიული ობიექტიც იყიდება
არაერთხელ გადადებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა საბოლოოდ მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის "ხიდმშენის" აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, სამშენებლო პროექტის დაგეგმარებაზე მუშაობა ოფიციალურად მაისის ბოლოდან უკვე დაიწყო, რომლის მიზანიც თბილისის ცენტრალური ნაწილის შემოვლაა, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით ახალი სარკინიგზო ტრასის საშუალებით.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში ძალიან ბერი კითხვის ნიშანია გაჩენილი. მათ შორის, რკინიგზას ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიოდ განმარტებული, თუ რა შემოსავალს მოუტანს ეს პროექტი პირადად მას და საიდან აპირებს მის დასაფინანსებლად თანხების გამოყოფას. ჯერ კიდევ გაურკვეველია, `საქართველოს რკინიგზამ~ აღნიშნული პროექტისგან რა ეკონომიკური ეფექტი უნდა მიიღოს. ჯერ ერთი, თუ რკინიგზის შემოვლითი პროექტის ფარგლებში, ქალაქში 100 ჰა ტერიტორია გამოთავისუფლდება, ეს ტერიტორია სახელმწიფოს კუთვნილებაშია და არა შპს "საქართველოს რკინიგზის". ამიტომ ქალაქში გამოთავისუფლებული ადგილიდან მიღებული შემოსავალი სახელმწიფოს ან ქალაქ თბილისის ბიუჯეტში შევა. ასე რომ, თბილისში გამოთავისუფლებული ტერიტორიიდან "საქართველოს რკინიგზას" არანაირი შემოსავალი არ ექნება და სავსებით ლოგიკური იქნებოდა, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სესხი ქალაქ თბილისს აეღო და არა "საქართველოს რკინიგზას".
მიუხედავად იმის მტკიცებისა, რომ კრიზისული 2009 წელი "საქართველოს რკინიგზისთვის" ყველაზე წარმატებული წელი იყო, როგორც ჩანს, სიმართლეს ნაკლებად შეეფერება. რკინიგზის ფინანსურ კრიზისზე 25 მლნ ლარის ობლიგაციების გამოშვებაც მეტყველებს, რომელიც 2 წლიანი ვადით ორმა ბანკმა და ამერიკის ორმა საინვესტიციო ფონდმა შეიძინა. როგორც საწარმოში განმარტეს, ობლიგაციებიდან მიღებული თანხა საინვესტიციო საქმიანობისთვის სჭირდებოდათ, რათა სახელმწიფოსთვის დივიდენდების სახით 36 მლნ ლარი უნდა გადაერიცხათ.
გარდა ამისა, "საქართველოს რკინიგზის" ვალების ანგარიშზე 200 მლნ ევროს კრედიტიც ირიცხება. შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 360 მლნ ევროდაა შეფასებული, აქედან "საქართველოს რკინიგზა" 100-100 მლნ ევროს, 9 წლიან კრედიტებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD)Dდა ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) აიღებს, ხოლო დანარჩენ თანხას, 160 მლნ. ევროს თავად დაფარავს.
უნდა აღინიშნოს, რომ კრედიტი, რომელსაც "საქართველოს რკინიგზა" EBRD-ისა და EIB-ისგან იღებს, საქართველოსთვის 4.5 მლრდ დოლარის დახმარების ფარგლებში გამოყოფილი სესხია. ანუ, თუ ამჟამად რკინიგზისთვის გამოყოფილი თანხა სხვა უფრო მნიშვნელოვან პროექტებს უნდა მოხმარებოდა, რა თქმა უნდა, ვეღარ მოხმარდება. ამასთან, EBღD-ისა და EIB-ის მიერ გამოყოფილი სესხი რკინიგზამ 9 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს, მაგრამ ხელშეკრულების მიხედვით, თუ საწარმო ვალს ვერ დაფარავს, სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ დაეკისრება. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან ნაკლებად მიზანშეწონილია, რადგან რკინიგზას, ამ კრედიტის დაფარვა რომ დამოუკიდებლად გაუჭირდება, ფაქტია. რადგან, გარდა 200 მლნ ევროს სესხისა, როგორც დავინახეთ, საწარმომ 2 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს ობლიგაციებიდან აღებული 25 მლნ ლარი, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობისთვის საკუთარ თავზე აღებული 160 მლნ ევრო და ამას ემატება სხვა დანარჩენი ხარჯებიც. ხოლო, საწარმოს წლიურ წმინდა მოგებას თუ გადავხედავთ, რომელიც ყოველწლიურად თანდათან მცირდება, საეჭვოა, რომ რკინიგზამ არა თუUკრედიტით აღებულ სესხი გადაიხადოს, არამედ საკუთარი თავი გაკოტრებას გადაარჩინოს.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რკინიგზის ყოველწლიური მოგება, შემდეგნაირად გამოიყურება: 2005 წელი - 23. 052 მლნ ლარი, 2006 - 90. 177 მლნ ლარი, 2007 - 39. 184 მლნ ლარი, 2008 - 36. 063 მლნ ლარი და ყველაზე "წარმატებული" 2009 წელი - 15. 808 მლნ ლარი.
სავსებით ნათელია, რომ სახელმწიფოს დახმარების გარეშე, "საქართველოს რკინიგზა" წლიური 15.808 მლნ ლარის მოგებით, ზემოთ აღნიშნული სესხებისა და ხარჯების, 9 წლის მანძილზე დაახლოებით 820 მლნ. ლარის დაფარვას ვერ მოახერხებს. ასე რომ, ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება, როგორიც თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაა, "საქართველოს რკინიგზის" ძალებსა და თანხებს სრულებით აღემატება, მაგრამ მიუხედავად ამისა, კომპანია მაინც განაგრძობს პროექტის განხორციელებას(?!). რაც საწარმოს უსახსრობისა და სახელმწიფოსგან რკინიგზისთვის სესხების დაფარვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ფონზე, სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ "საქართველოს რკინიგზა" გაკოტრებისკენ სპეციალურად ისწრაფვის, რაც სახელმწიფოს ინტერესებშიცაა, რადგან EBRD-ი და EIB-ი გადაუხდელ ვალზე თვალს რომ არ დახუჭავენ, ყველას მოეხსენება. `საქართველოს რკინიგზისგან~ სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, აღნიშნული ბანკები, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ და ეჭვი არავის ეპარება, რომ მოიგებენ კიდეც. ამ შემთხვევაში კი რკინიგზა ბანკების საკუთრებაში გადავა და მისი გაყიდვაც დღის წესრიგში დადგება, რაც ხელისუფლებას უკვე რამდენიმე წელია სურს.
თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48