მეტი ფული _ მეტი ხმები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მეტი ფული _ მეტი ხმები
ნანახია: 359

"არჩევნებზე ფული არა ხალხისთვის, არამედ პოლიტიკოსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის იხარჯება. არჩევნები ათიათასობით ლარის ფულის ხარჯვაა პოლიტიკოსთა საარჩევნო კამპანიებისთვის. მე მესმის, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილ ზოგიერთ პოლიტიკოსს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა სურს, მაგრამ არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში ფული ჩვენს ხალხსა და ქვეყნის გადარჩენას უნდა მოვახმაროთ და არა პოლიტიკოსების კამპანიას", - ასე ფიქრობდა ორიოდე წლის წინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ახლა კი მოდის არჩევნები და როგორც ჩანს, ყველამ დაივიწყა კრიზისიც და ხალხისთვის მოსახმარი ფულიც და აქტიურად შეუდგა წინასაარჩევნო კამპანიას, თანაც ჩვენი ჯიბიდან გადახდილი ფულით.

ექსპერტთა აზრით წინასაარჩევნო პროცესები არა მარტო ჩვენს ჯიბეზე, არამედ მეტ-ნაკლებად ქართულ ეკონომიკაზეც ცუდ გავლენას ახდენს, _ "ქვეყნის ეკონომიკის ჯანსაღ განვითარებაზე არჩევნების მოლოდინი ცუდ გავლენას იწვევს, რადგან მთელი ყურადღება და თანხები მიმართულია საარჩევნო საჭიროებებისთვის და, ბუნებრივია, ეს უარყოფითად აისახება ეკონომიკის განვითარებაზე."
თუმცა ექსპერტ დემურ გიორხელიძის აზრით, ისედაც არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას ეს არჩევნები "დიდს ვერეფარს დააკლებს, _ როგორც განსაკუთრებული გავლენას, ამ შემთხვევაში ეკონომიკაზე ვერ მოახდენს, იმიტომ, რომ ჯერ ერთი ეკონომიკა თვითონ არასტაბილურ " მდგომარეობაში და არჩევნებთან დაკავშირებული ვნებათაღელვა დიდად არ მოქმედებს მასზე. არ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები რაღაცნაირად დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს ქართულ ეკონომიკაზე, ის ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. გარემო, რომელშიც ინვესტიციები ინტენსიურად შემოვა, ჩვენთან არ არის და სამთვიანი თუ ორთვიანი მონაკვეთი არჩევნებისა, ბევრს ვერაფერს ამ ვითარებაში ვერ აფუჭებს. ფასები კი საქართველოში საკმაოდ სტაბილურად იზრდება და ის კვლავ გაგრძელდება".

ასეთი არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის და სტაბილური ფასების ზრდის მიუხედავად, ხელისუფლება აქტიურად ამარაგებს თბილისის ბიუჯეტს თანხებით, რადგან არავისთვისაა უცხო, რომ რაც უფრო დიდი ფინანსები აქვს ამა თუ იმ კანდიდატს, რაც უფრო "მყვირალაა" მისი საარჩევნო კამპანია, რაც უფრო მეტი ფული იხარჯება საარჩევნო აგიტაციისათვის, მით მეტია გამარჯვების შანსი. სწორედ ამიტომ, 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხების უპრეცედენტო ზრდა აღინიშნა და თვითმმართველობებისთვის გათვალისწინებული ტრანსფერების საერთო მოცულობამ წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 34%-ით იმატა.

ასევე უპრეცედენტოა როგორც თბილისისთვის გამოყოფილი ტრანსფერი, ასევე მთლიანად თბილისის წლევანდელი ბიუჯეტი. თბილისმა, გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით, წელს 323 მლნ. ლარი მიიღო. ეს თანხა ყველა თვითმმართველობებისთვის გათვალისწინებული გამოთანაბრებითი ტრანსფერების 61,8%-ს შეადგენს და საერთო ჯამში, დედაქალაქის ბიუჯეტი 2010 წელს 570,8 მლნ. ლარია.
რაც შეეხება ამომრჩეველთათვის დასარიგებელ "ნობათებს", თბილისის მერიას არჩევნების წინ არც ეს დავიწყებია და ჩვენივე ფულს უკან სხვადასხვა სახით იმ იმედით გვიბრუნებს, რომ არჩევნებზე ამას სათანადოდ "დავუფასებთ". თბილისის მერია აფინანსებს დედაქალაქში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსიის 10 ლარით გაზრდას. ეს ნაბიჯი კანონს ეწინააღმდეგება (რადგანაც საპენსიო პოლიტიკა თვითმმართველობის კომპეტენციას არ განეკუთვნება) და ამავდროულად დისკრიმინაციულია საქართველოს სხვა რაიონებში მცხოვრები პირების მიმართ. გარდა ამისა, თბილისის მერია პენსიონერებს მედიკამენტების შესაძენად ვაუჩერებს ურიგებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამები 2006 წლის ადგილობრივი არჩევნებისა და 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროსაც განხორციელდა, მაგრამ არ განხორციელებულა 2007 და 2009 წლებში, როდესაც არჩევნები არ იმართებოდა. ამის მიუხედავად, თბილისის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამებს, რომლებიც სოციალური დახმარების სახელმწიფო სისტემის ჩარჩოებში არ ჯდება და ამის შესახებ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შენიშვნები არ გამოითქმის. ამ ყველაფრით კი ქულებს სახელისუფლებო კანდიდატები იწერენ.

სწორედ ამიტომ, ექსპერტ დემურ გიორხელიძის აზრით, წინასაარჩევნო პროექტები ინფლაციის ზრდაზეც მოახდენს გავლენას _ "ინფლაციის ზრდაზე, რა თქმა უნდა, იმოქმედებს, იმიტომ რომ წინასაარჩევნო სოციალური პროექტები იწვევს ძალიან ბევრ ისეთი ტიპის ხარჯებს, რაც ინფლაციისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია. ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, ისედაც სავალალო მდგომარეობა გვაქვს გამომდინარე იქედან, რომ მაღალი პოლიტიკური რისკებია მუდმივად, ბუნებრივია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს ვითარება კიდევ უფრო მძაფრდება, თუმცა გეტყვით, რომ ეს პრინციპულად სიტუაციას ვერ ცვლის".

ხელისუფლებამ საკუთარი ხარჯების მაკონტროლებელი უწყებები ბუტაფორიად აქცია. კონტროლის პალატა საკუთარ ანგარიშებს იმ დოზით ახმაურებს, რაზეც ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებიდან მოდის ნებართვა. ამ პოლიტიკით ხელისუფლება, ერთი მხრივ, საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდება, მეორე მხრივ, საზოგადოებას სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფებს, რადგან ზუსტად არავინ იცის, რაში იხარჯება მათ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხები.

ნინო თამაზაშვილი



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48