ირაკლი ალასანიამ გიგი უგულავას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ირაკლი ალასანიამ გიგი უგულავას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ნანახია: 703

"მოდელირებული ქრონიკა"

30 მაისს, საღამოს 9 საათისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა. საარჩევნო ყუთების გატაცებას ადგილი არ ჰქონია. მცირეოდენი წაკინკლავების ფაქტები საქართველოში ექსკურსიაზე მყოფ უცხოელ დამკვირვებლებს, რა თქმა უნდა, არ შეუმჩნევიათ. მათ უკვე გადასცეს თავიანთ წარმომგზავნ ორგანიზაციებს ამბავი საქართველოში ჩატარებული კიდევ ერთი სამაგალითო არჩევნების შესახებ. სოლიდური უცხოური გამოცემები ქართველ ლობისტებთან ერთად სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტენ და კრუტუნით იტკბარუნებენ პირს სათაურებით: "საქართველომ დაამტკიცა, რომ იქ დემოკრატია ყვავის", "არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა", "ასეთი სუფთად გაყალბებული (უკაცრავად, გაუყალბებელი) არჩევნები მე ჯერ არსად მინახავს" და მისთანანი.
"რუსთავი2"-ისა და "იმედის", ამ ორი ფაქტობრივად გაკოტრებული და უფულო ტელეკომპანიების მიერ შეთავაზებული დიდი ფული ამერიკულ "ედისონ რისერჩს" ეცოტავა. მათ უარი უთხრა, გაიხსენა 2005 წლის აპრილში აზერბაიჯანში დემოკრატიულად და სანიმუშოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და პირდაპირ ბაქოში მიავლინა თავისი ექსპერტები მომავალ არჩევნებზე დასაკვირვებლად და სათანადო ეგზიტპოლების მოსამზადებლად. საქართველოში ეგზიტპოლები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწვეულმა უცნობმა (ჩვენთვის უცნობმა და იქნებ საერთოდაც უცნობმა) ჯგუფმა ჩაატარა, მეტი დამაჯერებლობისთვის შედეგები უცხოური ფონდების ნებიერმა და განათლების ექს – მინისტრმა გია ნოდიამ გამოაცხადა. აბა, გამოიცანით რამდენი პროცენტი მიიღო ამომრჩეველთა ხმების გამარჯვებულმა გიგი უგულავამ? რა თქმა უნდა, 57%. ეს საკრალური რიცხვი, პირველმა NDI-მ აღმოაჩინა. გაურკვეველმა და საფრანგეთში ტელეგადაცემების რეიტინგზე მომუშავე კომპანიამაც "57" დაადგინა უგულავას მხარდამჭერთა რაოდენობად. გია ნოდია და შორი გზიდან საყვარელ სატრფოსავით მოვლენილი "მკვლევარებს" ციფრი შეეშლებოდაათ? თუმცა არა!
მეორე დღეს, დილით ღამენათევმა თბილისელებმა, რომლებმაც შედეგები არჩევნებამდე იცოდნენ, მაგრამ "სპორტულ მუღამში", მაინც მთელი ღამე უყურებდნენ საგულდაგულოდ დაგეგმილ "მოდელირებულ ქრონიკას", შვებით ამოისუნთქეს. ცეესკოს თავმჯდომარემ, ბატონმა ხარატიშვილმა, პარტიას და მთავრობას დავალების ბრწყინვალედ შესრულება აუწყა. გიგი უგულავამ ოფიციალურად 55,5% მიიღო. სამი ხუთიანი "ნაციონალურ" მთავრობას, როგორია, ა? 57-ით გაბრუებული თბილისელები და მოქალაქენი სრულიად საქართველოისა გაბედავენ პროტესტს? გაბედავენ და სამარცხვინო ბოძზე გავაკრავთ, როგორც რუსების აგენტებს.
კაბინეტში მჯდომი ერთადერთი გიგა ბოკერია ჩასცქეროდა ციფრებს დაფიქრებით, ხომ არ გააყოყოჩებს უგულავას თბილისის 55%-იანი არჩეული მერობა, ხომ არ დააფიქრებს დემოკრატებს პოტომაკის ნაპირებზე, რომ სააკაშვილს თავისივე გუნდში მასზე უფრო პოპულარული "ვიზავი" გამოუჩნდა? ხომ არ დაავიწყებს უგულავას 55,5% იმ კომპრომატებს, რომლებიც მასზე ვანო მერაბიშვილს აქვს შეკრებილი? მაგრამ რა გვექნა, ფიქრობს ბოკერია, ხომ უნდა დაგვემტკიცებინა ოპოზიციისთვის და დასავლეთისთვის, რომ მერის არჩევნებში ბარიერის 30%-მდე დაწევის გარეშეც, 50%-იანი ბარიერის შემთხვევაშიც გავიმარჯვებდით, თავს იმხნევებს ბოკერია.
