მთაწმინდის პარკი წაგებაზე მუშაობს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მთაწმინდის პარკი წაგებაზე მუშაობს
ნანახია: 998

პატარკაციშვილის აქტივს აკოტრებენ და გასაყიდად ამზადებენ
მთაწმინდის პარკს 49 წლიანი იჯარით კომპანია RAKIA GEORGIA მართავს. იჯარის გადასახადი წელიწადში 300000 ლარია. პარკის დირექტორის საბა კიკნაძის თქმით, იქ უამრავი რამ შეკეთდა მას შემდეგ, რაც ის წინა მესაკუთრეს ჩამოერთვა. თუმცა, თუ მთაწმინდის პარკში ავალთ, იქ სხვა სურათი გხვდება, აშკარაა, რომ იქ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ახალი არაფერი გაკეთებულა. საბა კიკნაძე იმასაც ამტკიცებს, რომ პარკს მოგება არ ჰქონია - ისინი წაგებაზე მუშაობენ. ეს ფრიად საინტერესო განცხადება დამაფიქრებელი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.
საინტერესოა, კერძო ბიზნესის წარმომადგენელი RAKIA GEORGIA, რატომ იტოვებს წამგებიან ბიზნესს და რატომ თვლის თავს მოვალედ ეს პარკი თავად მართოს. სანამ შექმნილი სიტუაციის მიზეზებზე ვისაუბრებდეთ, გავიხსენოთ, რომ პარკი პოლიტიკურად არასასურველ ბიზნესმენს ჩამოართვეს და ამ ქონების თაობაზე სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოში დავა დღესაც მიმდინარეობს.
ამ ისტორიაში საინტერესოა თავად RAKIA GEORGIA-ს ფაქტორი. ეს კომპანია ქართულ ბიზნესსივრცეში მას სემდეგ გამოჩნდა, რაც მავანს პატარკაციშვილის ქონების სამართავად პოლიტიკურად მისაღები და ერთგული ძალა დასჭირდა. არაბულად მონათლული თუ წინდაკვეთილი RAKIA GEORGIA დღეს სწორედ პატარკაციშვილის ქონების ქართული აქტივების მმართველად გვევლინება და ქვეყნის მმართველი ძალის აქტიურ მოკავშირედ ითვლება.
რაც შეეხება რეალურ მიზეზს, თუ რატომ მართავს მოგებაზე ორიენტირებული კერძო სტრუქტურა წამგებიან ბიზნესს, ამასტან დაკავშირებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პარკის ამჟამინდელ მმართველ კომპანიას სურს მთაწმინდის პარკის არარენტაბელურობა დაასაბუთოს, ეს აქტივი გააკოტროს, ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებები დააგროვოს და სახელმწიფოს ობიექტის გაყიდვის საშუალება მისცეს. ამ შემთხვევაში, პატარკაციშვილის ოჯახს აღარ ექნება სამართლებრივი საფუძველი, რომ ეს აქტივი დაიბრუნოს. მიზეზი სამართლებრივად ძალიან სწორი იქნება, კერძო კომპანიას სახელმწიფოს წინაშე დავალიანება დაუგროვდა და ის გაიყიდა. სანამ საქმე ამ ეტაპზე მივა, მანამ დედაქალაქის მერიას შეუძლია ეს ობიექტი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოიყენოს, მართალია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოთხი წელი აღარ იქნება, მაგრამ სხვა არჩევნებისთვის იქ მრავლად ვიხილავთ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებს მაკრატლებით ხელში სხვადასხვა ჯიხურის გასახსნელად მისულებს.
ყველაფერი 2007 წლის 7 ნოემბერს დაიწყო. დაახლოებით დილის 11:00 სთ-ზე, შეიარაღებული და ნიღბიანი პირები მთაწმინდის პარკში შეიჭრნენ, დაიკავეს პარკის შესასვლელი და მთავარი ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები.
მიუხედავად პარკის ხელმძღვანელობის არაერთი კითხვისა, პარკში შეჭრილ ადამიანებს, მათთვის პასუხი არ გაუციათ და არც საკუთარი საქციელის დამასაბუთებელი რაიმე დოკუმენტი წარუდგენიათ. უფრო მეტიც, ცოტა ხნის შემდეგ, თანამშრომლებს სამუშაო ადგილების დატოვება უბრძანეს. ამ დროს ტერიტორიაზე ნიღბოსანთა დამატებითი სამხედრო დანაყოფები შევიდა, რომლებიც ადამიანებს შენობებიდან ძალის გამოყენებით აძევებდნენ.
