"საქართველოში ექსტრემისტული, ძალადობრივი ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "საქართველოში ექსტრემისტული, ძალადობრივი ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ"
ნანახია: 412

"საქართველოში ექსტრემისტული, ფუნდამენტალისტური, ძალადობრივი ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ" - თეა თუთბერიძე

- ქალბატონო თეა, რა შეფასება გექნებათ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ვგულისხმობთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაპირისპირებას და "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" მხრიდან მოქალაქეთა ხელმოწერებს "თავისუფლების ინსტიტუტის" გაუქმებასთან დაკავშირებით?

- მინდა გითხრათ, რომ პირადად ჯერ არ წამიკითხავს ერეკლე დეისაძის წიგნი "საიდუმლო სირობა", რომელმაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია. პირადი პრობლემის გამო, ვერ მოვახერხე გავცნობოდი წიგნს, თუმცა აუცილებლად წავიკითხავ, რადგანაც მაინტერესებს, რა დაიწერა ისეთი, რომელსაც საზოგადოებრივი ვნებათაღელვა მოჰყვა. თუმცა, თავისთავად ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა დაეწერა ავტორს, არავის არ აქვს უფლება ამ ადამიანის მიმართ, ან უნივერსიტეტის სტუდენტებთან მიმართებაში გამოიჩინოს ძალადობა, ისეთი მიუღებელი ფორმებით იმოქმედონ, რასაც ჩვენ ვუყურებდით. სამწუხაროდ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული ადამიანები, ეს ჯგუფები - "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი", საქართველოში ჩამოყალიბდნენ ექსტრემისტულ, ფუნდამენტალისტურ, ძალადობრივ ორგანიზაციებად. სამწუხაროდაც, ეს ყველაფერი მხოლოდ ამ ადამიანების ბრალი არ არის, რადგანაც მიმაჩნია, რომ ესაა ხელისუფლების პირდაპირი პრობლემა, რადგანაც კანონის წინაშე წლების მანძილზე რელიგიის სახელით მოძალადე ადამიანებს ერთხელაც არ უგიათ პასუხი. არ დასჯილა არც ერთი მათი ექსტრემისტული ქმედება. ხელისუფლებამ, ასევე სამწუხაროდ, ჩათვალა, რომ საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმი აღმოიფხვრა მაშინ, როდესაც ბასილ მკალავიშვილი დააკავეს, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ რამდენადაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ვართ ტოლერანტი ერი, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არც ტოლერანტობა ესმით, არც შემწყნარებლობა და ისინი არც მართლმადიდებლები არიან. ისინი მხოლოდ მანიპულირებენ მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. ეს ხალხი უკვე რომელიღაცა სექტის წარმომადგენლებად იქცნენ.

- ტელეკომპანია "კავკასიაში" და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რას იტყვით?

- თავისთავად, ის რაც მოხდა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერით, ჯერ ერთი, იყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადია და ასევე, კიდევ ერთხელ იყო ნათელი დადასტურება აღნიშნული ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან ძალადობის კლასიკური ნიმუშის. `კავკასიის~ ინციდენტის შემდეგ, დღემდე ველოდებოდი, რომ მომხდართან დაკავშირებით საპატრიარქო ფაქტს დაგმობდა. მართალია, წმიდა სინოდის მხრიდან გავრცელებული განცხადება მხოლოდ სხვა შინაარსის შემცვლელი აღმოჩნდა და არც ილიას უნივერსიტეტთან მომხდარ ძალადობას ეხმაურებოდა, მაგრამ ნამდვილად მქონდა მოლოდინი, რომ საპატრიარქო `კავკასიასთან~ დაკავშირებით სხვა განცხადებას გააკეთებდა, თუმცა ამაოდ. როგორც ყველა მართლმადიდებელს, მათ შორის მეც, მქონდა იმის მოლოდინი, რომ ეკლესია დაგმობდა იმ ძალადობას, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვუყურებდით.

- თქვენ ფიქრობთ, რომ "სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობა" საპატრიარქოს მხრიდან ნდობით სარგებლობს?

- მალხაზ გულაშვილის მოძრაობა მანიპულირებს ქრისტიანობის სახელით და რაც ყველაზე მთავარია, ისინი მანიპულირებენ საპატრიარქოს სახელით. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათი საქმიანობისთვის ლოცვა-კურთხევა საპატრიარქოდან აქვთ მიღებული და რომ, თითქოს, ისინი არიან ქვეყანაში მართლმადიდებლობის ერთადერთი ჭეშმარიტი დამცველები. ქვეყანაში ასეთი ექსტრემისტული ორგანიზაციების არსებობა და მათი მხრიდან საპატრიარქოს სახელით მანიპულირება, ძალიან დიდ ზიანს თავად ქართულ ეკლესიას აყენებს. ამ შემთხვევაში, თეა თუთბერიძის, ვინმე დეისაძის მოსაზრებები თუ შეკითხვები ან "კავკასიის" ეთერში რაც მოხდა, ის კი არ არის პრობლემა, არამედ საფრთხისშემცველია ამ ორგანიზაციების მოქმედებები, რომელიც ქართულ ეკლესიას ანადგურებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ორგანიზაციებში მყოფთ არც ბიბლია აქვთ წაკითხული, არც წმიდა წერილები, არც ქრისტე იციან, რადგანაც სხვა შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდნენ. ვწუხვარ, რომ არც საზოგადოებაა განათლებული რელიგიურ საკითხებში, რადგანაც ასე რომ ყოფილიყო, ადვილად გასარჩევი იქნებოდა რეალობა – ამ ორ ექსტრემისტულ ორგანიზაციას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობასთან.

- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ ფიზიკურად გაგისწორდნენ, საჭიროებდით სამედიცინო დახმარებას. შეესაბამება თუ არა ეს მოარული ხმები სიმართლეს?

- არა, ასეთი ინფორმაცია სინამდვილეს ნამდვილად არ შეესაბამება. მსგავს ფაქტს ადგილი რომ ჰქონოდა, აუცილებლად გახდებოდა საჯაროდ ცნობილი და რეაგირებისთვის მივმართავდი სამართალდამცავ ორგანოებს. უბრალოდ, სამედიცინო დახმარებას ნამდვილად ვსაჭიროებდი. ღუდუშაურის საავადმყოფოში პატარა ოპერაცია გავიკეთე. შეგიძლიათ ინფორმაცია საავადმყოფოს ადმინისტრაციაშიც გადაამოწმოთ.


ესაუბრა არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48