"სახალხო სასამართლოს" მოსამართლემ და ნაფიც მსაჯულებმა ფიცი დადეს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "სახალხო სასამართლოს" მოსამართლემ და ნაფიც მსაჯულებმა ფიცი დადეს
ნანახია: 640

"სახალხო სასამართლოს" მოსამართლემ და ნაფიც მსაჯულებმა ფიცი დადეს
"სახალხო სასამართლოს" მოსამართლე მინდია უგრეხელიძე და მასთან ერთად ცხრა წევრისაგან შემდგარმა მართლმსაჯულებმა საზეიმო ფიცი დადეს, რითაც "სახალხო სასამართლოს" მუშაობაში მათი უფლებამოსილება დამტკიცდა. როგორც მინდია უგრეხელიძემ აღნიშნა, აღნიშნული პროექტის დაწყებით უპრეცედენტო სამართლებრივი მოვლენაც დაიბადა, რადგან სასამართლო არ არის ჩვეული ასეთი წინამორბედებით. "თუ "სახალხო სასამართლო" სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, არსებობას მომავალშიც გაგაგრძელებს და მართლმსაჯულების ისტორიას გაამდიდრებს. "სახალხო სასამართლოს შექმნა ხალხის სამდურავმა გამოიწვია, მაგრამ მე არ მაქვს უფლება წინასწარ შევაფასო ამ სამდურავის ჭეშმარიტება, მაგრამ რაკი ხალხი ხედავს დიდი დახმარების აუცილებლობას, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილდეს. "სახალხო სასამართლო" ზედმიწევნით შეასრულებს ყველა მოთხოვნას, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობითაა დადგენილი, სასამართლო იქნება საერთაშორისო ნორმების ერთგული და იხელმძღვანელებს მოდიფიკაციითაც. ჩვენ კონკრეტული საქმეების მიღებას, შესწავლას და განხილვას, უკვე მომავალი კვირიდან დავიწყებთ" _ განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.
"სახალხო სასამართლოს" მოსამართლეთა ფიცის დადების შემდგომ, სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას ბრალდების მხარეები _ გელა ნიკოლაიშვილი და ეკა ბესელია წარედგინა. მინდია უგრეხელიძის განცხადებით, "სახალხო სასამართლო" სამი კატეგორიის საქმეებს განიხილავს. ესაა: საქმეები ადამიანის უფლებათა შესახებ, სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულები, რომლებიც ხარისხობრივად ჰააგის ტრიბუნალის განსახილველ საქმეებს უტოლდება და აგრეთვე საჯარო ინტერესიდან გამომდინარე საქმეები. მისივე შეფასებით, თუკი ნაფიც მსაჯულთა შორის ხმები შუაზე გაიყოფა, "სახალხო სასამართლო" საერთაშორისო ნორმებით დამკვიდრებულ მე-13 მსაჯულის ინსტიტუტს აამოქმედებს, რაც გულისხმობს საქმეზე საზოგადოებრივ გამოკითხვას და საზოგადოებრივ ვერდიქტს. მინდია უგრეხელიძემ იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები "სახალხო სასამართლოსთან" ითანამშრომლებენ. "სახალხო სასამართლო" საქმიანობას "ვარდების რევოლუციის" შემდგომ სამართალდამცავების მიერ მოკლული ახალგაზრდების საქმეების შეფასებით დაიწყებს.
აღნიშნულმა პროექტმა ინტერესი გამოიწვია ევროპის 14 ცნობილ სამართლისმცოდნეს შორის, რომლებმაც პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. მათ შორისაა ლორდთა პალატის წევრები. ამჟამად მიმდინარეობს ფინანსურ რესურსის მოძიება, რათა ევროპელი იურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ და "სახალხო სასამართლოს" ინიციატივით კონფერენცია გაიმართოს. როგორც "მედიანიუსს" აღნიშნული საზოგადოებრივი პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა შიო არსენაშვილმა განუცხადა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები "სახალხო სასამართლოს" საქმიანობის ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით გადაცემასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მანამდე "სახალხო სასამართლოს" სხდომების ვიდეოჩანაწერი გაკეთდება.

მედიანიუსი









 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48