"თბილისის მეტრო" იყიდება?! » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "თბილისის მეტრო" იყიდება?!
ნანახია: 866

საზოგადოებაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აქტუალურ თემას კონტროლის პალატის მიერ საწარმოთა მართვის სააგენტოს აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევები წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ აუდიტის შედეგად "საწარმოთა მართვის სააგენტოს" დაქვემდებარებაში მყოფი 1426 საწარმოდან, სააგენტო 506 სახელმწიფო საწარმოზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა, 900 ან არ საქმიანობს, ან წელს ზარალით ასრულებს, მათი შენახვა კი სახელმწიფოს წელიწადში, სავარაუდოდ, 150 მლნ ლარი უჯდება. მომგებიანი კი მხოლოდ 320 საწარმოა. პრეზიდენტის ინიციატივით, ამ მხრივ, გარკვეული რეფორმების გატარება აუცილებელია, რომლის მიხედვითაც საწარმო, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მოგებას ვერ აჩვენებს, ან უნდა დაიხუროს, ან მისი პრივატიზება მოხდეს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ნახსენები დარღვევები კონტროლის პალატამ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აღმოაჩინა. მაგრამ ეს საკითხი ისეთი აქტუალური, როგორიც დღეს არის, თვით დარღვევათა აღმოჩენის პერიოდში არ ყოფილა. რაც, ბუნებრივია, საზოგადოებაში მრავალ კითხვას ბადებს. ერთის მხრივ, ამ ეტაპისთვის აღნიშნული საკითხის წინ წამოწევა და წამგებიანი საწარმოების ეტაპობრივი გამოვლენა, მოსახლეობაში გარკვეულ ფონს ქმნის. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ნამდვილად არ აწყობს ისეთი სტრატეგიული საწარმოების წამგებიანად გამოცხადება და გაყიდვა, რაც ამომრჩეველში პროტესტს გამოიწვევს. და მეორე მხრივ, ინვესტორებს დანატრებულმა მთავრობამ, ბიუჯეტში თანხის მოზიდვის მიზნით, შესაძლოა, ისეთი მნიშვნელოვანი საწარმოების პრივატიზებაც კი მოახდინოს, როგორიცაა "თბილისის მეტრო" და "თბილისის ავტობუსი".

"ბ&ფ" ეცადა გაერკვია, თუ რა მდგომარეობაა "თბილისის მეტროსა" და "თბილისის ავტობუსში", შეამოწმა თუ არა ისინი კონტროლის პალატამ, წამგებიანია თუ მომგებიანი და 2010 წლის საპრივატიზაციო ნუსხაში თუ არიან გაწერილნი. როგორც "თბილისის მეტროში" განგვიცხადეს: "კონტროლის პალატამ მეტრო ბოლოს 2006 წელს შეამოწმა, ამჟამად ჩვენი შემოწმება არ მომხდარა, ალბათ, იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდის წინ, ჩვენთან ცვლილებები მოხდა, აღარ ვართ ისეთი სახელმწიფო სტრუქტურა, როგორიცაა მაგალითად, სამინისტრო და ა.შ. გავხდით შპს, რომლის უშუალო მფლობელი არის თბილისის მერია". ამ ორი საწარმოს შემოწმების ფაქტს უარყოფენ კონტროლის პალატაშიც, - "თბილისის მეტრო და ავტობუსი რამდენიმე წელია ჩვენ აღარ შეგვიმოწმებია, მაგრამ თუ ისინი კერძო კომპანიები გახდნენ, მაშინ კონტროლის პალატა კონკრეტულად ამ საწარმოებს კი არ შეამოწმებს, არამედ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურს და ამ შემთხვევაში გავარკვევთ, როგორ აკონტროლებს იგი თავის დაქვემდებარებაში მყოფ საწარმოებს, როგორ იხარჯება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა და ა.შ. და რადგან ეს კომპანიები კერძოა, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად წამგებიანია ან მომგებიანია საწარმო, ამ ინფორმაციას თბილისის მერია უნდა ფლობდეს". თბილისის მერიაში კი განგვიმარტეს, "თბილისის მეტრო და ავტობუსი სუბსიდირებული საწარმოები არიან და როდესაც სუბსიდირებულია საწარმო, აქ წამგებიანზე და მომგებიანზე არაა საუბარი, რადგან იგი მომგებიანი არასდროს არის".

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, საწარმო, რომელიც სახელმწიფოსთვის მომგებიანი არ არის, მაშინ წამგებიანია და როგორც დავინახეთ, ხელისუფლება წამგებიანი საწარმოების შენახვას თავის თავზე აღარ იღებს და მათ გასხვისებას აპირებს. გამოდის, რომ წამგებიან საწარმოთა რიგებში "თბილისის მეტრო" და "ავტობუსიც" შედის, რაც აუცილებლად მათი პრივატიზების საბაბი გახდება. დღეისათვის კი, ეკონომიკის სამინისტროც და თბილისის მერიაც აცხადებს, რომ ეს ორი საწარმო პრივატიზაციის ნუსხაში არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კონტროლის პალატის მიერ გაკეთებულ განცხადებას "თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური ჯერ არ შეგვიმოწმებია, მაგრამ უახლოეს მომავალში შეიძლება შევამოწმოთ" და იმას, რომ წამგებიანი საწარმო აუცილებლად უნდა გაიყიდოს, "თბილისის მეტროსა" და "ავტობუსს" საპრივატიზაციო ნუსხაში უახლოეს მომავალში აღმოვაჩენთ და მათი გაყიდვის შემთხვევაში ინვესტორი, რა თქმა უნდა, წაგებაზე აღარ იმუშავებს და იმისთვის, რომ კომპანია მომგებიანი გახდეს, აუცილებლად გაძვირდება მგზავრობის ღირებულება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობა ხელფასის მეოთხედს მგზავრობაში ხარჯავს, ტრანსპორტის საფასურის გაძვირება კი უფრო მეტ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, რაც საზოგადოებაში ძალიან დიდ პროტესტს გამოიწვევს. ეს კი, წინასაარჩევნოდ, ხელისუფლების რეიტინგზე ნეგატიურად აისახება. თუმცა არჩევნების შემდეგ, როგორც არ უნდა აპროტესტოს მოსახლეობამ აღნიშნული საწარმოების გასხვისდება, სახელმწიფოსთვის წამგებიანი "თბილისის მეტრო" და "თბილისის ავტობუსი", ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, აუცილებლად გაიყიდება.

თეონა ჭიტაძე



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48