ასეთ მოქმედებასთან დაკავშირებით, რაიმე იურიდიული დოკუმენტი არავის წარუდგენია, მათ შორის არც თბილისის მთავრობას, რომელმაც შემდეგ პარკის ტერიტორია 49 წლიანი იჯარით გადასცა კომპანიას. ერთადერთი განმარტება, რომელიც პარკის ყოფილმა მმართველმა კომპანიამ ქალაქ თბილისის მთავრობის ორი მაღალჩინოსნისგან - მამუკა ახვლედიანისა და ზაზა ბეგაშვილისგან სატელევიზიო განცხადებით მიიღო იყო ის, რომ შპს "ლინქსმა", რომელსაც პარკი იჯარით ჰქონდა აღებული, ხელშეკრულება დაარღვია და იჯარის საფასური დროულად არ გადაიხადა.
ასეთი ახსნა-განმარტება შპს "ლინქსმა" უსაფუძვლოდ გამოაცხადა. როგორც ახვლედიანის 2007 წლის 17 ოქტომბრის წერილიდან (თან არის დართული) ჩანს, იჯარის საფასურის გადახდის ყველაზე ადრეული ვადა 17 ნოემბერი იყო (როგორც შემდგომში კომპანიამ გვიჩვენა, უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის საფასური გადასახდელი არ იყო). უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია იჯარის საფასურის გადახდის დაგვიანების თაობაზე, თბილისის მთავრობას არასოდეს გაუფრთხილებია.
კომპანია სასტიკად უარყოფს ახვლედიანისა და ბეგაშვილის განცხადებას, თითქოს დღეისათვის მხოლოდ მცირე ინვესტიციაა ჩადებული და პარკის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა. მაშინ, როდესაც კომპანიასა და ქალაქ თბილისის მთავრობას შორის დადებულ საიჯარო ხელშეკრულებაში საუბარია 5 მლნ აშშ დოლარზე. რეალურად კომპანიას პარკის ინფრასტრუქტურაში თითქმის 25 მლნ აშშ დოლარი ჰქონდა ჩადებული თავდასხმის მომენტისთვის, უახლოეს მომავალში კი დამატებითი ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. კომპანიას პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის სინამდვილეში 5 მლნ ლარზე მეტი აქვს გადახდილი სხვადასხვა გადასახადების სახით.
ქალაქ თბილისის მთავრობის ბრალდების აბსურდულობა იმ ფაქტით მძაფრდება, რომ პარკი უკვე 2007 წლის სექტემბერში გაიხსნა, 9 დღე იმუშავა და სექტემბერ-ოქტომბერში 80 ათასზე მეტი სტუმარი მიიღო. თბილისის მთავრობის წარმომადგენლებმა, პარკი სხვადასხვა დროს მოინახულეს და მშვენივრად იცოდნენ იქ მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
კომპანია აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ სრულყოფილად შეასრულა ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე აღებული ვალდებულებები. მიუხედავად ამისა, თუ თბილისის მთავრობა ფიქრობს, რომ კომპანიამ თავისი ვალდებულებებიდან რომელიმე არ შეასრულა, თავისუფლად შეუძლია საქართველოს სასამართლო სისტემის დახმარებით გაარკვიოს მდგომარეობა. ქალაქ თბილისის მთავრობას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. საკვირველი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ რაღაც მექანიზმის გამო, თბილისის მთავრობამ სასამართლოს თავი აარიდა ეკონომიკურ დავასთან დაკავშირებით ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად შეიარაღებული ძალები გამოიყენა.
შპს "ლინქსმა" ქალაქ თბილისის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისი უფლებებისა და ყოველგვარი დაცვის გარეშე მიტოვებული ათობით მლნ. აშშ დოლარის ღირებულების აქტივების დასაცავად სამართლებრივ ზომებს მიმართა.
ბადრი პატარკაციშვილის აქტივებზე, მათ შორის კომპანიაზეც, რომლის 100%-ს ბადრი პატარკაციშვილი ფლობდა, აღმსრულებლის უფლება ჯოზეფ ქეიმ მიიღო. სულ ცოტა ხანში კომპანიაში ახალი დირექტორი დაინიშნა, რომელმაც თბილისის მთავრობის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა.
ამჟამად თბილისის მთავრობა აცხადებს, რომ მას კომპანიასთან (ანუ ქეისთან) ყველა დავა გადაჭრილი აქვს და ახალი ოპერატორისთვის პარკის გადაცემის პროცესში იმყოფება.


ნინო გოგელაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48