განჯადოებული სირობა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : განჯადოებული სირობა
ნანახია: 965

გრიგოლ რობაქიძე წერს - შვილი აწყვეტაა, ასხლეტაა, უფსკრულისკენ გაქანებაა, მამა აზღუდია, შეკავებაა, ზომიერებისკენ და გონიერებისკენ მოწოდება და მოთოკვაა. ეს მარადიული სიშმაგე სისხლის ჩუხჩუხის და სიბრძნის ძველია, როგორც ადამის მოდგმა.
რაც ამ ქვეყანას სჭირს, ამ მარადიულ თემასაც სცილდება და ყველანაირი გონივრულობის საზღვრებსაც.
საზოგადოების ერთ ნაწილს არასდროს გაუჭირდება სიახლის, ადამიანის უფლებების, თვითგამოხატვის მომიზეზებით საზოგადოებაში ამა თუ იმ მიღებული ნორმების დანგრევის აუცილებლობის დასაბუთება. გასული საუკუნის ათიან-ოციან წლებში ქართველებს შორის ასეთი მოდური კლასთა ბრძოლის თეორია და მაგალითად ოჯახის, როგორც ინსტიტუტის, გაქრობის იდეა იყო. საკმაოდ დიდი რაოდენობა მაშინდელი ქართველების მოითხოვდა ბავშვთა საზოგადოებრივ აღზრდაზე გადასვლას, ქორწინების ოფიციალური რეგისტრაციის ლიკვიდაციას, მრავალცოლიანობის შემოღებას და ასე შემდეგ...
დღეს სხვა სიტუაციაა. ნუდისტური საზოგადოებები საქართველოში ჯერ-ჯერობით სუსტია და საზოგადოებას ქუჩასა და სამსახურში შიშველი, ტანსაცმლის გარეშე სიარულისკენ არავინ მოუწოდებს, მაგრამ გახშირდა სულიერი ექსჰიბიციონიზმის ფაქტები და ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ახალგაზრდა კაცის, ერეკლე დეისაძის "საიდუმლო სირობა". თავისთავად, ესეც ერთი კაცის შემოქმედებით ახირებად ჩაითვლებოდა, რომ არა გამომცემლობა, სადაც ის დაისტამბა. ესაა "ბაკურ სულაკაურის საგამომცემლო სახლი", სოლიდური გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის შესანაშნავი წინაპარი პოეტი არჩილ სულაკაური თბილისის წარსულის კინტოსთან გაიგივებაზე და "კინტოური ცნობიერების" აღზევებაზე წუხდა, მისი შთამომავალი სირობაზე "შედევრებს" ბეჭდავს!
O, TEMPORA, O, MORES!
ვახ, დრონი, დრონი...
არაფერია მეთქი, ერეკლე დეისაძის ანცობა. მაგრამ, როცა ილიას უნივერსიტეტი (ილია ჭავჭავაძისა, კაცო, წმინდანად შერაცხულის, ერის მამის, ფერფლიდან საქართველოს ფენიქსებრ აღმდგენის) ამ "დიდებულ ქმნილებას" პრეზენტაციას უწყობს, აქ არა მარტო ამ უნივერსიტეტში, არამედ მთელ ქვეყანაში, ხალხს "რამსები" აქვს არეული.
გამოხატვის თავისუფლების ქომაგებს "ახალგაზრდა მართლმადიდებლები" დაეტაკნენ. ინტერნეტში ნანახმა მათმა ფოტოებმა შემაშფოთა. აშკარად გასამხედროებული პეიზაჟია. ემბლემა - ორთავიანი არწივი, არცთუ ქართული. რა ხდება? კიდევ ვინ აფათურებს ხელებს ამ საცოდავი ქვეყნის სულში, ვუნ საიდან უტევს, ვინ ქმნის ამ უკიდურესობებს. იმიტომ ხომ არა, რომ გონივრული განსჯის, დიალოგის, დისკუსიის ნაცვლად, ერთმანეთს "რეაქციონერი მართლმადიდებლები" და "სატანისტი" მედასავლეთეები სამკვდრო-საციცოხლოდ დაუპირისპირდნენ? დასარისხებელია განგაშის ზარი და დასაწყებია საზოგადოებრივი დიალოგი. ეს იდიოტზმი ახლავე, დასაწყისშივე უნდა აღიკვეთოს. ჩვენ გერმანიაში არ ვცხოვრობთ, სადაც, ყოველ დღესასწაულზე ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევენ ნეონაცისტები და ანტიფაშისტები. სულ ყალბი და უსაფუძვლო იყო რამდენიმე მომიტინგის ხელში ლოზუნგი - "ძირს ფაშიზმი". საქართველოში ფაშიზმი არ არსებობს. გადაჭარბებული იყო "ახალგაზრდა მართლმადიდებლების" მუშტების ქნევა და შეძახილები - "ძირს სატანისტები". ქართულ საზოგადოებაში და მით უმეტეს, ილიას უნივერსიტეტში სატანისტები არ არიან. ასეც რომ იყოს, პატარა ერის დაგლეჯა-დანაკუწება ფაშისტებად, ანტიფაშისტებად, პატრულად და ოპოზიციად, პრორუსებად და პროთურქებად, მერე მათ შორის თავ-პირის მტვრევა ქართული საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამ და სხვა მსგავს რეციდივებზე მე პასუხისმგებლობას მთლიანად მთავრობას ვაკისრებ.
მე წილად მხვდა ბედნიერება სხვა ადამიანებთან ერთად მემუშავა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის, "კონკორდატის" საკითხებზე. ყველაფერი, ღვთის მადლით, კონსტიტუციაში არის დაფიქსირებული და კანონებში ასახული. ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან. ამავე დროს, დაფიქსირებულია ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიული და განსაკუთრებული როლი ქართველი ერის, საქართველოს ისტორიაში. სხვა ყველაფერი აქედან გამომდინარეობს. ილიას უნივერსიტეტის რექტორატს კანონიერი უფლება აქვს უარი უთხრას სტუდენტთა ჯგუფს სასწავლო კორპუსში, რომელიც სახელმწიფო საგანმანათლებო დაწესებულებას ეკუთვნის, მართლმადიდებლური სამლოცველოს გახსნაზე, ხოლო საზოგადოებას აქვს უფლება პასუხი აგებინოს ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ქვეყნის მართლმადიდებელი მოქალაქეების რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელი წიგნის პრეზენტაციისა და პოპულარიზაციისთვის. ასეთ ანბანურ ჭეშმარიტებებზე დავა მოცდენად არ ღირს. ნურც ადამიანის უფლებათა ფარისეველი დამცველები მოცდებიან რეალურ საქმეებს. დიახაც, ყველა რელიგიურ თემს აქვს უფლება ჩვენს ქვეყანაში იურიდიულად არსებობდეს, მათ შორის, იეღოველებსაც, მაგრამ მა თარა აქვთ უფლება თავიანთი დიდი ფინანსური რესურსების მეშვეობით მართლმადიდებლური მრევლის მოსყიდვა-გადაბირებაზე მუშაობდნენ.
ანბანურია ეს ჭეშმარიტებები.
ერეკლე დეისაძის "საიდუმლო სირობაზე" სახიფათო მე გიგი თევზაძის "განჯადოება" მგონია, რადგან, როგორც კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებს, - სწავლულთა და მეცნიერ კაცთა შეცოდებები უფრო მიუტევებელ არიან, ვიდრე უსწავლელთა და უმეცართა. გიგი თევზაძე ქართული საზოგადოების გარდაუვალ განჯადოებად რელიგიასა და სასწაულებზე ორიენტირებული მსოფლმხედველობიდან რაციონალიზმზე ორიენტირებულ მსოფლმხედველობაზე გადასვლას მიიჩნევს.
დიდებულო ადამიანო! თუ ებრაელები, ბრიტანელები, ბერძნები, პოლონელები, ლიტველები, თურქები და სომხები რელიგიით და მითებით ცხოვრობენ, რაღა ჩვენ გადავასწროთ რაციონალიზმში, ვიტალიზმში, კონფორმიზმსა და მოუსავლეთში ამ ტკბილ და გონიერ ხალხებს?! თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა დაწყებული "ამერიკული ოცნებიდან" და ცოცხალი ამერიკული მითებიდან, დამთავრებული ძირძველი კულტურულ-ისტორიული და რელიგიურ-მითური ფესვებით ძლიერ იაპონიამდე. ჩვენი განჯადოება კი რეალურად აღმოჩნდა "საიდუმლო სირობა".
დასასრულს, ამ კონკრეტული წერილის დასასრულს, კიდევ ერთხელ არ დავეთანხმები იმათ, ვინც გვირჩევს არ წავიკითხოთ ერეკლე დეისაძის "საიდუმლო სირობა", მათ შორის, მომიტევონ და სასულიერო პირებსაც, რადგან მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა წავიკითხოთ და შევაფასოთ. და გთავაზობთ სამ ამონარიდს ერეკლე დეისაძის "შედევრიდან". წინასწარ ბოდიშს ვუხდი დედაჩემის ხსოვნას და საზოგადოებას ამ ციტატების მოტანის გამო.

