გადაუვადებენ თუ არა კრედიტებს ‘ლილოს ბაზრობის" დაზარალებულ მოვაჭრეებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : გადაუვადებენ თუ არა კრედიტებს ‘ლილოს ბაზრობის" დაზარალებულ მოვაჭრეებს
ნანახია: 1104

გადაუვადებენ თუ არა კრედიტებს ‘ლილოს ბაზრობის" დაზარალებულ მოვაჭრეებს

11 დეკემბერს ლილოს ბაზრობაზე საახალწლო შუშხუნებით მოვაჭრე მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარს ძლიერი ქარიც დაერთო და 240-მდე მაღაზია განადგურდა. საახალწლოდ შემოტანილი საქონელი, რომელიც მოვაჭრეებს საახალწლოდ უნდა გაეყიდათ, თითქმის საერთოდ განადგურდა. მცირე მეწარმეებმა სერიოზული ზარალი განიცადეს. მათი უმეტესობა ბიზნესს კრედიტის საშუალებით აწარმოებდა. დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად ქალაქის მერმა გიგი უგულავამ, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსუდან კერვალიშვილმა და მთავრობის სხვა წევრებმა დახმარების სურვილი გამოთქვეს. ლილოს ბაზრობის დამწვარი მაღაზიების აღდგენასა და დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად განსახორციელებელ ღონისძიებებზე ლილოს ბაზრობის გენერალური დირექტორი გია კვარაცხელია გაგვესაუბრა:
"ლილოს ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის კერა ერთ-ერთი მოვაჭრის მაღაზია იყო. როგორც მიმდინარე გამოძიებიდან ჩანს, მოვაჭრეს, რომელსაც მაღაზიაში საახალწლო შუშხუნები ჰქონდა, დაუდევრობის გამო ცეცხლი გაუჩნდა. საახალწლო შუშხუნები სწრაფად აალებადია და ამას ქარიშხალმაც შეუწყო ხელი, რომელმაც ცეცხლი სხვადასხვა მაღაზიაზე გადაიტანა, რითაც ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა ძალიან სერიოზული სამუშაო ჩაატარა. მათ მთელი ბაზრობა გადაწვისაგან დღევანდელი ტექნიკის საშუალებით გადაარჩინეს. სულ 240 მაღაზიამდე დაიწვა. ეს ძირითადად სათამაშოების მაღაზიები იყო. თუმცა ცეცხლის გადადების შედეგად პატარა საკოლმეურნებო ბაზარიც დაიწვა. ზარალი უზარმაზარია, მაგრამ ბოლომდე ჯერ კიდევ დათვლილი არ არის. ახლა მიმდინარეობს იმის გარკვევა, თუ თითოეული მაღაზიის მეპატრონეს, რამდენი საქონელი დაეწვა, კრედიტი რამდენი ჰქონდა აღებული, ვის ჰქონდა მაღაზია დაზღვეული და ა.შ.
დღეს ამ უზარმაზარი ზარალის შედეგად, იძულებული ვართ, კრედიტის ან სხვა წყაროს საშუალებით თანხები მოვიძიოთ, რათა აღდგენითი სამუშაოები სწრაფად დავიწყოთ. ჩვენ მოვაჭრეებს აღვუდგენთ და გავურემონტებთ მაღაზიებს, რომ მათ ბიზნესის წარმოება არ შეაჩერონ. ახლა წინა საახალწლო პერიოდია და ვაჭრობის შეჩერება კიდევ უფრო მეტ ზარალს მოგვიტანს. არიან მოვაჭრეები, რომლებსაც საქონელის ნაწილი გადაურჩათ და მათთვის აღდგენით სამუშაოებს სწრაფი ტემპით ვატარებთ, რომ რაც შეიძლება მალე გააგრძელონ თავიანთი სამუშაო. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, ამ დამწვარი მაღაზიების ტერიტორიაზე გაცილებით უკეთეს პროექტს განვახორციელებთ. ჩვენს დასახმარებლად რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი იყო მოსული, რომელიც წინა სტიქიური უბედურების დროსაც გვერდით გვედგა და ჩვენს მიმართ ახლაც დიდ გულისხმიერებას იჩენს. ქალბატონმა რუსუდანმა გიგი უგულავას დახმარების სურვილიც გადმოგვცა. ჩვენ ყველა დაზარალებულის სიები მათთვის გადასაცემად უკვე შევადგინეთ.
ლილოს ბაზრობის მოვაჭრეების ძირითადი მომსახურე ბანკი "პროკრედიტ ბანკია", რომლის ხელმძღვანელობასაც უკვე ვესაუბრეთ და ახლა იმ კრედიტების რესტრუქტურიზაციის პროექტი მზადდება, რაც მოვაჭრეებს ბანკიდან გამოტანილი ჰქონდათ. ზოგიერთ მოვაჭრეს კრედიტები ‘საქართველოს ბანკიდანაც" ჰქონდა გამოტანილი, ამ ბანკის ხელმძღვანელობასაც უკვე ვესაუბრეთ. ბანკები დაზარალებულებს გარკვეული ვადით ბიზნესის ასაწყობად აღებულ კრედიტებს, ალბათ, გაუყინავენ. დღეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს დამწვარი მაღაზიების აღდგენა და მოვაჭრეებმა საქმიანობა გააგრძელონ."
დაზარალებული მოვაჭრეების მდგომარეობის შესახებ თავის გულისტკივილს და თანაგრძნობას გამოხატავს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რუსუდან კერვალიშვილი, - "ვფიქრობ, რომ ამ წუთში ეს ყველა ჩვენგანის დიდი დარდია. თითქოს სადარდებელი გვაკლდა საქართველოში. პირველ რიგში, რაც შეიძლება ჩქარა, ჩვენ ამ ადამიანებს სამართლებრივი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ. კომისიამ უნდა შეისაწავლოს მომხდარის მიზეზი და ასევე, უნდა დასახოს პრობლემის ლიკვიდაციის პირობები. დაზარალებულებს, რომელთაც გარკვეული დავალიანებები ჰქონდათ სტრუქტურებთან მიმართებაში, შეღავათები უნდა გავუწიოთ. მაგალითად, დასაფარი თანხის ვადის გადაწევით, რესტურქტურიზაციით. ამასთან ერთად, უნდა მოვახდინოთ დაზარალებულთა სტიმულირება, რათა წლების განმავლობაში ვაჭრობით დაკავებული ადამიანები, წახალისდნენ და კვლავ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ გაანახლონ თავიანთი საქმიანობა."


ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48