ბიუჯეტის შემცირების მიზეზები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (124)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ბიუჯეტის შემცირების მიზეზები
ნანახია: 479

ბიუჯეტის შემცირების მიზეზები - არასწორი მაკროეკონომიკური პროგნოზირება და გადაჭარბებული სახელისუფლებო ოპტიმიზმი


პროექტის "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით" ფარგლებში, რომელიც ფონდი "ღია საზოგადოება _ საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ჩატარდა ანალიტიკური კვლევები, ბიუჯეტის მონიტორინგი და შემუშავდა რეკომენდაციები შემდეგი მიმართულებით: საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი მიმართულებები; საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი; საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი; სახელმწიფოს საგარეო ვალი; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ბიუჯეტი თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის პრიზმაში.
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ კიდევ არ ყოფილა ბიუჯეტი, რომელსაც წლის განმავლობაში სერიოზული ცვლილებები არ განეცადოს. საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმა წლის განმავლობაში 2-ჯერ განიცადა ცვლილება და ორივეჯერ შემცირებულ იქნა ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა. ბიუჯეტის შემცირების საჭიროების ძირითადი მიზეზები არასწორი მაკროეკონომიკური პროგნოზირება და გადაჭარბებული სახელისუფლებო ოპტიმიზმია.
საქართველოს მთავრობა წლის განმავლობაში რამდენჯერმე გახდა იძულებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზისთვის გადაეხედა და ეკონომიკური ზრდის თავდაპირველი 4%-იანი ზრდის პროგნოზი ჯერ 1,5%-მდე შეემცირებინა, ხოლო შემდეგ 1%-იან ეკონომიკურ დაცემამდე, ხოლო უკვე სექტემბერში 4%-იან ეკონომიკურ დაცემამდე შეემცირებინა.
2009 წლის ივლისში ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა ნახევარი მილიარდი ლარით შემცირდა, რაც თავდაპირველად პროგნოზირებული მაჩვენებლის 10,6%-ია, ხოლო წლის ბოლოს, უკვე მეორედ წლის განმავლობაში, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი კიდევ ერთხელ, ამჯერად დაახლოებით 80 მლნ. ლარით, ანუ მთლიანად პროგნოზის თავდაპირველი მოცულობის დაახლოებით 13,04%-ით (4,76 მლრდ. ლარიდან 4,139 მლრდ. ლარამდე) შემცირდა.
2008 წლის ბრიუსელის დონორთა კონფერენციის მიერ საქართველოსთვის ომის შედეგების კომპენსაციისთვის გამოყოფილი სახსრები რომ არა, ეკონომიკა, მინიმუმ, 10%-ით შემცირდებოდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით იქნა შესრულებული. საბიუჯეტო კანონმდებლობის თანახმად, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში მოცემულია ბოლო ცვლილებით დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების მონაცემები. წლის ბოლოს ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით კი ხდება ფაქტის დაფიქსირება და შესაბამისად, ანგარიშის პარლამენტში წარდგენის დროს დაგეგმილსა და შესრულებულ ბიუჯეტებს შორის სხვაობა თითქმის არ არსებობს, ან გადაჭარბებით ხდება ბიუჯეტის პარამეტრების შესრულება. გამომდინარე აღნიშნულიდან, საქართველოს მთავრობამ თავი მოიწონა 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებით. სინამდვილეში შესრულებული იქნა 2-ჯერ შემცირებული ბიუჯეტი და არა თავდაპირველად დაგეგმილი ბიუჯეტი.
რაც შეეხება "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის შედეგად დაზოგილ 350 მლნ. ლარს, ამ თანხის დეტალური ანალიზის გაკეთება ვერ მოხერხდა ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო. როგორც ჩანს, ეს ციფრები ხელოვნურად არის მოგონილი და რეალური "ქამრების მოჭერა" არ განხორციელებულა.
საგანგაშოა ვითარება საგარეო ვალის მოცულობის ზრდის მხრივაც, რომელიც ბოლო 3 წელია მკვეთრად იზრდება, რაც 2008 წლის აგვისტოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების და მათ საკომპენსაციოდ ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შეთანხმების შედეგად მოხდა. ვალის გასტუმრების თვალსაზრისით საკმაოდ მძიმეა 2013 წელი, როდესაც მხოლოდ ვალის ძირითადი თანხის დასაბრუნებლად საჭიროა 771,7 მლნ. აშშ დოლარი, რაც 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 25,2 %-ია. სავარაუდოდ, მოხდება ამ ვალდებულების სხვა ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრებით გადაფარვა.
სამწუხაროდ, "მომავალი თაობის ხარჯზე ცხოვრება" უკანასკნელი წლების ქართული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხი გახდა. ხელისუფლება არ ერიდება საგარეო ვალის ზრდას, მის მიერ აღებული, ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად არაეფექტიანი და პოპულისტური ვალდებულებების შესასრულებლად.
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროგნოზირების სრულყოფილი მექანიზმების არარსებობა, ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური გარემო, 2009 წლის გამოცდილება და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არ გაიზიარებს 2009 წლის ბიუჯეტის ბედს.

ნინო თამაზაშვილი



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48