რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რის ხარჯზე გაიზარდა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი
ნანახია: 702

12 აპრილს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, პროგნოზით ,"სტაბილური" გაზარდა და მას ,"B"-დან ,"B+" შეფასება მისცა. სააგენტოს ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ინვესტიციების მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს, 2 მლრდ. ევროს არ მიაღწევს, ეკონომიკის მაღალი ტემპით ზრდას იგი მაინც მხარს უჭერს.
მათი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური კრიზისის მიმართ კარგი იმუნიტეტი აღმოაჩნდა და აქედან გამომდინარე, ისინი არ გამორიცხავენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა საშუალოვადიან პერსპექტივაშიც დაფიქსირდეს.
ხელისუფლებაში და კერძოდ კი ეკონომიკის სამინისტროში, ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ზრდას დადებითად აფასებენ და თვლიან, რომ საქართველომ საკრედიტო რეიტინგის ამაღლება ნამდვილად დაიმსახურა.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე რეიტინგის მატებას მთლიანობაში პოზიტიურად აფასებს, თუმცა, გარკვეულწილად ის მაინც სკეპტიკურად უყურებს ამ ფაქტს. მისი აზრით, ის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ეკონომიკური პროგნოზები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ მონაცემებს წარმოადგენს, რეალურად საპირისპიროს მოწმობს.
იმ პერიოდში, როცა ქვეყანაში სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება ხდება, პარალელურად ეკონომიკური ვარდნა ფიქსირდება. გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ 2008 წლის ომის შემდეგ პერიოდში ქვეყანაში საერთაშორისო ფინანსური დახმარების პროგრამები განხორციელდა, ხოლო აღნიშნული დახმარების გარეშე, ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნებოდა, - აღნიშნავს კალანდაძე.
ეკონომიკის ექსპერტი იმ ნეგატიურ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც დღეს რეალურად გვხვდება ქვეყანაში, - ,,2008-2009 წლის პერიოდისთვის მინიმუმამდეა დაყვანილი რეალური ეკონომიკის სექტორის აქტივობა. რეალურად, მინიმუმამდეა დასული საკრედიტო აქტივობა საბანკო სექტორში. იზრდება უმუშევრობის და საწარმოთა დახურვის ან საწარმოების მიერ საქმიანობის შეჩერების სტატისტიკა".
კალანდაძე ასევე არაადეკვატურად მიიჩნევს საქართველოს სუვერენული რეიტინგის ზრდის პროცესს მაშინ, როდესაც კატასტროფულად გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო უარყოფითი სალდო. ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალი, რაც დღევანდელი მდგომარეობით 6 მლრდ. ლარს შეადგენს და სავარაუდოა, რომ ვალის მაღალი ტემპით ზრდის ტენდენცია მიმდინარე და მომავალ წლებშიც შენარჩუნდება.
სარეიტინგო სააგენტოს მხრიდან მნიშვნელოვან პოზიტიურ არგუმენტად დასახელდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რამაც, როგორც აღინიშნა, საკრედიტო რეიტინგის მატება გამოიწვია. მართლაც 2004-2007 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 0,4 მლრდ. დოლარიდან 2 მლრდ. დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ კალანდაძე ყურადღებას ინვესტიციების სტრუქტურაზე ამახვილებს. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ის, თუ რა სახის ინვესტიციაზე არის საუბარი, - ,,ეს არის ე.წ. სახელმწიფო ან სახელმწიფო კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციები საქართველოში. ხოლო კერძო, კორპორაციული ინვესტიციების ხვედრითი წილი მთლიან ინვესტირებაში დაბალია".
კერძო ინვესტორები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში. მომატებული რეიტინგი ინვესტორებისთვის ქვეყანაში ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვებას გამოიწვევს და რის შედეგადაც, სამწუხაროდ, პოტენციური ინვესტორი აღმოაჩენს, რომ ქვეყნის რეალური მდგომარეობა კარდინალურად განსხვავდება იმ მოლოდინებისგან, რაც წესით უნდა ახლდეს B+ რეიტინგის მქონე სახელმწიფოს.
მთავრობის პროგნოზით პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2010 წელს 1,2 მლრდ. დოლარი იქნება. თუმცა, ასეთი ინვესტიციების მოცულობა 2007 წლიდან დღემდე კატასტროფულად არის შემცირებული. 2007 წლის მდგომარეობით 2 მლრდ. დოლარი 2008 წელს 1,6 მლრდ. დოლარამდე შემცირდა. 2009 წლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 0,7 მლრდ. დოლარს შეადგენს.
ხელისუფლების დიდ მოლოდინებს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებასთან დაკავშირებით არ იზიარებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები. ისინი თვლიან, რომ მიმდინარე 2010 წელს 2009 წლის ინვესტირების მაჩვენებელი - 0,7 მლრდ. დოლარი შენარჩუნდება.


ქეთი სიხუაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48