როგორ მოახერხა ორმა, გაკოტრებულმა ტელეკომპანიამ "ედისონ რისერჩის" მოწვევა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : როგორ მოახერხა ორმა, გაკოტრებულმა ტელეკომპანიამ "ედისონ რისერჩის" მოწვევა
ნანახია: 386

საინტერესოა, როგორ მოახერხა ორმა, ფაქტობრივად, გაკოტრებულმა ტელეკომპანიამ "ედისონ რისერჩის" მოწვევა

ამერიკაში ყველაზე ცნობილი კომპანია "ედისონ რისერჩი" 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება და ეგზიტპოლებს გამოაქვეყნებს. ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია საქართველოში "რუსთავი 2"-ისა და "ტელეიმედის" მოწვევით ჩამოვიდა. "ედისონ რისერჩი" ერთადერთი კვლევითი ცენტრია, რომელიც უბნებზე ამომრჩეველთა გამოკითხვას მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს.
არჩევნებში ამ ორგანიზაციის მომსახურებით მუდმივად სარგებლობენ ისეთი გავლენიანი და რეიტინგული მედიასაშუალებები, როგორიც არის CNN, ABC, CBS, FOX NEWS და სხვები. სწორედ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა კვლევა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს კომპანია ანალოგიურ საქმიანობას ეწევა ევროპასა და აზიის ბევრ ქვეყანაში.
საინტერესოა, სად იშოვა ამ ორმა, ფაქტობრივად, გაკოტრებულმა ტელეკომპანიამ "რუსთავი 2-მა" და "იმედმა" სოლიდური თანხები საკმაოდ ძვირადღირებული ამერიკული კომპანიის დასაქირავებლად, ან ვინ აძლევთ მათ ამ ფულს?
პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელმაც რეგიონალ ტელევიზიებს და ხელისუფლების მიერ მართვად ტელეკომპანიებს 35 მილიონი ლარის ოდენობის დავალიანება უნდა ჩამოაწეროს. 30 მილიონი "ნაციონალურ" ტელევიზიებზე მოდის. აქედან, სავარაუდოა, რომ ლომის წილი "იმედსა" და "რუსთავი2"-ზე მოდის.
ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთი "ბანკები და ფინანსებ" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ძიძიგურს დაუკავშირდა:
"ჩვენ ეს კომპანია უბრალოდ ჩამოვიყვანეთ, ამ კვლევას ტექნიკურად და ყველანაირად თავად კომპანია ასრულებს. "ედისონ რისერჩს" ჩვენ 2 კომპანია ვაფინანსებთ საკუთარი სახსრებით, რაც სარეკლამო შემოსავლებით მოვიძიეთ, მიუხედავად იმისა, რომ დავალიანება გვაქვს, ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ხელს არ უშლის დავალიანება. "ედისონ რისერჩს" კერძო კომპანია და არასაჯარო პირია, ამიტომ თანხის რაოდენობა საჯარო არ არის".
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ტელეკომპანია "იმედსაც" დაუკავშირდა, თუმცა ჩვენს კითხვებზე, მრავალჯერადი დარეკვისა და მცდელობის მიუხედავად, პასუხი მაინც ვერ მივიღეთ.
გაზეთ "ბანკები და ფინანსებთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე აცხადებს: მთავრობა ლოგიკურად მიიჩნევს, რომ ფაქტობრივად, გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას დამაჯერებელი არგუმენტები სჭირდება. ამიტომ, ხელისუფლებამ მოახერხა თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლების გასაკეთებლად საკმაოდ ავტორიტეტული ამერიკული კომპანიის - "ედისონ რისერჩის" მოწვევა. რახან ხელისუფლება და მმართველი პარტია იდენტური ცნებებია, ჩანს, ამ ამოცანის ტექნიკურად შესრულება მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ ტელეკომპანიებს "იმედს" და "რუსთავი-2"-ს დაეკისრათ".
პოლიტოლოგის შეფასებით, საინტერესოა კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი, თუ რომელი ქართული სოციოლოგიური კომპანია განახორციელებს მონიტორინგს უშუალოდ უბნებზე. "ჩვენი სოციოლოგიური კომპანიების უმეტესობა ხომ ხელისუფლების მიერ მართვადია. ამდენად, საინტრესოა ისიც, თუ ვინ დაიქირავებს იმ 1200 ადამიანს, რომელთაც უნდა აწარმოონ დაკვირვება და ინტერვიუების აღება უბნებზე. ცხადია, ამჯერად ბატონ გია ნოდიას მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით მთავრობა ფონს ვერ გავა. მაგრამ თუ მას არჩევნების ლეგიტიმურობის ხარისხის ამაღლება და "დასავლეთის" წინაშე თავის გამართლება სურს, რეალურ ოპოზიციურ ძალას უნდა მიანდოს ეგზიტპოლების ჩამტარებელი კომპანიის შერჩევა და მოწვევა, ფული კი საამისოდ ბიუჯეტიდან გამჭვირვალედ უნდა გამოიყოს", – დასძენს ვაჟა ბერიძე.

ეგზიტპოლი თბილისში 75 უბანზე ჩატარდება, თუმცა, საუბარია იმაზეც, რომ ეგზიტპოლი საქართველოს ყველა უბანზე ჩატარდეს.
თითოეულ უბანზე 100 ადამიანი გამოიკითხება, თბილისის მასშტაბით დაგეგმილია 7500 ადამიანის გამოკითხვა. გამოკითხვა კი კონფიდენციალური იქნება.
ეგზიტპოლის შედეგებს ტელეკომპანიების "რუსთავი-2"-ისა და "იმედის" ეთერით საზოგადოება 30 მაისის 20 საათის შემდეგ შეიტყობს. მონაცემებში ასახული იქნება როგორც მერობის კანდიდატების, ისე პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, კლასიფიცირებული დემოგრაფიული და გეოგრაფიული კრიტერიუმებით. არჩევნების შედეგებთან ეგზიტპოლის შედეგების სავარაუდო ცდომილებას "ედისონ რისერჩის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ლენსკი პლუს-მინუს 2 %-ის ფარგლებში განსაზღვრავს.

ადა ექიზაშვილი




 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48