ნანახია: 1015
დღესდღეობით, ტელეფონების ბაზარზე დიდი არჩევანია და მომხმარებელს ნამდვილად შეუძლია სასურველი მოდელის არჩევა. კონკურენცია მძაფრია და არაერთი ცნობილი ბრენდი მუშაობს ახალი, რაც შეიძლება ინოვაციური, მოდელების შექმნაზე, რათა კიდევ უფრო გაზარდოს კლიენტთა რაოდენობა. ამჟამად გაყიდვების ლიდერი ამერიკული კორპორაცია APPLE-ია. ამ უკანასკნელმა, მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე წლის სამ თვეში 3,07 მილიარდის მოგება ნახა და თავისი გაყიდვები 90%-ით გაზარდა. ამერიკაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ ამერიკელთა უმრავლესობა იპონ-ს ყიდულობს და მსოფლიოში ამ წელს 8,75 მილიონი იპონ გაიყიდა. მოცემულმა გარემოებამ ამერიკულ ბაზარზე სხვა კომპანიათა მობილურების გაქრობის საფრთხე წარმოშვა. პირველად ისტორიაში, კორპორაცია APPLE-მა აშშ-ს ბაზარზე მობილურების გაყიდვით ფინურ კომპანია ნოკია-ს გაუსწრო. მესამე კვარტალში სმარტფონების ბაზარზე ნოკია-ს წილმა 6%-ით დაიკლო, სამ თვეში მსოფლიოში 16,4 მილიონი სმარტფონი გაყიდა და მის ისტორიაში პირველად წაგების შესახებ განაცხადა. საინფორმაციო ომიც დაიწყო, ნოკია-მ აშშ-ს საერთაშორისო ვაჭრობის კომისიაში სარჩელი შეიტანა მობილური ტელეფონების წარმოებისას APPLE-ს მიერ პატენტების დარღვევის შესახებ. ოქტომბერში ფინურმა კომპანიამ საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც ამტკიცებდა, რომ მისი კუთვნილი ათი პატენტი აპპლე-მა იპონ-ის წარმოებისათვის უკანონოდ გამოიყენა. დეკემბერში კი თვით აპპლე-მ შეიტანა სარჩელი ნოკია-ს წინააღმდეგ, სადაც ის ამ უკანასკნელს თავისი ცამეტი პატენტის გამოყენებაში ადანაშაულებდა. აპპლე-ის პროდუქცია სულ რამდენიმე წელია რაც საქართველოში შემოვიდა. ამ უკანასკნელის პროდუქცია ძვირი სიამოვნებაა და, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, კლიენტურაც შედარებით მცირერიცხოვანია. მაგრამ აპპლე-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათი პროდუქციის გაყიდვების რიცხვმა საქართველოშიც მოიმატა. აქ გაყიდვების ლიდერის სტატუსს კომპანია ნოკია ინარჩუნებს. თბილისში არსებული მობილურების ყველა მაღაზია ყველაზე ხშირად "ნოკიას" პროდუქციას ყიდის. შემდეგ მოდის უკვე სონნყ ერიცსსონ და სამსუნგ. სულ რაღაც ერთი წელია, რაც ქვეყანაში ცნობილი ბრენდების პროდუქციის ჩინური პატენტების გაყიდვა დაიწყო და მომგებიან ბიზნესადაც იქცა. მაღაზიებში ერთხმად ადასტურებენ, რომ დღეს ტელეფონების ჩინური პატენტები უფრო გაყიდვადია, ვიდრე ორიგინალები. რა თქმა უნდა, ხარისხში დიდი სხვაობაა, მაგრამ მსგავსი პროდუქციის დაბალი ფასები საქართველოში არსებულ სოციალურ ფონს უკეთესად "ერგება". საქართველოში გაყიდვების მხრივ ლიდერი "ნოკიაა". აპპლე-სგან განსხვავებით, "ნოკიას" ტელეფონებზე არსებული ფასები ქართველი მომხმარებლებისთვის გაცილებით მისაღებია, არჩევანიც დიდია. "ნოკიას" ფინანსური მენეჯერის ინფორმაციით, კომპანიას საქართველოს ბაზრის დაახლოებით 45% უჭირავს. მიუხედავად ამისა, საქართველოში "ჩავარდნა" ფინურ კომპანიასაც ჰქონდა. 2008 წლის შემდეგ გაყიდვების მაჩვენებლის მკვეთრი დაცემა დაფიქსირდა. ომის შემდგომ დროინდელ დეპრესიას ეკონომიკური კრიზისიც დაემატა, უამრავი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან, ამიტომ, ბუნებრივია, გაყიდვებმა იკლო. "ნოკიას" წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია ბანკების მიერ განვადებების შეჩერებამაც დააზარალა. რადგან, გაყიდვების 30% განვადებებზე მოდიოდა. მაგრამ 2010 წლამდე კომპანია გაყიდვების მკვეთრ გააქტიურებას ვარაუდობს. საქართველოში მობილური ტელეფონების შეძენა ყველგანაა შესაძლებელი. განსაკუთრებით დედაქალაქში, სადაც უამრავი ასეთი მაღაზიაა თავმოყრილი. გაურკვევლობას იწვევს ის ფაქტი, რომ ხშირად სხვადასხვა მაღაზიების ფასებს შორის მკვეთრი სხვაობაა. მოცემულ სიტუაციაში მომხმარებელი იბნევა და არ იცის, იხდის თუ არა ადეკვატურ ფასს არჩეულ მოდელში.