"ო, როგორ მძულხარ, დედა! შენ ერთხელაც არ გაგიმართლებია ჩემი იმედები. არაერთხელ მიფიქრია მშობლების ჩაძაღლებაზე. მე ვწოვდი ძუძუს, რომელიც, შესაძლოა, სექსუალური აქტის დროს, მამაჩემს ედო პირში"

"ღმერთი მარკეტინგულად შეფუთული წმინდა სახის პროდუქტია. მისით იმართება მასა, რომლის ცნობიერება სავსეა ნალექით. დღეს სნობიზმით გაჟღენთილი საზოგადოება მზადაა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლოს გაუცნობიერებელი პროდუქტის გადასარჩენად. ერესი ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გონებრივი ერექცია განვიცადოთ".

"დედამ სამოც წელს რომ მიაღწია, უმაქნის ხორცის მასად იქცა. გადავწყვიტე, მოხუცებულთა თავშესაფარში ჩამებარებინა. ერთხელაც არ მიგრძვნია სინდისის ქენჯნა. პანსიონატშიც მისამართი არასწორად მივუთითე, რომ დედის გარდაცვალებას, ადრე თუ გვიან, პრობლემები არ შეექმნა".

ღმერთო, შენ შეგვიწყალე!

ვაჟა ბერიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48