"სანაპიროზე, პრაქტიკულად, არცერთი გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებს" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "სანაპიროზე, პრაქტიკულად, არცერთი გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებს"
ნანახია: 466




მდინარე აჭარისწყალზე 46,61 მეგავატი სიმძლავრის ჰესების მშენებლობით ორი თურქული კომპანია დაინტერესდა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰესების მშენებლობის სურვილით სამინისტროს Kura Energy-მ და Optimum Energi Uretim A.S-მა მიმართეს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აშენდება 26,46-მგვტ-იანი "აჭარისწყალი 1", 13,76 მგვტ-იანი "აჭარისწყალი 2" და 6,09 მგვტ-იანი "აჭარისწყალი 3".
ჰესები სამთავრობო პროგრამის "განახლებადი ენერგია 2008" ფარგლებში აშენდება. ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოში ასაშენებელი 78 ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება მოამზადა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე გამოიწვევს იმას, რომ მდინარე შავ ზღვაში აღარ ჩაიტანს ნატანს და შედეგად შავი ზღვის სანაპირო ზოლი შემცირდება. მოსალოდნელი ჰესების მშენებლობების შესახებ გავესაუბრეთ შავი ზღვის კომისიის სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის მრჩეველთა ჯგუფის წევრს საქართველოდან მამუკა გვილავას.

- ბატონო მამუკა, როგორც ცნობილია, აჭარის სანაპიროზე ეკოლოგიური სიტუაცია ძალიან გართულებულია თურქეთში, ჭოროხზე ჰესების მშენებლობის გამო. ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰესები აჭარისწყალზეც აშენდება. რაც გამოიწვევს იმას, რომ მდინარე აჭარისწყალი შავ ზღვაში აღარ ჩაიტანს ნატანს და შედეგად შავი ზღვა გადაყლაპავს სანაპიროს. რა ეკოლოგიურ საფრთხესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს?

- გარემოსდაცვითი თვალსაზრისით თურქეთში მდინარე ჭოროხზე ჰესების მშენებლობა გამოიწვევს ჭოროხის შესართავთან და შესაბამისად, ბათუმის მიმდებარე ზღვის ნაპირების ეროზიას. სავარაუდოა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ბათუმის სამხრეთით, სოფელ ადლიას მიდამოებში სანაპირო რამდენიმე ასეული მეტრით დაიხევს ხმელეთისკენ. აღნიშნულს ადასტურებს როგორც ქართველი მეცნიერების, ისე ჰოლანდიელი სპეციალისტების მიერ შესრულებული გამოკვლევები.
რაც შეეხება მდინარე აჭარისწყალზე ჰესების მშენებლობას, აღნიშნული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერ არ გამოქვეყნებულა და ამ პროექტებით გამოწვეულ ზემოქმედებებზე ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ.

- გასაგებია, რომ სამრეწველო და ენერგეტიკული სიმძლავრეების შენებას მთავრობა წინ ვერ აღუდგება, მაგრამ რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად?

- თუკი საუბარია ნაპირების წარეცხვის საკითხზე, გადაწყვეტის ერთ-ერთი გზაა ნაპირდაცვის ძვირადღირებული ღონისძიებების შესრულებაა. თუმცაღა, მსგავსი პროექტების შესახებ გადაწყვეტილებები ხარჯებისა და სარგებელის სრული ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული.
შესაძლებელია და, ალბათ, სასურველიც ნაკლებად ძვირადღირებული მიდგომების გამოყენება, მაგალითად, საფრთხის ქვეშ მოქცეული შენობა-ნაგებობების და დასახლებული პუნქტების გეგმაზომიერი უკანდახევა და გამოყვანა წარეცხვის საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან, ისე რომ, უზრუნველყოფილი იყოს დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების და სოციალური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესებაც კი.

- რამდენი დაუჯდება მთავრობას ამ საფრთხეების აღმოფხვრა?

- ნაპრიდაცვის სრულფასოვანი ღონისძიებები ჩასატარებლად მილიონობით და შესაძლოა, ათეულობით მილიონი ლარი იყოს საჭირო.
გეგმაზომიერი უკანდახევა ერთი რიგით ნაკლები დაჯდებოდა. თუმცაღა, მსგავსი საკითხები დეტალური ეკონომიკური გათვლების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

- რა მდგომარეობაშია დღეისთვის შავი ზღვის საკურორტო ზოლი ეკოლოგიური თვალსაზრისით?

- თუკი საუბარია ზღვის წყლის ბაქტერიოლოგიურ დაბინძურებაზე, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რადგან სანაპიროზე, პრაქტიკულად, არცერთი გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებდა და არ ფუნქციონირებს. ამ პირობებში შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობის მხოლოდ გამოსწორება შეიძლება.
ბათუმში მიმდინარეობს წყალმომარაგების და კანალიზაციის მნიშვნელოვანი პროექტი, მაგრამ ჩემთვის ცნობილი არ არის, გათვალისწინებულია თუ არა გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია ან ახლის მშენებლობა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ მსოფლიო ბანკის პროექტის დაფინანსებით ბათუმისა და ფოთის სანიტარიული სამსახურები აღიჭურვა წყლის ბაქტერიოლოგიური დაბინძურების მონიტორინგის თანამედროვე ლაბორატორიებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ბათუმში იგი დღესაც ვერ ფუნქციონირებს.

- ასეთ ვითარებაში, რამდენად შეიძლება გახდეს შავი ზღვის სანაპირო საკურორტო ზოლი?

- საქართველოს შავი ზღვის სანაპირო საკურორტო დანიშნულებით ყოველთვის პოპულარული იყო და დღესაც პოპულარულია. აქ მრავლად არის ისეთი ადგილები, სადაც საბანაო წყლის ხარისხი მისაღები უნდა იყოს. ამასთან, არის ისეთი ადგილებიც, სადაც ბანაობა არ უნდა იყოს დაშვებული. თუმცაღა, წყლის ბაქტერიოლოგიური ხარისხის კვალიფიციური მონიტორინგის გარეშე გადაჭრით რაიმეს თქმა, უმართებულო იქნებოდა. ისიც უდაოა, რომ დასახლებული პუნქტების თანდათანობითი აღჭურვა გამწმენდი სისტემებით გაცილებით აამაღლებს ჩვენი სანაპიროს მიმზიდველობას და უსაფრთხოებას როგორც საქართველოს, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის.


ნინო თამაზაშვილი




 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48