წინ მძიმე ზამთარია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : წინ მძიმე ზამთარია
ნანახია: 1165

საქართველოს მოსახლეობამ ბოლო 20 წელში არაერთი ურთულესი ზამთარი გადაიტანა. ქვეყანამ გაუძლო ისეთ პრობლემებს, როგორიცაა უშუქობა, უგაზობა, უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე და სხვა მრავალი უბედურება. რაც შეეხება მიმდინარე ზამთარს, თითქოს ამაზე უარესს არც უნდა მოველოდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ იგი არანაკლებ მძიმე იქნება. ამისთვის კი მრავალი მიზეზი არსებობს. ქვეყანაში რეალური ეკონომიკური კრიზისია, ფინანსურ სისტემაში სერიოზული დაძაბულობაა, ეკონომიკა არ ფართოვდება, ამ ყველაფერს ემატება აგვისტოს მოვლენები და მსოფლიო კრიზისი. ის, რომ ქვეყანას წინ რთული პერიოდის გავლა მოუწევს, თავად ხელისუფლებაც აღიარებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ყველაფრის ძირითადი მიზეზი მსოფლიო ფინანსური კრიზისია, თუმცა არსებული პრობლემების სრულად გარე ძალებზე გადაბრალება და ძირითად არგუმენტად გლობალური კრიზისის გამოცხადება, ნამდვილად არ გამოდგება. ჩვენი ეკონომიკა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მსოფლიო ეკონომიკაზე მიბმული არ არის. იგი არ არის იმდენად ღრმად ჩართული გლობალურ პროცესებში, რომ მან პირდაპირი გავლენა იქონიოს ქართულ რეალობაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კრიზისი უკვალოდ არ ჩაივლის და იგი უპირველეს ყოვლისა, გამოიწვევს უცხოური ინვესტიციების შემცირებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ომიც იქნება, რადგან ნებისმიერ ომგადატანილ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება, არც ისე მიმზიდველია.
ზოგადად ეკონომიკაში შექმნილ მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბანკო სფეროში შექმნილი ვითარება. ქართული ეკონომიკის წამყვან სექტორს სწორედ საბანკო სექტორი წარმოადგენს და აქედან გამომდინარე მისი როლი ამ სიტუაციაში გასაგებია.
ზამთარში მოსალოდნელ პრობლემებთან დაკავშირებით ეკონომიკის ექსპერტ ნოდარ ხადურს მიაჩნია, რომ ‘სავარაუდოდ, დენისა და გაზის ფასები არ შეიცვლება, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ენერგოსისტემა სრულად რუსეთის ხელშია, რაც თავისთავად, საფრთხის შემცველია. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა გაზთან დაკავშირებით, რადგან მოხდა გაზის მოწოდების დივერსიფიკაცია. ქვეყანა ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოტანილ გაზს მოიხმარს. ასე რომ, ენერგეტიკული თვალსაზრისით ზამთარი შეიძლება იმდენად მძიმე არ იყოს, რამდენადაც სხვა მიმართულებებით. აქ შეიძლება მოვიყვანოთ ვალუტის კურსთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ინფლაციური პროცესები. ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად გაჩნდა საშიშროება, რომ შეიძლება ბიუჯეტი ვერ შესრულდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების ნაწილი დარჩება შეუსრულებელი. იმედია, ეს არ შეეხება ხელფასებს, პენსიებს და სხვა სოციალურ გასაცემებს~.
უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფასები პროდუქციაზე. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია გაგრძელდება, განსაკუთრებით კი იანვარში. ფასების ზრდა მოსალოდნელია: ზეთზე, შაქარზე, საპონზე, ფქვილზე, ალბათ, პურზეც. მართალია, ლარის მოულოდნელი გაუფასურების შემდეგ მთავრობა აცხადებდა, რომ ფასები არ გაიზრდებოდა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. იმ პირობებში, როცა მოხმარებული საქონლის 90% იმპორტირებულია, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბუნებრივია, რომ გამოიწვევს ინფლაციას და ეს პირდაპირ დაარტყამს მომხმარებელთა ჯიბეებს. საერთოდ, ცალკე თემაა ქართველი მონოპოლისტები, რომელთაც არავინ აკონტროლებს და ისინიც ფასებს სურვილის შესაბამისად ცვლიან. დოლარის ლართან მიმართებაში გამყარების შემდეგ ‘ავერსმა~ და ‘პსპ~-მ მედიკამენტების ფასები დაახლოებით 20-25%-ით გაზარდეს, რაც კურსის ცვლილებით ახსნეს.
გაზრდილი ფასების შედეგად მოსახლეობის ხელთ არსებული თანხის მსყიდველობითუნარიანობა მცირდება, რაც მათ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობში აყენებს. 2009 წლის ბიუჯეტი წინასთან შედარებით 1 მილიარდითაა შემცირებული, ეს კი გულისხმობს, რომ მრავალი სოციალური პროგრამის დაფინანსება შეიზღუდება.
1 იანვრიდან პედაგოგებისათვის ხელფასები 25 ლარით იზრდება. რაც შეეხება პენსიონერებს, მათი 5 ლარით ნამატი ექნებათ. ნომინალურად ისინი მეტ თანხას მიიღებენ, მაგრამ ასეთი ინფლაციის პირობებში მისი მსყიდველობითუნარიანობა შემცირდება. მაშინ, როდესაც პენსიონერები მოელოდნენ ახალი წლიდან პრეზიდენტის დაპირებულ პენსიას 100 დოლარამდე, რაეალურად მათი ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება.
გასაგებია, რომ ზამთარი მძიმე იქნება, მაგრამ რას აკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ იგი ნაწილობრივ მაინც შეამსუბუქოს? პასუხი ცალსახაა, არაფერს. საქართველოს ხელისუფლება ერთადერთია საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან, რომელიც არ ანხორციელებს ანტიკრიზისულ პოლიტიკას და ამ ფონზე იმის გამოცხადება, რომ ზამთარი მძიმე იქნება, ეს უფრო საზოგადოების შემზადებაა, რომ მერე გასამართლებელი არგუმენტი ჰქონდეთ - ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ რთული იქნებოდა ეს პერიოდიო.



შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48