გამრიცხველიანების პროცესი 2017 წლამდე არ დასრულდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : გამრიცხველიანების პროცესი 2017 წლამდე არ დასრულდება
ნანახია: 407


რას უმალავდა ხელისუფლება მოსახლეობას 3 წლის განმავლობაში

რამდენიმე დღის წინ კვლავ აქტუალური გახდა თემა, მომხმარებელთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ამჯერად, მივიწყებული პრობლემა ქრისტიან-დემოკრატებმა წამოჭრეს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ლევან ვეფხვაძემ კოლექტიური მრიცხველების არსებობა მომხმარებელთა უფლებების დარღვევად მიიჩნია და პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის მისვლა მოითხოვა. მისი თქმით, მთავრობამ დღემდე ვერ მოაგვარა სოფლებში კოლექტიური მრიცხველების პრობლემა და მოსახლეობა ელექტროენერგიაზე იმაზე მეტ თანხას იხდის, ვიდრე მოიხმარა. გარდა ამისა, მისი თქმით, პრობლემას ქმნის ასევე ე.წ. გამანაწილებელი ადამიანი, რომელსაც ხელფასს თვითონ სოფელი უხდის, ნაცვლად იმისა, რომ ეს პრობლემა სახელმწიფომ მოაგვაროს.
ბუნებრივია, ეს მოთხოვნები მაშინვე მომავალი თვითმმართველობის არჩევნებს დააკავშირეს. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი მელაძემ ამ განცხადებას იმავე სხდომაზე უპასუხა და მას პოპულისტური უწოდა: "ქრისტიან-დემოკრატების ეს მოთხოვნა ისეთივე პოპულისტურია როგორც მათი მერობის კანდიდატის გიორგი ჭანტურიას წინასაარჩევნო დაპირებები. კარგად იცით, რომ გამრიცხველიანება 2013 წლამდე მოხდება". თუმცა, როგორც ლევან ვეფხვაძესთან საუბარში გავარკვიეთ, ისინი ამ საკითხს უკვე 7 თვეა აყენებენ და ეს პრობლემა დღეს არ წამოჭრილა, კომიტეტი კი მას გაურკვეველი მიზეზების გამო არ განიხილავს.

მოგვიანებით, მინისტრი ხეთაგურიც გამოეხმაურა ვეფხვაძის მოთხოვნებს: "თუ მეზობელი მეზობელს ფულს ართმევს, ამაში ხელისუფლება ვერ ჩაერევა. მოსახლეობას ქვითრები ინდივიდუალურად მისდის და შეუძლია ინდივიდუალურად გადაიხადოს. თუკი სოფლის მცხოვრებლებს ურჩევნიათ, რომ ელექტროენერგიის საფასური ვიღაცამ აკრიფოს და ამაში ფულს იხდიან, ეს მათი გადასაწყვეტია და ხელისუფლება მასში ვერ ჩაერევა". გაუგებარია, რომელ ინდივიდუალურ ქვითრებზე საუბრობს მინისტრი მაშინ, როდესაც რეგიონების მოსახლეობის 50 პროცენტი ჯერ კიდევ კოლექტიური მრიცხველების ჩვენების მიხედვით იხდის გადასახადს და ინდივიდუალური ქვითარი როგორ იარსებებს? ამ ფონზე კი მათ აუცილებლად სჭირდებათ ადამიანი, რომელმაც თანაბრად უნდა გადაანაწილოს ეს თანხა თითოეულ ოჯახზე და შემდეგ აკრიფოს ის. მართალია, ეს კომპეტენცია თავისი არსით ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს წარმოადგენს, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, პრივატიზაციის პროცესში მოხდა მათი კომერციალიზაცია (ამ შემთხვევაში ელექტრომომარაგება). შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა, ბუნებრივია, ვერ ჩაერევა კომერციული სტრუქტურის საქმიანობაში, რომელსაც სახელმწიფოსთან მიღებული აქვს გარიგება.

ამ დაპირისპირებამ კიდევ ერთი საკითხი წამოჭრა. როგორც ცნობილია, ელექტროენერგიას რეგიონების მოსახლეობას კომპანია "ენერგოპრო ჯორჯია" აწვდის. მან ტენდერი 2007 წელს მოიგო და აიღო გარკვეული ვალდებულებები მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით. ადრე ჩვენთან საუბარში "ენერგოპრო ჯორჯიას" პრესსამსახუში ამ ვალდებულებად მოსახლეობის 2013 წლამდე გამრიცხველიანებას მიიჩნევდნენ და არ საუბრობდნენ იმ ვადებზე, რომელიც მან ხელშეკრულებით აიღო. დღეს კი ლევან ვეფხვაძის მიერ გაჟღერებული იქნა ინფორმაცია, რომ კომპანიას ხელშეკრულებაში 2017 წელი ეწერა და არა 2013, ანუ ხელისუფლებამ ტენდერი მოაგებინა ენერგოკომპანიას, რომელმაც 10 წელი მიიჩნია საჭიროდ იმისთვის, რომ ინდივიდუალური მრიცხველები დაეყენებინა. "ჩვენი მოსახლეობა მოატყუეს. გეტყვით რატომაც - მხოლოდ 2010 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი, რომ ამ ხელშეკრულებით "ენერგოპრო" მთელი საქართველოს ინდივიდუალურ მრიცხველებზე გადაყვანა დაგეგმილი ჰქონდა 2017 წლამდე. ფაქტია, რომ ჩვენი მთავრობა ამას მთელი 3 წელი უმალავდა საკუთარ მოსახლეობას. ეს ცნობილი გახდა მხოლოდ მაშინ, როდესაც 2010 წლის გაზაფხულზე ანტიკრიზისული საბჭო ჩატარდა. ამას თვითონ ენერგეტიკის მინისტრიც არ უარყოფს. გარდა ამისა, "ენერგოპროსთან" დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა _ რა ფორმით მოხდა შემოსვლა? ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის კომპანია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მაშინ იყო ნოღაიდელი, საკონსულტაციო კომპანია "კონსალტინგ კომპანია", სწორედ მან შემოიყვანა "ენერგოპრო ჯორჯია" საქართველოში. ამით მან დიდი ფული გააკეთა და ეს პირდაპირ წავიდა მისი მოწილის, ნოღაიდელის ჯიბეში. ეს არის ქრთამი და მასზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს არამარტო მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, არამედ მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმაც, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრია, ასევე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, რომელიც ახლა ენერგეტიკის მინისტრია, რადგანაც მე არა მგონია, მათ არ სცოდნოდათ, რა გზებით მოხდა ტენდერში ამ კომპანიის გამარჯვება".

როგორც ხედავთ, "ენერგოპრო ჯორჯიას" ამ მომენტისთვის არანაირი სამართლებრივი ვალდებულება არ გააჩნია. თუ მას ხელშეკრულებაში ეწერა, რომ 2017 წლამდე უნდა მოახერხოს გამრიცხველიანება, რატომ უნდა ველოდოთ, რომ ამ ვადას 2013 წლამდე გადმოწევს? დღეისათვის დასაიმედებლად მხოლოდ მათი კეთილი ნება შეიძლება მივიჩნიოთ და უნდა ვენდოთ სიტყვაზე, რომ კომპანია გამრიცხველიანებას 2013 წლამდე დაასრულებს.

დაკო შონია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48