იაფი დაზღვევა VS ეფექტური დაზღვევა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : იაფი დაზღვევა VS ეფექტური დაზღვევა
ნანახია: 832

7 აპრილს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ჩატარებული სადაზღვევო ტენდერის შედეგები გაუქმებულია. ტენდერში ის კომპანიები უნდა გამოვლენილიყო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მიიღებდნენ მონაწილეობას. სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ და ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიები ფარულ კარტელურ გარიგებებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სადაზღვევო ინდუსტრია არაკეთილსინდისიერად მოიქცა. ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარები ვთხოვეთ ექსპერტს დაზღვევის საკითხებში ლევან კალანდაძეს.

- რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის სადაზღვევო ტენდერის შედეგების ასეთი ფორმით გაუქმება და რამდენად მისაღებია ის არგუმენტები, რაც ბატონმა მინისტრმა დაასახელა ტენდერის ჩაშლის მიზეზად?

- მართალი გითხრათ, ყოვლად მოულოდნელი იყო. განსაკუთრებით კი ის არგუმენტი იყო მოულოდნელი და გასაკვირი, რომ ბატონმა მინისტრმა სადაზღვევო კომპანიებს შორის ფარული კარტელური გარიგების შესაძლებლობა და ეჭვი დაასახელა ტენდერის გაუქმების მიზეზად. ჯერ ერთი, ეჭვს დასაბუთება და დადასტურება ჭირდება. ეჭვი არ არის სამართლებრივი ნორმა და იმის დასტური, რომ ვინმემ რამე დაარღვია. დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე, წინასწარ ნაბიჯების გადადგმა კი არ მგონია რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილება იყოს. განსაკუთრებით, თუ ეს სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ეხება. არის ამ საკითხის მეორე მხარეც. ესეც წმინდა სამართლებრივი. საქართველოში ანტიკარტელური და ანტიტრასტული კანონმდებლობა და შესაბამისად, ანტიკარტელური რეგულირება არ არსებობს. ანუ, კანონით არ არის აკრძალული კომპანიებს შორის ფასზე შეთანხმება. და ამ ტენდერის დროსაც, სადაზღვევო კომპანიათა შორის მართლაც თუ ჰქონდა რაიმე სახით ფასების თაობაზე შეთანხმებას ადგილი, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მათ კანონის მოთხოვნები დაარღვიეს და ეს უნდა გამხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ტენდერის ჩაშლის საფუძველი. ის, რაც არ არის კანონმდებლობით აკრძალული, ნებადართულია! შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიების დადანაშაულება ასეთ გარიგებაში და ამისთვის "არაკეთილსინდისიერი ქცევის" კვალიფიკაციის მიცემა, ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებულია.

- თქვენ თვლით, რომ კარტელური შეთანხმებები დასაშვებია სადაზღვევო ბაზარზე?

- რა თქმა უნდა, არა! ცალსახად მიუღებელია როგორც კარტელური გარიგებები, ასევე ყველა სახის დემპინგური და მონოპოლიური გარიგებები, როგორც სადაზღვევო, ასევე სხვა ბაზრებზე და ბიზნესსექტორებში. მაგრამ ეს კანონით უნდა რეგულირდებოდეს და არა სახელმწიფო მოხელეთა ინდივიდუალური, გადაწყვეტილებებითა და მოსაზრებებით. თუნდაც, ობიექტურ და რაციონალურ საფუძველს ეყრდნობოდეს ეს გადაწყვეტილება. ობიექტურობა და რაციონალურობა, თუნდაც საკითხის მართებულობა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის კანონიერებას. ხოლო გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი პირველ რიგში კანონიერება უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ ობიექტურობა, რაციონალიზმი და თუნდაც, მორალი.
სწორედ ასეთი რისკებისა და გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ბოლო წლები საქართველოში აქტიურად ვაყენებთ ანტიმონოპოლიური და ანტიკარტელური კანონმდებლობის და შესაბამისად, სახელმწიფო რეგულაციების სრულფასოვნად ამოქმედების საკითხს, რომელსაც არ იქნა და არ დაადგა საშველი. ანუ, ანტიკარტელური შეთანხმებები მიუღებელია, მაგრამ იმისთვის, რომ კომპანიათა შორის ანტიკარტელური და ფარული გარიგება ტენდერის ჩაშლის საფუძველი გახდეს, ჯერ ერთი, ეს გარიგება არა ეჭვების, არამედ ფაქტების დონეზე უნდა დაამტკიცო და მეორეც, ქვეყანაში კარტელური თუ სხვა სახის ფარული გარიგებების ამკრძალავი და მარეგლამენტირებელი საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას.
თუმცა, აქვე ხაზი მინდა გავუსვა ერთ, ფრიად მნიშვნელოვან დეტალსაც. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებასაც, რომ ბოლო დროს სადაზღვევო ბაზარზე კლიენტის "მოპოვება" და სახელმწიფო სადაზღვევო ვაუჩერების სადაზღვევო პოლისებში გადაცვლის პროცესი გარკვეულ "აღებ-მიცემობას" დაემსგავსა, რასაც არაფერი აქვს საერთო სადაზღვევო ურთიერთობებთან. ბუნებრივია, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ სადაზღვევო კომპანიები პრაქტიკულად ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ არა იმაში, ვინ უკეთეს პირობებს და უკეთეს მომსახურებას შესთავაზებდა კლიენტს, არამედ იმაში, თუ ვინ უფრო დიდ "ვაზვრატს" გაუკეთებდა კლიენტს, ან კლიენტის მომყვან შუამავალს. ეს ყოვლად მიუღებელი და ძალიან მანკიერი პრაქტიკაა. ასეთი მიდგომები საფუძველშივე ანგევს სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას და თუ ეს არ აღმოიფხვრა, ის პროგრესი და ზრდა, ის პოზიტივი, რაც საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე დღეს შეინიშნება, უშედეგოდ გაიფლანგება და საზოგადოება ვერანაირ სარგებელს აქედან ვერ ნახავს. შესაბამისად, მთავრობის მიერ სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო ინდუსტრიისათვის გადახდილი თანხებიც ნაკლებეფექტური და სასურველი შედეგის არმომტანი იქნება.

