სავალუტო ფონდმა მორიგი სესხი დაგვიმტკიცა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : სავალუტო ფონდმა მორიგი სესხი დაგვიმტკიცა
ნანახია: 519

საბანკო სექტორში მოგება და
ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა იზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის 149 მილიონი დოლარის მოცულობის სესხის გამოყოფას დათანხმდა. ამრიგად, საქართველომ საკმაოდ კრიზისულ ვითარებაში მორიგი ტრანში გაინაღდა. მთლიანად პროგრამა მილიარდ 114 მილიონ დოლარს შეადგენს და მისი გამოყოფა ეტაპობრივად, 2010-2011 წლებში მოხდება. ამასთან, ფონდი პროგრამის ფარგლებში პირობების გარკვეულ შემსუბუქებასაც დათანხმდა. კერძოდ, სავალუტო რეზერვებისა და საბიუჯეტო დეფიციტის ზედა ზღვარი მთავრობისთვის უფრო მისაღებ დონეზე დადგინდება. გერმანიის მთავრობა საქართველოს სესხის სახით 75 მილიონ ევროს, გრანტის სახით კი 25 მილიონ ევროს გამოუყოფს. სწორედ ამას ითვალისწინებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და საქართველოს მთავრობების ფინანსური თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირებაც პარლამენტში უახლოეს სხდომაზე იგეგმება. აღნიშნული დოკუმენტი შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან დაკავშირებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს, საქართველოს და შპს `ენერგოტრანსს~ შორის 2010 წლის 13 აპრილს გაფორმებული სასესხო და დაფინანსების ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენს. სავალუტო ფონდიდან და გერმანიის მთავრობიდან მორიგი ტრანშების მიღება ქვეყნის საგარეო ვალდებულებებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის და ამ ტენდენციის შეუქცევადობას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. საქართველოს საგარეო ვალი ერთი წლის განმავლობაში უკვე მთელი 25%-ით გაიზარდა და 2010 წლის 30 მარტის მდგომარეობით 3 მილიარდ 522 მილიონ დოლარს მიაღწია შარშანდელ ანალოგიურ პირობებში ეს მაჩვენებელი 2 მილიარდ 813 მილიონი დოლარი იყო. საგარეო ვალის ზრდას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. მათ შორისაა 2008 წლის დასაწყისში გამოშვებული ევროობლიგაციები და 2008 წლის ომის შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ქვეყნებიდან მიღებული ახალი კრედიტები. ამ ფაქტორების გამო უახლოეს წლებში ქვეყნის ბიუჯეტის სახარჯო ნაწილიდან საგარეო ვალების მომსახურებაზე სულ უფრო მეტი სახსრები უნდა მიიმართოს. შედარებისთვის, თუ დღეს ვალების მომსახურებას ბიუჯეტის 4% ხმარდება, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 14%-მდე გაიზრდება.

ბანკებმა მოგების გემო გაიხსენეს
საგარეო ვალებისგან განსხვავებით, მარტის ბოლოს პოზიტიური ნიშნით გამოირჩა საქართველოს საბანკო სექტორი. კერძოდ, მარტი ბანკებისთვის 2010 წელს პირველი მომგებიანი თვე აღმოჩნდა. კომერციული ბანკების საერთო მოგებამ მარტში 15 მილიონ 330 ათასი ლარი შეადგინა, თუმცა, მოგების პარალელურად საბანკო სექტორში იზრდება ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც. მარტში ვადაგადაცილებული სესხები კიდევ 5 ნახევარი მილიონი ლარით 217 მილიონ ლარამდე გაიზარდა. საბანკო სექტორში ინდიკატორ თვეებად აპრილს და მაისს მიიჩნევენ, როცა ქართულმა ბანკებმა და მთლიანად ეკონომიკამ არჩევნებისა და თანამდევი პოლიტიკური აქტივობების ფონზე საკუთარი მდგრადობა უნდა დაადასტურონ და გაამყარონ.