ყველასთვის ნაცნობია სავაჭრო სახლ "გოლეთიანის" რეკლამა, სადაც გვეუბნებიან, რომ თუ გვინდა თავი დავიცვათ უხარისხო პროდუქციისგან, მხოლოდ და მხოლოდ "გოლეთიანის" დამცავი ჰოლოგრამის მქონე ტელეფონები უნდა შევიძინოთ. არადა, "ნოკიას" ცენტრებში პროდუქცია 20-30 ლარით ძვირი ღირს, ვიდრე, მაგალითად, სავაჭრო ცენტრ "კიდობანის" მაღაზიებში. საინტერესოა, არის თუ არა ხარისხში რაიმე სხვაობა რეალურად. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ნოკია-ს ცენტრის ფინანსურ მენეჯერს გავესაუბრეთ, რომლის განცხადებითაც, მათი ცენტრებში გარანტირებული ხარისხი და საუკეთესო გარანტიის პირობებია. მისი ინფორმაციით, "ნოკიას" ქარხნები აქვს როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებში: რუმინეთში, გერმანიაში, ფინეთში, კორეასა თუ ჩინეთში. ხდება მოდელების სეგმენტაცია, გარკვეულ აპარატს მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებში ამზადებენ. მაგრამ, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს ხარისხზე არ აისახება და ყველა ქარხანაში უმაღლესი ხარისხია შენარჩუნებული. ასევე, კომპანიაში თითოეული პროდუქტი უმაღლეს დონეზე გადის ხარისხის კონტროლს. რაც შეეხება ორიგინალი ტელეფონებს, "ნოკიას" წარმომადგენელი ამბობს, რომ არსებობს ბაზარზე ოფიციალურად შემოტანილი ორიგინალი ტელეფონი და არსებობს ე.წ. "რუხი ტელეფონი". ეს უკანასკნელი მარკეტინგული ტერმინია და ბაზარზე არაოფიციალურად შემოტანილ ტელეფონს გულისხმობს. მისი განცხადებით კი "გოლეთიანის" ჰოლოგრამის მქონე ტელეფონები საქართველოსთვისაა განკუთვნილი და, შესაბამისად, ქართული მენიუც მოჰყვება. სავაჭრო ცენტრ "კიდობანში" არსებული მაღაზიების მფლობელები კი ამბობენ, რომ არანაირი განსხვავება მათ პროდუქციასა და ოფიციალური "ნოკიას" პროდუქციას შორის არ არის. "უბრალოდ გოლეთიანმა შექმნა თავისი სახელობის ჰოლოგრამა, იყიდა სარეკლამო დრო და ცდილობს თავისი პროდუქციის უკეთესად გასაღებას",- ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე.
მათივე ინფორმაციით, ყველა ქვეყნიდან პროდუქცია იგზავნება დუბაიში, და შემდგომ საქართველოში, ამიტომაც არანაირი სხვაობა და "რუხი ტელეფონი" არ არსებობს. რაც შეეხება ქართულ მენიუს, ყველა მაღაზიის გამყიდველმა დაადასტურა, რომ "ნოკიას" ქარხნებისგან მათ ოფიციალურად აქვთ შეძენილი პროგრამა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მომხმარებელს, სურვილისამებრ, ჩაუწერენ შესაბამის მენიუს. მაღაზიათა ქსელი თელეფონ-ი "სამსუნგის" ოფიციალური დისტრიბუტორია და მათ პროდუქციაზე ფასებიც შედარებით მაღალია. მაღაზიათა ქსელში ამბობენ, რომ მათ პროდუქცია არა დუბაიდან, არამედ რუსეთიდან შემოაქვთ და ამიტომაც ხარისხში სხვაობაა. მაგრამ, სხვა მაღაზიების ინფორმაციით, რუსეთშიც დუბაიდან შედის ტელეფონები და, შესაბამისად, მათი და თელეფონ-ის პროდუქცია აბსოლიტურად ერთი და იგივეა. ასეთივე ვითარებაა მაღაზიათა ქსელ "მობიში". ძნელი შესამჩნევი არაა, რომ ამ უკანასკნელში მობილურები, არაბრენდულ მაღაზიებთან შედარებით, ძვირია. `ჩვენთან სხვა ხარისხი და გარანტიის განსხვავებული პირობებია, ჩვენ გვაქვს "სუპერ მობი", რომელიც 6 თვის განმავლობაში ტელეფონის უფასო შეკეთებასა და ნაწილების გამოცვლას გულისხმობს",- გვეუბნებიან "მობიში".
როგორც ხედავთ, საქართველოში მობილურების ბაზარზე გარანტიის პირობები და მომსახურეობა სხვადასხვაგვარია. თავად მომხმარებლის გადასაწყვეტია მომსახურეობის როგორ პაკეტს აირჩევს და გამოუცხადებს თუ არა მეტ ნდობას ბრენდულ მაღაზიებს. ფასებს შორის სხვაობა, შესაძლებელია, გარანტიის უკეთესი პირობებითაც აიხსნას, მაგრამ ჯერ კიდევ გაუგებარია, რას გულისხმობენ საქართველოში, როდესაც ამბობენ - "ჩვენთან სხვა ხარისხია".
ლელა გოგოლაძე
|