- თავად ტენდერის პირობების და ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმების შესახებ რა კომენტარს გააკეთებთ. რამდენად სწორია სახელმწიფოს მხრიდან სატენდერო პირობებში მხოლოდ დაზღვევის ფასზე აპელირება?

- ვფიქრობ, ეს პრინციპი შედეგზე ორიენტირებული არ არის. ტენდერში გამარჯვების პრაქტიკულად ერთადერთ პირობად სატენდერო კომისიამ აქამდე მხოლოდ სადაზღვევო კომპანიების მიერ შეთავაზებული დაბალი ფასი დაადგინა. ანუ, გამარჯვებულად ჩაითვლებოდა ის კომპანია, რომელიც ამ პროგრამის განხორციელებაში სახელმწიფოსაგან ყველაზე დაბალი ფასის გადახდას მოითხოვდა. სახელმწიფოს მიდგომა შემდეგია – მინიმალურ ფასად მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი, რაც, პრინციპში, შეუძლებელია. რადგან იაფად ბაზარზე მხოლოდ დაბალხარისხიანი პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. ასეა ყველგან. ბუნებრივია, სადაზღვევო ბაზარი გამონაკლისი არ არის და ეს მიდგომები ბაზრის ამ სეგმენტზეც ვრცელდება.
ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს არა იაფი, არამედ ეფექტური სადაზღვევო პროდუქტის მიღება. რომელიც, საშუალებას მისცემს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული სადაზღვევო პოლისით მიიღოს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. ამ პროგრამის ეფექტურობა კი, მხოლოდ ფასისა და ხარისხის ოპტიმალური შეხამების გზით მიიღწევა. შესაბამისად, როცა ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმზეა საუბარი, შეფასების ერთ-ერთ
მთავარ კრიტერიუმად ფასის გარდა ხარისხის კომპონენტიც უნდა გახდეს.

- მაგრამ, თუ ხელისუფლებისთვის შეფასების მთავარ კრიტერიუმს დაბალი ფასი წარმოადგენს, რატომ არ მიანიჭა ტენდერში გამარჯვებულის სტატუსი სადაზღვევო კომპანია "ალფას", რომელმაც კომისიას სხვა სადაზღვევო კომპანიებისაგან განსხვავებით გაცილებით დაბალი ფასი, 140 ლარი შესთავაზა?

- მართალია, "ალფას" მიერ შეთავაზებული 140 ლარი სხვა კომპანიების 176 და 178 ლარიან შეთავაზებასთან შედარებით მიმზიდველად ჩანს, მაგრამ ვფიქრობ, აქ გასათვალისწინებელია ორი ძირითადი ფაქტორი. პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ სატენდერო პირობების შესაბამისად მთელი პროგრამა ტერიტორიულ ლოტებად იყო დაყოფილი და მხოლოდ ერთი კომპანიის ტენდერში გამარჯვება ვერ უზრუნველყოფდა მთელი საქართველოს ტერიტორიის გადაფარვას. და მეორე ფაქტორი, სავარაუდოდ "ალფას" გარშემო ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ამტყდარი ხმაურიანი სკანდალია. საქმე ისაა, რომ "ალფას", რომელიც ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" შვილობილი კომპანიაა, მთელი სადაზღვევო ინდუსტრია დაუპირისპირდა. მაშინ "ალფა" სადაზღვევო კომპანიებმა არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში, მომხმარებლისათვის დემპინგური ფასების შეთავაზებასა და პრაქტიკულად, კლიენტების "მოქრთამვაშიც" კი დაადანაშაულეს. ამ ფონზე კი, ალბათ ჯერ კიდევ დასადგენია, "ალფას" მიერ სატენდერო კომისიისათვის გაკეთებულ 140 ლარიან შეთავაზებას დემპინგური "სუნი" ხომ არ უდის?!
ამიტომ, სავარაუდოდ, "ალფას" კიდევ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დიდი ძალისხმევის გაწევა დასჭირდება სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ მის მიმართ გამოთქმული ამ "გულუხვი" ეპითეტების გასაქარწყლებლად.

