ბიუჯეტში დაპირებული სესხის გაცემა გათვალისწინებული არ არის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ბიუჯეტში დაპირებული სესხის გაცემა გათვალისწინებული არ არის
ნანახია: 615

2010 წლის ბიუჯეტში დაპირებული სესხის გაცემა გათვალისწინებული არ არის

"ის, რომ ბიუჯეტიდან სესხების გაცემა თითქოს 2010 წლიდან იწყება, სიცრუეა. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული პროცესი საქართველოში 1994 წლიდან მიმდინარეობს. არის არაერთი გაცემული სესხი, რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფოს უამრავი სასამართლო პროცესი აქვს უშუალოდ იმ ადამიანებთან, ვინც სესხი აიღო. დღეს ჩვენ ვმუშაობთ საბიუჯეტო კოდექსზე, სადაც მთელი რიგი კანონები გაუქმდება და ერთიან კანონში, ანუ კოდექსში იყრის თავს. რაც შეეხება უშუალოდ ამ მიმართულებას, სესხებთან დაკავშირებით, ჩვენ მივუთითეთ დამატებით ის ფაქტორები და ის საკითხები, რომელიც საფუძვლად შეიძლება სესხის გაცემას დაედოს. რაიმე ახლის შემოღებაზე საუბარი არ არის. ერთია შეფასება - საერთოდ უნდა იყოს თუ არა ბიუჯეტიდან სესხები გაცემული, მაგრამ მეორე არის ის, რომ არსებული პირობები, რაც იყო ამ წლების განმავლობაში, ჩვენ მას ვამკაცრებთ", - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.
კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელია ბიუჯეტიდან სესხის გაცემა საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე განხორციელდება, რომლითაც განისაზღვრება სესხის გამცემი (ორგანიზაცია რომელმაც უნდა გასცეს სესხი, გააფორმოს სესხის მიმღებთან შესაბამისი ხელშეკრულება და პასუხისმგებელია მისი დაფარვის და მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგზე), სესხის ოდენობა, მიზნობრიობა, დაფარვის ვადა, პროცენტის განაკვეთი, სესხის გაცემის წყარო (ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდები და სხვა), სესხის უზრუნველყოფის სახე და მისი ოდენობა და სხვა.
"ახალი ცვლილებები შეიძლება იყოს საფუძველი იმისა, რომ თუ სესხი იქნება გაცემული, მიზნობრიობა იყოს წინასწარ განსაზღვრული. დავუშვათ, პრეზიდენტის ან მთავრობის განკარგულებით გაიცემა სესხი, განკარგულებაში უნდა იყოს მითითებული, როგორც მიზნობრიობა, რომ ეს არის აუცილებელი, ასევე ყველა სხვა ნიუანსი, თავისი გარანტიებით, ეს იქნება იპოთეკური, სადაზღვევო თუ საბანკო გარანტია. ყველა ის არსებითი მექანიზმი, რაც ვალდებულებას შესძენს მსესხებელს - ეს ყველაფერი არის დამატებული და თუ ამან გამოიწვია საზოგადოებაში გაღიზიანება, არ ვიცი", - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
ბიუჯეტიდან სესხის გაცემას ექსპერტების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა. ექსპერტთა აზრით, ეს პროექტი გამოიწვევს ისედაც სახელმწიფოზე დამოკიდებული ბიზნესის კიდევ უფრო სახელმწიფოზე მიბმას.
`ჩემი აზრით, ბიუჯეტიდან სესხის გაცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე დიდი შეცდომაა, იმიტომ, რომ სესხის გამცემი ორგანო, როგორც წესი, არის საკრედიტო ორგანო, ხოლო მთავრობა თავისი ბუნებით არის პოლიტიკური ორგანო. სესხის გაცემის უფლება მხოლოდ იმ ორგანოს ექნება, რომელსაც ეს დაევალება. ამ შემთხვევაში მთავრობა იძულებული იქნება შექმნას საკრედიტო ორგანო", _ აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა.
საბიუჯეტო კოდექსმა, მართალია, დაარეგულირა ის პრინციპები, რისთვის შეიძლება გაიცეს სესხი, რა პირობები უნდა არსებობდეს სესხის გაცემისთვის, რა უნდა იყოს სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის საშუალება და რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ეს სესხი დაიბრუნოს, მაგრამ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გაცემა. ეს კი ექსპერტების უარყოფითმა შეფასებამ თუ გამკაცრებულმა პირობებმა გამოიწვია, უცნობია, თუმცა, ექსპერტები ამ ფაქტს მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ ვითარება არ შეიცვლება.

ნინო თამაზაშვილი





 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48