"საქსტატის" მონაცემებში ცდომილება ყოველთვის იქნება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "საქსტატის" მონაცემებში ცდომილება ყოველთვის იქნება
ნანახია: 805


მას შემდეგ, რაც სტატისტიკის დეპარტამენტი ეკონომიკის სამინისტროს გამოეყო და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურად - "საქსტატად" ჩამოყალიბდა, საზოგადოებაში გაჩნდა იმედი, რომ ამა თუ იმ სფეროში სტატისტიკური მონაცემები შედარებით ობიექტური იქნებოდა. სამწუხაროდ, სამი თვის შემდეგ "საქსტატის" მიმართ ისევ გაისმა ბრალდებები, რომ ისინი კვლავ არასანდო მონაცემებს აქვეყნებენ. მაგალითად, თუ "საქსტატის" მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე მხოლოდ 16,5%-ია, "თავისუფალი აზრის სახლის" მონაცემებით ეს მაჩვენებელი რეალურად 60-65%-ს აღწევს. "თავისუფალი აზრის სახლი" "საქსტატს" ყალბი მონაცემების გავრცელებაში ადანაშაულებს.
"საქსტატის" საქმიანობის, მათი სტატისტიკური მონაცემების, რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გაზეთი "ბანკები და ფინანსები" "საქსტატის" აღმასრულებელ დირექტორს ზაზა ჭელიძეს დაუკავშირდა:

- მას შემდეგ, რაც "საქსტატი" დამოუკიდებელი გახდა, ამ უწყების მიერ გამოქვეყნებულ ციფრებთან დაკავშირებით მაინც ეჭვები ჩნდება, საზოგადოებაში თქვენს მიმართ უნდობლობა კვლავ გრძელდება. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი? რატომ არის თქვენი მონაცემები არასანდო საზოგადოებისთვის?

- პირადად ჩემთვის არავის არ უთქვამს, რომ "საქსტატის" მიერ წარმოდგენილი ციფრები საეჭვოა. სტატისტიკის მონაცემები არსად მსოფლიოში პოპულარობით არ სარგებლობს, ვერ დაასახელებთ ქვეყანას, სადაც მოსახლეობას სტატისტიკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოსწონდეს და აკმაყოფილებდეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით თავს ვიმართლებთ. მე თვითონ წინანდელ მონაცემებს ეჭვის თვალით და კრიტიკით ვუყურებდი. ამ სამსახურში ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ჩვენც ვაღიარებთ, რომ ამ კუთხით პრობლემები არის. კონკრეტულად რაშიც გვადანაშაულებდნენ ამ ბოლო დროს, უმუშევრობასთან და საარსებო მინიმუმთან იყო დაკავშირებული. არასამთავრობო სტრუქტურები, რომლებიც ითვლიან და თავის მონაცემებს აქვეყნებენ, შემდეგ ამბობენ, რომ სტატისტიკის სამსახური ტყუის, მაგრამ იქნებ პირიქით დავაყენოთ საკითხი? იქნებ, თვითონ ტყუიან და ჩვენი შედეგები მართებულია? ჩვენ გვეუბნებიან, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი 65% არის და თქვენ რატომ აქვეყნებთ 16%. გააჩნია, მათ როგორ დაითვალეს, თუ თვითდასაქმებულები არ ჩათვალეს დასაქმებულად და უმუშევრად ჩათვალეს, მაშინ 65% კი არა 70% გამოვა უმუშევრობა. ჩვენ თვითდასაქმებულებს უმუშევრად არ ვთვლით, რადგან ადამიანი, რომელიც არის რეპეტიტორი, კერძოდ, ბავშვებს ამზადებს, ან ადამიანი, რომელიც სახლში ზის და საქმიანობას ეწევა, ან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია, მიწაზე მუშაობს, მოსავალს ყიდის და შემოსავალი აქვს, ის დასაქმებულია. შეიძლება მისი მდგომარეობა სოციალურად მძიმეა, მაგრამ იმ საერთაშორისო მეთოდოლოგიით, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, დასაქმებულად ითვლებიან. თუნდაც ისინი, ვინც ელიავას ბაზრობაზე დგანან და სხვადასხვა სამუშაოს ასრულებენ. ჩვენი გამოკითხვით, თუ ადამიანს ერთი კვირის განმავლობაში სამუშაო შესრულებული აქვს და შემოსავალი მიიღო, ის დასაქმებულად ითვლება. აუცილებელი არ არის, რომ მხოლოდ ის ადამიანი ჩავთვალოთ დასაქმებულად, ვისაც გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და დაქირავებულად მუშაობდეს. დათვლების შედეგების სხვაობა სხვადასხვა მსოფლმხედველობის გამო არის. ყველა თავისი მეთოდოლოგიით აკეთებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველაფერს იდეალურად ვითვლით. სტატისტიკურ მონაცემებს ცდომილება ყოველთვის აქვს. მითუმეტეს, ჩვენ 2002 წლის აღწერითი ბაზა გვაქვს და ჩვენს კვლევებში 2002 წლის მონაცემებს ვიყენებთ. ამიტომ სანამ ახალი აღწერა არ გვექნება, ჩვენ მონაცემებში მანამდე შეიძლება ცდომილებები იყოს. ამას ყოველთვის ღიად ვამბობთ და არასდროს ვუარყოფთ.

- საზოგადოებში "საქსტატის" მიმართ უნდობლობის მიზეზი მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შემადგენლობაც ხომ არ შეიძლება იყოს? სადაც ეროვნულ ბანკს, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს და ისინი შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ, რომ მათთვის სასარგებლო შედეგები გამოქვეყნდეს?

