რას როგორ და როდის შეისწავლის კომისია, არავინ იცის » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რას როგორ და როდის შეისწავლის კომისია, არავინ იცის
ნანახია: 768

"რუსეთ-საქართველოს ისტორიის შემსწავლელი კომისიის შესახებ საუბრის კომპეტენცია მხოლოდ პრეზიდენტს აქვს" - მანანა მანჯგალაძე

პრეზიდენტის ინიციატვით საქართველოში რუსეთ-საქართველოს ისტორიის შემსწავლელი კომისია შეიქმნა. კომისიის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსაპოვებლად `ბ&ფ~ დაუკავშირდა პრეზიდნტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის უფროსს ქალბატონ მანანა მანჯგალაძეს. მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემაზე მხოლოდ პრეზიდენტი არის უფლებამოსილი. აქედან გამომდინარე, არ მოხერხდა კომისიის მუშაობის სტრატეგიებისა და გეგმებზე დეტალური ინფორმაციის მოპოვება.
კომისიის შექმნის ფაქტის თაობაზე კომენტარი ისტორიკოსმა და პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ გააკეთა. მან ამ სახით კომისიის არსებობა დაუშვებლად მიიჩნია. "ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს, კომისიის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და არც მისი პერსონალური შეხედულებების თაობაზე იცის ვინმემ რამე. მე, ცნობილი ხელოვანის კობა გურულის დაკრძალვაზე შევხვდი პროფესსორ ვახტანგ გურულს, რომელიც რუსეთის ისტორიის აღიარებული მკვლევარია, სპეციალურად და საფუძვლიანად აქვს გამოკვლეული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების საკითხები. იგი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნოდა არასდროს და ეს კომპეტენტური კაცი თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან არ გამოუძევებიათ?! აბა, ვინ იცის ეს ისტორია, ნორჩმა მაგისტრანტებმა?! უფრო მეტიც, უნივერსიტეტის ნგრევის პროცესში 2005 წელს გაუუქმებიათ თსუ-ს რუსეთის ისტორიის კათედრა, სადაც აკაკი სურგულაძის და ვალერიან მაჭარაძის გამოზრდილი ისტორიკოსები მუშაობდნენ, მეცნიერულ და ობიექტურ კვლევებს აწარმოებდნენ. რა, ბატონმა ხუბუამ არ იცოდა, რომ რუსეთის, ჩვენი მეტოქის ისტორიის ცოდნა და კვლევა აუცილებელია? ეს დანაშაული იყო. დანაშაული იყო უფრო ადრე თსუ-ს კავკასიის ხალხმა ისტორიის კათედრის გაუქმება, რომელიც დიდი რაოდენობით შექმნა პროფესორმა თეიმურაზ ბოცვაძემ და სადაც მქონდა პატივის სამი წელი მემუშავა. აქ მუშაობდნენ შესანიშნავი სპეციალისტები და მეცნიერები - ქეთევან პავლიაშვილი, ვახტანგ დონიშვილი - უბრწყინვალესი მცოდნე კავკასიის ხალხების ისტორიის, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა, გოჩა ხუნდაძე, ემილ კოპალიანი, მარლენ შენგელია, სხვები. სად არის ეს კათედრა? არ გვჭირდება დღეს ჩვენი მონათესავე და მეზობელი ხალხების ისტორიის ცოდნა? ბრიყვულ და ახლომხედველურ დამოკიდებულებას ყველაფერთან, მათ შორის, მეცნიერებთან ბოლო უნდა მოეღოს. პროპაგანდისტული მიეთ-მოეთების დრო წავიდა. ჩვენი ისტორიკოსები გაიქცნენ ან გაყარეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ზოგი მათგანი ბიზნესითაა დაკავებული, ზოგი რესტავრირობით. ამ დროს, ჩვენი ისტორიები სათანადო პასუხს ვერ სცემენ კითხვაზე - რატომ არის აფხაზეთი, ისტორიის თვალსაზრისით, საქართველო" - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
ბ&ფ-მა აღნიშნული კომისიის მუშაობის შესახებ შეფასება სთხოვა ისტორიკოსს ბატონ დიმიტრი შველიძესაც. იგი მთლიანობაში პოზიტიურად აფასებს ასეთი კომისიის შექმნის ინიციატივას, თუმცა ინფორამაციის სიმწირის გამო ბატონმა დიმიტრიმ თავი შეიკავა რაიმე სახის კომენტარის გაკეთებისგან. "მიჭირს საფუძვლიანი აზრის გამოთქმა, რადგან არ ვიცი ვინ არიან კომისიის წევრები და რა კუთხით მიმდინარეობს ამ საკითზე მუშაობა", - თქვა მან.
საინტერესოა რატომ არ არის ზემოთხსენებული კომისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის და რატომ არავინ არის უფლებამოსილი ისაუბროს ამ თემაზე პრეზიდენტის გარდა?!…

ქეთი სიხუაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48