ნანახია: 431
NDI-სააკაშვილის პრეზიდენტად მესამედ არჩევის შესაძლებლობის ტესტს ატარებს. გამოკითხვაში, ერთ-ერთი კითხვა, აირჩევდით თუ არა მესამე ვადით საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილს, თქვენი აზრით, არის თუ არა არაკონსტიტუციური?
რა თქმა უნდა, არ არის არაკონსტიტუციური. კითხვის დასმა როგორ შეიძლება ანტიკონსტიტუციური იყოს? საიდან მოგივიდათ ეს კითხვა, არ მესმის. არანაირად არ აქვს რეალობასთან კავშირი. რანაირად შეიძლება ეს კონსტიტუციის დარღვევას ნიშნავდეს?
ანდრო ბარნოვი
მე საერთოდ ამ კითხვას ასე არ დავსვამდი. რა თქმა უნდა, რადგან შეიძლება მიზნად ისახავს იმას, რომ გამოავლინოს ხალხის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. იგი ამავე დროს, ფარულად მიანიშნებს ამის შესაძლებლობას და ამის შესაძლებლობა გამორიცხული უნდა იყოს. ჩემი აზრით, მესამე ვადით პრეზიდენტის არჩევა არ არის კონსტიტუციური. გოგი ხუციშვილი
თუ კონსტიტუციაში ორი ვადაა, მაშინ ამ კითხვის დასმა არ შეიძლება და ეს კითხვა არ არის კონსტიტუციური. თუ შეიცვალა რამე და მესამე ვადა მიიღეს, მაშინ შეიძლება. მაგრამ ამ შემთხვევაში არაკორექტულია ამ კითხვის დასმა.
ალექსანდრე რონდელი
სოციოლოგიურ გამოკითხვაში ასეთი კითხვა შეიძლება იყოს, ეს ხომ არ არის მოწოდება. ეს არის კითხვა, არჩევის შესაძლებლობა რომ იყოს, აირჩევდით თუ არა, სხვა საქმე იქნებოდა რამაზ საყვარელიძე
არაკონსტიტუციური და კონსტიტუციური, რა თქმა უნდა, შეკითხვა არ შეიძლება იყოს. ბატონი ბარნოვი ცამდე მართალია და ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა მისი ანალიზი და შეფასება შეიძლება უკრიტიკოდ მივიღოთ.
თუმცა ყველა სახელმწიფო ტელევიზიისა და მედიის ფავორიტ არისტოტელეს შევახსენებთ, რომ თუ კონსტიტუციაში ჩვენი, `ნაციონალებით~ სავსე პარლამენტი შესწორებებს შეიტანს, მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება თავისუფლად იყაროს კენჭი მესამედაც. თუ საკონსტიტუციო შესწორებების ნაცვლად, ახალ კონსტიტუციას მივიღებთ, საერთოდ, თავიდან დაიწყება ათვლა და ისევ სააკაშვილი გახდება არჩეული ან პარლამენტის მიერ დანიშნული პრეზიდენტი.
და ბოლოს, NDI – ს კითხვარში ამ საკითხის დასმა, შესაძლოა, იმიტომაც მოხდა, რომ ხალხმა ყური შეაჩვიოს ამ თემას და საჭიროების შემთხვევაში, ეს ვერსია ამუშავდეს.
მითუმეტეს, როცა ამ გამოკითხვით 32%-ს ეს ძალიან უნდა. ეს ის პროცენტია, რომელიც უეჭველად მოიმატებს, თუ მავანს დასჭირდება ასე, მოიკლებს, თუ საქმე სხვაგვარად წავა.
ესაა და ეს. ადა ექიზაშვილი
|