- საბჭოს შემადგენლობის მიმართ შეიძლება პრეტენზია არსებობდეს, ან ვინმესთვის ინსტიტუციური მიდგომა იყოს მიუღებელი. სტატისტიკის სამსახური დამოუკიდებელი გახდა და იმისთვის, რომ ეფექტურად იმუშაოს 8 კაციანი საბჭო შეიქმნა, რომელიც კოლეგიალურია. ამ 8 კაციდან ვერც ერთი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებს. აქ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ის ორგანიზაციებია, რომელთაც ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნებაში ჩვენს მსგავსად პასუხისმგებლობა აქვთ. მათ კანონით ჩვენთან თანამშრომლობა ევალებათ. ოფიციალურ სტატისტიკას მარტო ჩვენი სამსახური ვერ აწარმოებს. მთლიან შიდა პროდუქტს ჩვენ ვერ დავითვლით, თუ არ მივიღეთ მონაცემები ეროვნული ბანკიდან, ფინანსთა სამინისტროდან. ეს ორგანიზაციები ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და სწორედ აქედან გამომდინარე, მათი წარმომადგენლები საბჭოში არიან, რათა კოორდინირებულად ვიმუშაოთ და არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანმა უკარნახოს `საქსტატს~, თუ რა ციფრები გამოაქვეყნოს. ნებისმიერ მსურველ, თუ გნებავთ, ოქმებსაც ვანახებთ და დარწმუნდებით, რომ ჩვენ არ ჩავრეულვართ მონაცემებში.

- "საქსტატში", ჯერჯერობით რაც ჩანს, რადიკალური ცვლილებები არ გატარებულა. რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, რითი იქნება განსხვავებული დამოუკიდებელი "საქსტატი?"

- 3 თვეში ჩვენ ყველაფერს ვერ შევცვლით. გავამარტივეთ ვებ გვერდი. ინფორმაციის მიღება არის უფრო მარტივი, მომხმარებელს ნებისმიერი ინფორმაციის აღება შეუძლია. ვატარებთ შიდა მონიტორინგს, რომელიც აქტიურად ამოწმებს, თუ რამდენად კარგად მუშაობენ ჩვენი ინტერვიუერები. თუკი დარღვევა გამოვლინდება, შრომით ხელშეკრულებას ვწყვეტთ ჩვენს თანამშრომლებთან. მსოფლიო ბანკთან ერთან უკვე შეთანხმებული ვართ და ვიწყებთ 280 ათასიან პროექტს. ჩამოგვყავს მსოფლიოს პირველი სტატისტიკოსი , რომელიც ამერიკის მთავარი სტატისტიკოსი იყო და შემდეგ იყო გაეროს სტატისტიკის კომისიის თავმჯდომარე. ამ ადამიანმა თავიდან ბოლომდე უნდა შეისწავლოს ჩვენი სისტემა და მეთოდოლოგია თავის ექსპერტებთან ერთად. გარდა ამისა, გაეროსთან ერთად შიდა მეურნეობის კვლევის გაგრძელებაზე ვმუშაობთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად ფასების სტატისტიკის ტექნიკურ მისიას ველოდებით. იმდენად რთულია ეს მეთოდოლოგია, რომ 3-4 თვეში ყველაფერს ვერ გავაკეთებთ. ჩვენი მეთოდოლოგია ისეთია, როგორიც მსოფლიოში. რასაც ჩვენ, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, მცირედი ცვლილებებით ვაკეთებთ. არ მესმის, ასე მოკლე დროში, ჩვენგან რის გაკეთებას ელოდებიან.

ნებისმიერი მსურველი შეიძლება მოვიდეს ჩვენთან და სასურველი ინფორმაცია მიიღოს. ვთანამშრომლობთ აქტიურად ბიზნეს ასოციაციასთან და დარგობრივ ასოციაციებთან, რომელთაც ვთავაზობთ ჩვენს მომსახურებას და თანამშრომლობას. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით პროექტი უკვე შეთანხმებული გვაქვს – გვინდა საინფორმაციო მედიაცენტრის გაკეთება, სადაც მთლიანად ჩვენი მონაცემები გვექნება გამოტანილი და ყველას ექნება საშუალება სასურველი ინფორმაცია გაიგოს. ასევე ვგეგმავთ ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას, მაგრამ ასე უცებ ეს ყველაფერი შეუძლებელია.
როცა საზოგადოება და ბიზნესი გვადანაშაულებს, მე ვთხოვდი მათ, რომ თავადაც ითანამშრომლონ ჩვენთან. არის შემთხვევები, რომ ჩვენს თანამშრომლებს არ უშვებენ მაღაზიებში, ეუბნებიან, თქვენ აქ არაფერი არ გესაქმებათ. ამიტომ ჩვენთვისაც რთულია დავითვალოთ მონაცემები. თუ ოჯახებმა რეალური ინფორმაცია არ მოგვაწოდეს და დაგვიმალეს ინფორმაცია, ჩვენი მონაცემებიც, ბუნებრივია, სანდო არ იქნება. 7 ათას ოჯახს ვიკვლევთ. სულ საქართველოში 160 ათასზე მეტი ოჯახია. იქ 15%- მა რომ შეცდომაში შეგვიყვანოს, უკვე დარღვეულია სიზუსტე. ჩვენ დღეს ყველაფერს არსებული მონაცემებით ვითვლით და თუ ცდომილებები არის, არა მგონია, სიმართლისგან ძალიან შორს იყოს.
ესაუბრა ადა ექიზაშვილი



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48