კორუფცია და მარჯვე ხელები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : კორუფცია და მარჯვე ხელები
ნანახია: 876

ქართულ ცნობიერებაში ტერმინ "კორუფციის" უამრავი განმარტება არსებობს. უფრო მეტია აღქმის კუთხე. ეს ტერმინი ჩვენს ქვეყანაში იმდენად პოპულარულია, რომ საქართველოში ყველას შეუძლია კორუფციის შესახებ აზრის გამოთქმა და მსჯელობა.
მაინც რა არის კორუფცია, რატომ არის ის დღესაც პოპულარული, მაშინ როცა ყველამ კარგად ვიცით, რომ პატრული ქრთამს არ იღებს, აღარც უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისას ხდება გარკვეული თანხის გადახდა.
კორუფციის განმარტება ასეთია - ფულითა და სხვადასხვა მანიპულაციებით სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვა. მაგრამ კორუფციამ დღევანდელ რეალობაში, უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო. კორუფცია არის ყველგან. ყველაფერში, სადაც კი ფული ტრიალებს არის კორუფცია. "ლევად" მოგვარებული საკითხები და ერთმანეთის დავალდებულებების გამო გაჩარხული საქმეები. ეს ჩვეულებრივი ამბავია
კორუფციის მრავალი განმარტების პარალელურად, არსებობს კორუფციის უამრავი სახესხვაობა. თუ წინა ხელისუფლების დროს კორუფციული გარიგებები ყველა დონეზე იყო, დღეს კორუფცია მხოლოდ "რჩეულთა" ხვედრი გახდა, დღეს უკვე ყველას აღარ აქვს შესაძლებლობა მიიღოს კორუფციული გარიგებებიდან გარკვეული სიკეთეები. ანალიტიკოსები საუბრობენ ე.წ. "ელიტარული კორუფციის" გაძლიერებაზე, ანუ კორუფციის არეალი შემცირდა, ხოლო კორუფციულ გარიგებებში ფულის ბრუნვა გაიზარდა.
"ბანკები და ფინანსები" უმაღლეს სახელისუფლებო წრეებში არსებულ კორუფციასა და მის გამოვლინებებზე ხშირად აწვდის მკითხველს ინფორმაციას. თუმცა, გაზეთი არ არის სამართალდამცავი ორგანო, საქმის გამოძიება, დარღვევის გამოვლენა და სადამსჯელო ღონისძიებების გატარება ჟურნალისტს არ შეუძლია. კორუფცია მოუხელთებელი დანაშაულია და იმიტომ. ყველგან, დასავლეთშიც.
ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობამ. ამ ორგანიზაციას ორი მთავარი ფუნქცია აქვს, ელექტრონული მედიაბაზრის მოწესრიგება და კავშირგაბმულობის ბაზრის რეგულირება. რა მდგომარეობაშია ქართული ელექტრონული მედია, ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება. ქართული საინფორმაციო გადაცემების თვალის შევლებაც კი საკმარისია, დაასკვნა, რომ კომუნიკაციების ეროვნული სამსახური ამ ბაზარზე მხოლოდ სახელისუფლებო ძალების ინტერესებს "აწესრიგებს" და იცავს. კავშირგაბმულობის ბაზრის შესახებ წარმოდგენას კი ა/ო "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" მიერ ჩატარებული კვლევა იძლევა - საქართველო მობილური ტელეფონით საუბრის სიძვირის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
სამართლიანად შეიძლება დაისვას კითხვა - რას აკეთებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია? რა საზოგადოებრივ სარგებელს იძლევა ამ სტრუქტურის არსებობა და საერთოდ, ვისთვის რა მოაქვს სიკეთე ამ ორგანიზაციას?
ამ კითხვებიდან ყველაზე მარტივი პასუხი, ბოლო კითხვაზე არსებობს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ყველაზე დიდი სიკეთე დეველოპერულ კომპანია "მაგი სტილს" გაუკეთა.
