საქართველოში მინისტრის ხელფასი მინიმალურ პენსიას 110-ჯერ აღემატება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : საქართველოში მინისტრის ხელფასი მინიმალურ პენსიას 110-ჯერ აღემატება
ნანახია: 872


საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რომ "წარმატებით" ხორციელდება, ამაზე მინისტრების წლიური ხელფასის ოდენობაც თვალნათლივ მიუთითებს. თუკი სახელმწიფო მოხელეების, განსაკუთრებით კი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ქონებრივ დეკლარაციებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის ერთობ სახარბიელოდ საჩუქრდებიან. როგორც ჩანს, ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი დამსახურება, თურმე, ფინანსთა მინისტრს აქვს. კახა ბაინდურაშვილმა 2009 წელს ხელფასის სახით 106 062 ლარი მიიღო. მინისტრებს შორის წლიური ანაზღაურების სიდიდითMმეორე ადგილს, 98 910 ლარით, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანია, რომელმაც გასულ წელს გაწეული საქმიანობის სანაცვლოდ სახელმწიფოსგან 98 040 ლარი მიიღო. ფაქტია, რომ მინისტრს, რომლის საქმიანობაც საქართველოს უდიდეს პრობლემასთან, ლტოლვილებთან და მათ უმძიმეს ყოფასთანაა დაკავშირებული, არსებული ინფორმაციიით, მაღალჩინოსნები ხშირად საკმაოდ დიდ პრემიებსაც იღებენ, რომელიც ზოგჯერ ხელფასსაც მნიშვნელოვნად აღემატება, ანუ საჯარო მოხელეთა შემოსავლები მხოლოდ ხელფასით არ შემოიფარგლება.
"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ხელმძღვანელის გიორგი გუგავას განცხადებით, მინისტრებს გარდა ოფიციალური შემოსავლებისა, აქვთ სხვადასხვა არაოფიციალური შემოსავლებიც. "უბედურება ის კი არ არის, რომ ხელფასად ამხელა ფულს იღებენ, არამედ ის, თუ რამდენი აქვთ რეალურად შემოსავლები. ნეტავ, ისინი მართლა ამ ხელფასზე ცხოვრობდნენ და მაშინ რაღა გაუჭირდებოდა ქვეყანას?! ეს, ალბათ, მათი ყველაზე ნაკლები დანაშაული და ყველაზე ნაკლები ტვირთია, რაც კისერზე აწევთ. ეს მათი ოფიციალური ჯამაგირია, მაგრამ ყველასთვის ცნობილი ფაქტია ის, რომ ყველა ხელისუფლების მაღალჩინოსნის უკან არის კორუფცია, მექრთამეობა, ამა თუ იმ ბიზნესსტრუქტურის კონტროლი და ასე შემდეგ. აი, ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი უბედურება, რაშიც არაერთხელ მხილებული არიან ჩვენი ძვირფასი ხელისუფლების წარმომადგენლები", _ აცხადებს გიორგი გუგავა.
მართალია, ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრის მიზნით მაღალი ხელფასების დანიშვნა შეიძლება სწორი ნაბიჯი იყოს, მაგრამ განსხვავება მინისტრებისა და რიგითი მოქალაქეების შემოსავლებს შორის კატასტროფულად დიდია. თუკი ყველაზე მაღალი ხელფასის მქონე მინისტრის, ბაინდურაშვილის თვიურ ხელფასს 8838,5 ლარს ქვეყანაში დღეს არსებულ მინიმალურ პენსიაზე 80 ლარზე გავყოფთ, მივიღებთ, რომ მინისტრის ხელფასი მინიმალურ პენსიას 110-ჯერ აღემატება. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში 800 ათასამდე პენსიონერია და ოფიციალური მონაცემებით მოსახლეობის მეოთხედი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და, პრაქტიკულად, შიმშილობს. ამ უკანასკნელთა შემოსავალი კი იმდენად მცირეა, რომ მინიმალურ პენსიასაც კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება და საკითხავია, ამ ფონზე მინისტრისთვის ასეთი ხელფასის დანიშვნა, რამდენად გამართლებულია.

დაკო შონია



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48