- ანუ, თქვენ თვლით, რომ ზოგიერთი სახის ტექნიკური დეტალი ხელისუფლების მიერ გადახედილი უნდა იქნეს სამომავლოდ?

- დიახ, სწორი შეფასებაა. თუმცა, არა მხოლოდ ტექნიკური დეტალი. აქ ახლებური და ამავდროულად, რთული სახელმწიფოებრივი ხედვებისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებასა და დანერგვასთან უნდა გვქონდეს საქმე. ეს სამუშაოები ორ ნაწილად უნდა დაიყოს. კერძოდ, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნებისათვის. მოკლევადიანი მიზნებისათვის, ანუ უახლოეს პერიოდში ხელახლა ჩასატარებელი ტენდერისათვის საჭიროა ახალი სატენდერო პირობების შემუშავება და ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის ახალი კრიტერიუმების დადგენა, რომელშიც ფასის გარდა ყურადღება სადაზღვევო პროდუქტის ხარისხზე, სადაზღვევო კომპანიის მიერ შეთავაზებულ დამატებით სერვისებსა და დამატებით სადაზღვევო დაფარვებზე გამახვილდება.
რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს. აქ ახლებური მიდგომების ჩამოყალიბებაა საჭირო სადაზღვევო ურთიერთობების სახელმწიფოებრივი რეგულირების თვალსაზრისით. მხედველობაში მაქვს ის, რომ დღევანდელი კანონმდებლობითა და არსებული სისტემით, სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებს ზედამხედველობას მხოლოდ მათი გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის ნაწილში აწარმოებს. ანუ, სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო უდგენს გადახდისუნარიანობის სხვადასხვა სახის მარჟებსა და ნორმებს. შესაბამისად, სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლიც მხოლოდ ამ მიმართულებით ხორციელდება. სამწუხაროდ, ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა სრულფასოვანი და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად. დღეს, პრაქტიკულად სრულად არის იგნორირებული დაზღვევის მომხმარებელთა სადაზღვევო უფლებების დაცვის საკითხი. არავინ აკონტროლებს და არ უწევს მონიტორინგს იმას, თუ რამდენად ასრულებს სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს დაზღვევის მომხმარებლების მიმართ და ხომ არ ირღვევა ამ უკანასკნელთა სადაზღვევო უფლებები?! გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება არ არის სტანდარტიზებული და ამის გათვალისწინებით, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ სახელმწიფოებრივი ზედამხედველობა არც სადაზღვევო კომპანიებისა და ჰოსპიტალური სექტორის ურთიერთობებზე არ ხორციელდება. არადა, სადაზღვევო კომპანიებისა და საავადმყოფოების მხრიდან არაკეთილსინდისიერად შესრულებულმა ვალდებულებებმა, ან მათ შორის ფარულმა გარიგებებმა, სავსებით შესაძლებელია დაზღვევის მომხმარებლების მიერ მიღებული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ნეგატიურად იმოქმედოს.

- თავად ჰოსპიტალური და სადაზღვევო სექტორების ურთიერთმიმართების შესახებაც მინდა გკითხოთ. რამდენად ეფექტური იქნება ამ სექტორების ერთმანეთთან ასე ხელოვნურად შერწყმა?

- აქ მე რისკებსა და საფრთხეებს უფრო ვხედავ, ვიდრე ამ ორი დარგის, სადაზღვევო და ჰოსპიტალური სფეროების თანმიმდევრული და ეფექტური განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის შესაძლებლობას. ჰოსპიტალური სფეროს სადაზღვევო ინდუსტრიისათვის სამართავად გადაცემა ინტერესთა კონფლიქტს წარმოშობს. მარტივი მაგალითი - სადაზღვევო კომპანია, რომელიც სამედიცინო დაზღვევის განხორციელების პარალელურად ფლობს საავადმყოფოს, ყოველთვის დაინტერესებული იქნება მისი დაზღვეულისთვის საავადმყოფოში მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურების სტაციონარული ხარჯები შემცირებით. სწორედ ამიტომაა, რომ განვითარებული სადაზღვევო ინდუსტრიების მქონე ქვეყნებში მკაცრად გამიჯნულია სადაზღვევო, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა. ანუ, ერთმა და იმავე კომპანიებმა არ შეიძლება ერთდროულად აწარმოონ სადაზღვევო და სამედიცინო, ან სამედიცინო და ფარმაცევტული, ან ფარმაცევტული და სადაზღვევო საქმიანობა.
სავარაუდოდ, ეს მოდელი სამომავლოდ არ გაამართლებს და ისევე, როგორც სხვა საკითხებთან დაკავშირებით დღემდე არა ერთხელ მომხდარა, ესეც ხელახლა გადასახედი და ყველაფერი თავიდან დასაწყები გახდება.

ესაუბრა ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48