ჩვენი ყურადღება კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და დეველოპერული კომპანია "მაგი სტილის" ურთიერთობის ძალიან საეჭვო მხარემ მიიქცია. ეროვნული კომისია სწორედ ამ სამშენებლო კომპანიის მიერ აშენებულ ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ 50/18-ში მდებარე შენობაში არის განთავსებული. ძალიან კარგია, რომ ეროვნული კომისია თანამედროვე, ახალაშენებულ შენობაშია განთავსებული, თუმცა, მთავარი ეს არ არის. მთავარი და ფრიად საყურადღებო ისაა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, ამავე დროს არის დეველოპერული კომპანია "მაგისტილის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ეს უკვე საინტერესოა.
ამ მასალის შესავალი ტერმინ "კორუფციის" განმარტებით დაიწყო. არ ვამტკიცებთ, რომ აქ აუცილებლად კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე, მკითხველს მივაწოდეთ ტერმინ "კორუფციის" განმარტება, ახლა კი აღვწერთ, როგორ მოხვდა კომუნიკაციების ეროვნული კომისია "მაგი სტილის" მიერ აშენებულ შენობაში.
კომისია ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18-ში მდებარე შენობაში 2008 წლის 14 დეკემბერს გადავიდა. აღნიშნულ შენობაში კომისია, საკუთრების უფლებით ფლობს 2318 კვ/მ საოფისე ფართს და მასზე პირდაპირპროპორციულად დამაგრებულ მიწის ნაკვეთს.
საინტერესოა, აღნიშნული ფართის თაობაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და კომპანია "მაგი სტილის" ურთიერთობა. კომისიამ 2005 წლის 3 აგვისტოს სანოტარო წესით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2 356 250 ლარად ფიზიკური პირებისგან, დავით კუჭუხიძისა და ვასილ ჯინჭველიშვილისგან შეიძინა თბილისში ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ.50/18-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 4692 კვ/მ. ნასყიდობის ხელშეკრულებას ხელს კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი აწერს.
იმავე წელს, 22 დეკემბერს, კომისიამ აღნიშნული ფართი ამხანაგობა "ავლაბარი 2005"-ს გადასცა. ეს გადაცემა საერთოდ საინტერესო რამ არის. ფაქტობრივად, "ავლაბარი 2005"-სა და "მაგი სტილი"-ს შორის პირდაპირი კავშირი არ ჩანს, თუმცა, ეს შენობა "მაგი სტილის" ვებ გვერდზე ამ კომპანიის მიერ აშენებულად ფიქსირდება. როგორც ჩანს, ამხანაგობა "ავლაბარი 2005" სამშენებლო კომპანია "მაგი სტილის" მიერ ან მისი წარმომადგენლის მიერ არის დაფუძნებული. სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და ფართების გაყიდვის კუთხით დიდი კომპანიები ხშირად იყენებენ მსგავს მეთოდს.

გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამხანაგობა "ავლაბარი 2005"-მა იკისრა ვალდებულება, კომისიის საკუთრებაში არსებული და აღნაგობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განეხორციელებინა კომისიისთვის ოფისის მშენებლობა და კეთილმოეწყო იგი. რაც შეეხება ანაზღაურების საკითხს, ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, განისაზღვრა, რომ კომისია ანაზღაურების სახით ამხანაგობა "ავლაბარი 2005"-ს თანასაკუთრებაში გადასცემდა მიწის ნაკვეთის ნაწილს. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნაწილის ამხანაგობა "ავლაბარი 2005"-სთვის საკუთრებაში გადაცემა განხორციელდა 2006 წლის 6 დეკემბერს კომისიასა და ამხანაგობა "ავლაბარი 2005"-ს შორის მიწის ფართზე საკუთრების უფლების მინიჭების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. აღნიშნულ ხელშეკრულებასაც კომისიის მხრიდან ხელს აწერს კომისიის დიმიტრი ქიტოშვილი.
თითქოს ყველაფერი კარგადაა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიძინა ფართი ოფისისთვის. მაგრამ, ამ ისტორიის პარალელურად მრავალი ფაქტი იწვევს ეჭვს.
პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ტერიტორიაზე, რომელზეც დღეს ეს შენობაა განთავსებული, ადრე სპორტული მოედანი იყო. მოარული ხმების თანახმად, ეს ფართი გია ყარყარაშვილს და მის უახლოეს წრეს ეკუთვნოდა. 2005 წელს, როდესაც პოლიტიკურ ზენიტში მყოფმა სახელისუფლებო ძალებმა ქვეყანაში არსებულ უკლებლივ ყველა მატერიალურ სიკეთეში ასახეს თავისი წილი, ეს ტერიტორია უბრალოდ "აახიეს" გია ყარყარაშვილს. როგორც ჩანს, დავით კუჭუხიძე და ვასილ ჯინჭველიშვილი, მხოლოდ სახელები და გვარებია, რომლებზეც უბრალოდ გადაფორმდა ეს ქონება და შემდეგ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქტიურად გამოისყიდა მათგან აღნიშნული მიწის ფართი. შესაბამისად, ცხადია, რომ დავით კუჭუხიძესა და ვასილ ჯინჭველეშვილს 2 356 250 ლარს მთლიანად არავინ დაუტოვებდა.
სხვა საკითხია, რატომ გადაწყვიტა იმ დროს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მაინცდამაინც "მაგი სტილთან" თანამშრომლობა და ამ ნაკვეთის შესყიდვა.
მოგვიანებით, კორუფციულ გარიგებებში მხილებულ და შინაპატიმრობამისჯილ დიმიტრი ქიტოშვილს თავის დროზე "მაგი სტილის" დამფუძნებელ ირაკლი ჩიქოვანთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. 2005 წელს ჩიქოვანი სარეკლამო ბიზნესში იყო და ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის, ტელეკომპანია "მზის", ტელეკომპანია "პირველი სტერეოს" და "პირველი არხის" სარეკლამო ბადეებს ექსკლუზიურად განაგებდა. შემდეგ ჩიქოვანი "რუსთავი2"-ს მმართველი გახდა, დღეს კი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში პირველი პირია. ამ სისტემაში მის გავლენას და ხელშეუხებლის პოზიციაში ყოფნას მისი ბოლო წლების სამსახურეობრივი კარიერა ადასტურებს. როგორც ჩანს, მას თავიდანვე ჰქონდა გავლენა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაზე, რომელსაც თავის კომპანიაში 2,3 მილიონიანი ინვესტიცია ჩაადებინა.

2005 წლის დეკემბერში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებები და ქიტოშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, ჩანს, სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ კერძო კომპანიაში ინვესტიციის განხორციელება. როგორც ვიცით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია სახელმწიფო შპს არ არის და მას მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობის განხორციელება არ შეუძლია. თუმცა, მოგებას ვინ დაეძებს, მარეგულირებელმა კომისიამ გადაიხადა ფული და ფართი მხოლოდ სამი წლის შემდეგ აითვისა. გავიხსენოთ, რომ იმ დროს უძრავი ქონების ფასი გაცილებით დაბალი იყო და მაშინ მსგავსი მზა ფართის შეძენა, გაცილებით ნაკლებ ფასად შეიძლებოდა.
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეს გარიგება და შესყიდვა ყოველგვარი ტენდერის გარეშე მოხდა. კანონი, მართალია, მარეგულირებელს აძლევდა ამის უფლებას, მაგრამ არა მანიპულიზაციის და სახელმწიფოსთვის ზარალის მიყენების გზით. თუმცა, ეს უფრო ჩაღრმავებულ კვლევას მოითხოვს, რის განხორციელებაც ინფრომაციების მიუწვდომლობის პირობებში ჟურნალისტებისთვის შეუძლებელია, ხოლო მარეგულირებლისგან თავად ირაკლი ჩიქოვანის ხელმოწერით მიღებულ დოკუმენტში სინამდვილე საკმაოდ ოსტატურად არის შენიღბული.

ლევან მარტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48