მთავრობამ სადაზღვევო კომპანიებს ქამრების შემოჭერა აიძულა
არჩევნებამდე გაცილებით ადრე გადააგორეს პრობლემა სადაზღვევო კომპანიებმა. მიმდინარე კვირას ერთხელ უკვე გამართული და შემდგომში გაუქმებული სახელმწიფო სადაზღვევო ტენდერი ხელმეორედ გაიმართა. პირველი ტენდერის შედეგები 8 აპრილს იმ მოტივით გაუქმდა, რომ სატენდერო კომისიამ სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეებს შორის ტენდერის მიმდინარეობისას კარტელური გარიგების ეჭვი გამოთქვა. 2 კვირის თავზე ტენდერი კვლავ გაიმართა, ოღონდ სულ სხვა ვითარებაში, ჯერ ერთი, პირველი სატენდერო კომისიის თავმჯდომარე მას არ ესწრებოდა, ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი, რომელმაც პირველი ტენდერის შედეგები ერთპიროვნულად გააუქმა, ვულკანის ამოფრქვევით გამოწვეული ავიაკოლაფსის გამო, საქართველოში არ იმყოფებოდა და რაც მთავარია, სადაზღვევო ვაუჩერის მაქსიმალური წლიური ღირებულება, რომელიც პირველი ტენდერის დროს 180 ლარს შეადგენდა, ამჯერად 36 ლარით, 144 ლარამდე შემცირდა. თუმცა, ამ შემცირებას ინტერესის კლება არ გამოუწვევია. მეტიც, მეორე ტენდერში სადზღვევო კომპანია "ქართუ"-მაც მიიღო მონაწილეობა, რომელიც პირველ ტენდერს არ გაკარებია. ტენდერში მონაწილეობა აღარ ისურვა სადაზღვევო კომპანიამ "ტაო". კომპანიაში აცხადებენ, რომ უარი სადაზღვევო ვაუჩერის ღირებულების შემცირების გამო თქვეს. შედეგად, მეორე ტენდერში საქართველოში მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან მონაწილეობა კვლავ ცხრამ მიიღო. მეორე ტენდერისას ძალაში დარჩა სადაზღვევო კომპანიებისთვის

"100 საავადმყოფოს" პროექტში მონაწილეობის ვალდებულებაც. სადაზღვევო ტენდერის შედეგები ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია. თუმცა, წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია, თბილისში უმწეოების, პედაგოგების, და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების დაზღვევის უფლება, წინა ტენდერის მსგავსად, ამჯერადაც ბაზარზე რამდენიმე თვის წინ შემოსულმა კომპანია "ალფამ" მოიპოვა, რომელიც ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" შვილობილია. "ალფა" შიდა ქართლის და გურიის მოსახლეობას დააზღვევს, კასპსა და ოზურგეთში კი კლინიკებსაც ააშენებს. სადაზღვევო კომპანიამ "ქართუ" ლოტი თავისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ საჩხერეში მოიგო და იქ 15 საწოლიან კლინიკასაც ააშენებს. სადაზღვევო კომპანია "ირაო"-მ ქვემო ქართლის 2 და იმერეთის 1 ლოტში გაიმარჯვა და ამ რეგიონებში 6 კლინიკას ააშენებს. კახეთის მოსახლეობის დაზღვევის უფლება "არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ" მიიღო. სამცხე-ჯავახეთის და აჭარის ლოტები "იმედია L"-მა და "ჯი პი აი ჰოლდინგმა" გაინაწილეს. სამეგრელოს ლოტი სადაზღვევო კომპანია "ვესტმა" მოიგო, ხოლო იმერეთის უმეტესი ნაწილი სადაზღვევო ბაზრის ლიდერმა "ალდაგი BCI"-მ. 19 აპრილის ტენდერის საბოლოო შედეგები ოფიციალურად მომავალ კვირას გამოქვეყნდება.

რევაზ საყევარიშვილი
რადიო "თავისუფლება"


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48