ტრიუმფი კი გრძელდება. მეორე ადგილზე გასული ქრისტიან- დემოკრატები და გია ჭანტურია დიდი პურობისთვის ემზადებიან. 333 კაციანი პარტიული აქტივი ქვეყნის ყველაზე დიდ რესტორანში შეიკრიბება. დაგეგმილი მეორე ადგილი მოულოდნელი არ არის, მაგრამ ასე ხომ უნდა ეგონოს ყველას?...
"თბილისი მარიოტში" ბრიფინგია. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველას ირაკლი ალასანიამ დაასწრო. მან პირველმა მიულოცა გიგი უგულავას გამარჯვება. პირველი დემოკრატიული არჩევნების უმაღლესი საკრალური აქტი შედგა. მთავარმა ოპონენტმა უგულავას გამარჯვება მიულოცა და დამარცხება აღიარა. სხვა კი, აბა, რაღაა საჭირო სრული და საყოველთაო ეიფორიისთვის.
კარგმა კაცმა და ვაჟკაცმა გოგი თოფაძემ ასევე აღიარა უგულავას გამარჯვება, საკმაოდ მოულოდნელი მისთვის. მავანი ფიქრობს, რამდენ მილიონს ჩამოაჭრიან 7- მილიონიანი ვალიდანო მეამბოხე მეწარმეს. შეიძლება არცერთს, შეიძლება 4-ს. 4-ს რატომ? მან ხმების 4% მიიღო, ერთ მილიონს ოპოზიციის ყველაზე ძლიერი კანდიდატისთვის ყოველი 1%-სთვის. "ქართული აკადემია" და "ალიანსის" სხვა მოკავშირეები მერობის კანდიდატების მხარდამჭერებს მოუწოდებდნენ, ხმა ყველაზე ძლიერისთვის მიეცათ. მაგრამ ის ყველაზე ძლიერი კანდიდატი ხომ ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტი აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის 2013 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენის უზრუნველყოფისთვის ბრძოლაში.
ცესკოში მხრებს იჩეჩავდნენ ნიკა ივანიშვილისა და "სახალხო დემოკრატების" 5%-ის გამო, ადრეა ადრეაო, ჩურჩულებდნენ კულუარებში, ამიტომ, 2,5% გაუფორმეს. ასევე გააიმასქნეს ზვიადისტ ვაშაძის ხმები, ხოლო ზვიად ძიძიგურის 7% ხელის ერთი მოსმით იქცა 3%-ად. თბილისში, რასაკვირველია. 3-ად იმიტომ, რომ პრორუსებს ძალიან დაწყვეტოდათ გული ბარიერის სიახლოვის გამო.
უამრავი ღვინო და ვისკი დაილია ნაციონალურ სუფრებზე. განსაკუთრებით მოილხინეს კოორდინატორებმა, რომლებმაც კარდაკარ 5-გზის ჩამოიარეს ყველა ბინა და კორპუსი, ქეიფი იყო მეფური, ტრიუმფი უკიდეგანო. განსაკუთრებით პროვინციებში, სადაც გასაცოდავებულმა მოსახლეობამ მორჩილად და პირველკლასელის აკანკალებული ხელით ერთხმად და ერთად შემოხაზა 5.
არსად ჩანდნენ პროტესტანტები, რომლებიც ბაქი-ბუქით ქვეყანას იკლებდნენ, საპროტესტო ძლიერ ტალღას ავაგორებთო. მშიერი პრორუსები თავიანთ არაკომფორტულ ბინებს დაუბრუნდნენ და მალიმალ იყურებიან ჩრდილოეთისკენ. "მიგებს" ელიან "მიგებს". ჩამი-ჩუმი არ ისმის ეროვნული ფორუმიდან, ჩვეული ყინჩობით ჰაერს მუშტებს უღერებს შალვა...… ყველა დაღვრემილია და ...…… კმაყოფილი
... ირაკლი ალასანიამ კიდევ ერთხელ მიულოცა დამსწრე საზოგადოებას არჩევნების დემოკრატიულად და მშვიდ გარემოში ჩატარება, წარმატება უსურვა არჩეულ მერს - გიგი უგულავას, ჯადოსნური ღიმილი სტყორცნა დარბაზს და დასასვენებლად ოჯახს მიაშურა, ნიუ-იორკისკენ გასწია, პირდაპირ აეროპორტისკენ. არც გაემტყუნება – მოენატრა მეუღლე და საყვარელი შვილები. ნეტა, რა დაუჯდა ეს მასკარადი ჩვენს ბიუჯეტს და "ნაციონალებს"? "გზაზე ერთი კაცი მიდოდა" და ფიქრობდა.

თბილისში 31 მაისის თბილი საღამო იდგა.


ლევან მზიანიშვილი

(ამბავი გამოგონილია. პერსონაჟები არა. მათი სიტყვები და ქმედებები ავტორის ფანტაზიის ნაყოფია. თუმცა, ეს ისტორია გაცილებით ჰგავს იმას, რაც მოხდება 30-31 მაისს, ვიდრე ის, რუსების შემოჭრასთან დაკავშირებით რომ გვიჩვენა ტელეკომპანია "იმედმა")


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48