საქართველო უკრაინასთან ერთად დსთ-ს სხვა ქვეყნებსაც "კარგავს" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : საქართველო უკრაინასთან ერთად დსთ-ს სხვა ქვეყნებსაც "კარგავს"
ნანახია: 364


იანუკოვიჩის გაპრეზიდენტებამ საქართველოში შესაძლოა, პური გააძვიროს

2009 წლის 19 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ოფიციალურად დატოვა. სწორედ ამ დღიდან გაჩნდა საფრთხე დსთ-ს სივრცეში ქართული პროდუქციის ექსპორტის საგრძნობლად შემცირებისა, თუმცა, მაშინ დსთ-ს ქვეყნებმა ჩვენი ხელისუფლების თხოვნა გაითვალისწინეს და საქართველო გაერთიანების მრავალმხრივი ეკონომიკური შეთანხმებების წევრად დარჩა.
ბოლო დროს უკრაინასა და ყირგიზეთში განვითარებულმა მოვლენებმა ეს საშიშროება კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში. ამ ქვეყნების ხელისუფლებაში პრორუსული ძალები მოვიდნენ, ეს კი კვლავ აჩენს იმის შანსს, რომ რუსეთმა ეს ცვლილებები საქართველოზე ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური შეზღუდვებისთვის გამოიყენოს. მითუმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე მიანიშნებდა, რომ მას შემდეგ, რაც იგი პრეზიდენტი გახდებოდა, გადაიხედებოდა ყველა საგარეო პოლიტ-ეკონომიკური ურთიერთობები, რომელსაც უკრაინა მანამდე წარმართავდა.
ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ, საქართველო-უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდა. რუსული იმპორტის საკმაოდ დიდი ნაწილი უკრაინულმა ჩაანაცვლა, ქართულმა პროდუქტმა კი უკრაინული ბაზრის ათვისება დაიწყო. საბაზრო იდილიას ხელისუფლებების მეგობრული ურთიერთობაც უწყობდა ხელს.
საქართველო-უკრაინის მომავალ ურთიერთობებზე საუბრობს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე: "საქართველო უკრაინისთვის გამორჩეულად კარგი პარტნიორი აღარ იქნება, უბრალოდ, იქნება ამხანაგი, ისეთივე - როგორც ბევრი სხვა. გვეუბნებიან კიდეც, რუსეთთან ურთიერთობების დაბალანსების მიზნით, ალბათ, სუამშიც ნაკლებაქტიურად იქნებიან წარმოდგენილნი, ნატოზეც პრაქტიკულად უარს ამბობენ, ევროკავშირზე აქცენტი აქვთ, ოღონდ შორეულ პერსპექტივაში. გარკვევით გვითხრეს, რომ ყველა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ინტენსიური იყო ქართულ-უკრაინული ურთიერთობები, ინტერესი შემცირდება. მე ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ სუამი შეინარჩუნებს თავის პოტენციალს - რუსეთის გვერდის ავლით გაჩნდეს ენერგომატარებლების ახალი ხაზი. თუმცა, როგორ დალაგდება პოლიტიკური სიტუაცია, ჯერ-ჯერობით უცნობია".
ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური ურთიერთობების გაციების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოში უკრაინული ფქვილით გამომცხვარი პური გაგვიძვირდეს. აქამდე თუ რაიმე შეღავათები არსებობდა, უკრაინის მხრიდან პოლიტიკური სიმპათიების გამო, მათ უნდა დავემშვიდობოთ. ფასები დარეგულირდება მსოფლიო ბაზრის შესაბამისად, მაგრამ შეღავათები ნაკლებად არის მოსალოდნელი. თუმცა, ესეც ვაჭრობის საგანია. თუ სხვა სფეროში მოიპოვებს უკრაინა დივიდენდებს საქართველოს მთავრობასთან, პურის ფასში რაღაცას აუცილებლად დათმობს. გააჩნია, რით არის უკრაინის ახალი ხელისუფლებისთვის საინტერესო ქართული ხელისუფლების ბერკეტები. ექსპერტები მსგავს სირთულეებს სხვა სფეროებშიც ელოდებიან.
უკრაინისა და ყირგიზეთის ხელისუფლებების მხრიდან საქართველოზე პირდაპირი ემბარგოს დაწესება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ქართული პროდუქციისთვის გარკვეული ბარიერების დაწესება უკრაინისა და ყირგიზეთის ბაზრებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ქართული პროდუქციის რეალიზაციაზე. ეს კი სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს ბოლო პერიოდში გაზრდილ ექსპორტის მოცულობაზე.
დსთ-ს ბაზარი საქართველოსთვის და ქართული პროდუქციის რეალიზაციისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ბაზრად რჩება. 2010 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის სრულმა ღირებულებამ 416,974,2 აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის დაახლოებით 34,8% კი დსთ-ს ქვეყნებზე მოდის.
საგარეო ვაჭრობის საკითხებში ექსპერტის დავით ალექსიძის განცხადებით კი, მას შემდეგ, რაც უკრაინასა და ყირგიზეთში პრორუსული ძალები მოვიდნენ, საფრთხე ამ ქვეყნების მხრიდან საქართველოსთვის სავაჭრო შეზღუდვებთან დაკავშირებით ნამდვილად რეალურია. `სავსებით შესაძლებელია რუსეთმა პოლიტიკური ზეგავლენა მოახდინოს აღნიშნულ ქვეყნებზე. დღეისათვის საქართველოს ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ქვეყნის სავაჭრო, გეოგრაფიული არეალი საკმაოდ გაფართოებული, თუმცა, საქართველო გარკვეულწილად კვლავ დამოკიდებული რჩება დსთ-ს ბაზარზე, ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის 30%-ი დსთ-ს ქვეყნებზე მოდის.


ქეთი ქასრაშვილი



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48