2009 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა 125 165 ადამიანით გაიზარდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : 2009 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რაოდენობა 125 165 ადამიანით გაიზარდა
ნანახია: 564

საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში არსებულ სოციალურ ფონს განსხვავებულად აფასებენ

საქართველოში ცხოვრება გაუმჯობესდა - ამ დასკვნას მსოფლიო ბანკი აკეთებს. ქვეყანა მსოფლიო ბანკის კონკურსში სახელწოდებით "ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ცხოვრების გაუმჯობესება" ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელდა. რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ფილიპ ლე უერუს განცხადებით, ქვეყანამ ჩვენა რეალური შედეგები, მათ შორის დასაქმების ზრდაში, მცირე საწარმოების შექმნასა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში. ასევე, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების აღდგენაში, ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესებასა და სხვა სფეროებში. კონკურსის გამარჯვებულები საქართველოსთან ერთად გახდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, ლატვია, მაკედონია, თურქეთი და რუსეთი.
მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის გამო სხვა ქვეყნებიც მნიშვნელოვნად დაზარალდნენ, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, მსოფლიო ბანკსაც, ინფორმაციას საქართველოს მთავრობა აწვდის, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორგანიზაციები ნაწილობრივ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვეყნებენ თავიანთ დასკვნებს.
ამ ეჭვს განსაკუთრებით ის ფაქტი აჩენს, რომ ის კრიტერიუმები, რომლებზე დაყრდნობითაც მოხდა ამ დასკვნის მომზადება, გასულ წელს საქართველოში ყველა მათგანი მნიშვნელოვნად გაუარესდა, მათ შორის გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა, შემცირდა საწარმოთა ბრუნვა, მთელი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ბანკებიდან სესხის აღება, უმძიმესი ვითარებაა ჯანდაცვის სფეროში და შემცირდა დამუშავებული სასოფლო-სამეურნეო მიწების რაოდენობა.
შეიძლება ითქვას, რომ ერთია საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევის შედეგები, ხოლო მეორე რეალური მდგომარეობა.
ამ დასკვნის გამოქვეყნებას გაეროს განვითარების პროგრამის მაჩვენებლების რეიტინგი უსწრებდა, რომლის მიხედვითაც, ცხოვრების დონით, საქართველოს სომხეთი და აზერბაიჯანი უსწრებს. ამ რეიტინგში საქართველო 89-ე ადგილზეა და უღარიბესი ქვეყნების სიაში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 40% სიღარიბის ზღვარს მიღმაა. თუკი 2008 წლის დეკემბრისთვის უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სულ 1 636 026 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, 2009 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეს რიცხვი 125 165-ით გაიზარდა და საბოლოო ჯამში, 1 761 191 ადამიანი, ანუ 539 256 ოჯახი შეადგინა. აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია იმის დაჯერება, რომ საქართველო გასულ წლის მონაცემებით ლიდერია ცხოვრების გაუმჯობესების მხრივ, თუნდაც ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
იმავე მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში 2,5 მილიონმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია, მაშინ, როცა ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ღარიბთა რაოდენობა გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მოკლედ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში არსებულ სოციალურ მდგომარეობას განსხვავებულად აფასებენ, თუმცა, მთავარი მაინც ისაა, თუ რეალურად რა ვითარებაა ქვეყანაში. ფაქტია, რომ ქვეყნის სოციალური მდგომარეობა ყოველწლიურად მძიმდება, სიღარიბის ზღავრს მიღმა მყოფთა რაოდენობა კი ოფიციალური მონაცემებითაც კი იზრდება.

გაეროს განვითარების პროგრამის რეიტინგი მიხედვით, ცხოვრების დონით საქართველოს სომხეთი და აზერბაიჯანი უსწრებს. ამ რეიტინგში საქართველო 89-ე ადგილზეა და უღარიბესი ქვეყნების სიაში მოხვდა.

თენგო ოქრომჭედლიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48