აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციას "არტ-იქსი" ახორციელებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციას "არტ-იქსი" ახორციელებს
ნანახია: 1292

წინასაარჩევნოდ მერიამ დედაქალაქში რემონტი დაიწყო. შენდება გზები, ხიდები, შენობები და ყველაფერი, რაშიც ბევრი, ძალიან ბევრი ფული იხარჯება. განსაკუთრებით საინტერესო მდგომარეობაა აღმაშენებლის გამზირზე. თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და კულტურული ღირებულების მქონე უბანი მწვანე ბადეშია გახვეული.

აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის არქიტექტურულ ადეკვატურობაზე ბევრი დაიწერა და კიდევ უფრო ბევრი ითქვა.
აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია ჯერ კიდევ ზამთარში დაიწყო. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ზამთარში მწვანე ბადეები ჩამოაფარეს შენობებს და ხარაჩოები დაამონტაჟეს, მას მერე არაფერი გაკეთებულა. "პლეხანოვზე" იმდენად ჩვეულ რიტმში გრძელდებოდა ცხოვრება, რომ ეს თემა ყველას მიავიწყდა. რაც არ კეთდებოდა, იმის შეფასება არქიტექტორებმაც შეწყვიტეს. თუმცა, ამ ისტორიაში სიხალისე პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიტანა, რომელმაც წინა კვირას ლამის მთავრობის სხდომა მოაწყო ერთ-ერთ შენობაზე მიმაგრებულ ხარაჩოზე. ხარაჩოდან პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ათასი რამ ჩასძახა, ჟურნალისტებმაც ასძახეს და თვითმმართველობის არჩევნების მოსაგებად დაგეგმილი "პიარაქცია" შედგა.

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, პრეზიდენტის სტუმრობის შემდეგ აღმაშენებელზე რეკონსტრუქციის პროცესი ისევ ძველ რიტმში დაბრუნდა და დუნედ მიდის. რეკონსტრუქციას ძველი თბილისის განვითარების ფონდი კურირებს. ფონდის ხელმძღვანელი სერგო ქავთარაძეა, რომელმაც "ბანკები და ფინანსებთან" საუბარში სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. თუმცა მასთან საუბრამდე თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელ თამუნა დვალს დავუკავშირდით. "აღმაშენებლის გამზირზე რეკონსტრუქცია 35 შენობას უნდა ჩაუტარდეს, რეკონსტრუქცია მთლიანად შენობებს უტარდება და არა მარტო ფასადებს, იცვლება შიდა გაყვანილობებიც. შენობების აღდგენითი სამუშაოები ძველი იერსახის აღდგენასაც ითვალისწინებს, რომლის შესწავლაც არქივის ანალიზით მოხდა", - განაცხადა ჩვენთან საუბარში ქალბატონმა თამუნამ, თუმცა, კითხვაზე, რომელი კომპანია ახორციელებს ამ სამუშაოებს, უცნაური პასუხი გაგვცა, - მერიას თავად ჰყავს დაქირავებული მუშები და სპეციალისტები. სხვა საკითხია, რამდენად იბრუნებს შენობები ადრინდელ იერსახეს და რამდენად ხდება თუნდაც იმავე კინოთეატრ `აპოლოს~ არქივის მასალების შესწავლის საფუძველზე აღდგენა, საყურადღებოა, რომ ამხელა პროექტის განხორციელებისას მერია არ თანამშრომლობს დიდ სამშენებლო კომპანიასთან და თავად გამოდის "პრარაბის" როლში.

ბუნებრივია, სიტუაციის გარკვევა საკითხში გარკვეულ არქიტექტორებთან ვცადეთ. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროექტზე მომუშავე პირებთან მწვავე საუბრები ჰქონდათ, რადგან ბევრ შენობას მანსარდებს ადგამენ, რითაც სრულად დაარღვიეს რეკონსტრუქციის პრინციპები. მათ პროექტის სხვა დეტალების შეცვლაც მოითხოვეს. საკითხში უკეთ გასარკვევად ძველი თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს დავუკავშირდით.
"აღმაშენებლის რეაბილიტაცია დეკემბერში დავიწყეთ. მშენებელი კომპანიებია "არსი" და "არტ-იქსი". მთელი რიგი ისტორიული კვლევების სახელოვნებო, საარქივო მასალის მოძიების საფუძველზე და ანალიზით პროექტები გაკეთდა. პროექტი შესაბამისობაში მოდის იმ წარსულთან, რომელიც ამა თუ იმ შენობას ადრე ჰქონდა და შეიძლება მერე თვითნებური მიშენებებით დაზიანდა. მოხდა პროექტების მომზადება, ამ პროექტების საფუძველზე, ჩვენ დავიწყეთ რეაბილიტაცია. აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქცია ერთიანად, რა თქმა უნდა, არ დასრულდება და ეტაპობრივად განხორციელდება. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტები ურბანულ სამსახურში, შესაბამის კომისიაში ხელოვნებათმცოდნეებთან და არქიტექტორებთან შემოწმებას გადის. ჩვენ პროექტის მომზადების პროცესში დანარჩენ არქიტექტორებთან, რომელიც კომისიაში არ იყვნენ, შეხვედრები გვქონდა და მათი რჩევები ბევრ საკითხთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა. შენობების გათანამედროვება არ ხდება, პირიქით, შენობების, რომლებსაც ამ საუკუნეების განმავლობაში პრობლემა შეექმნა, მაქსიმალურად გამაგრება ხდება. ჩვენ ფასადების და ორნამენტების განახლებას და შენარჩუნებას ვაკეთებთ და არა მათ დაკარგვას.

ტენდერში შერჩევის რამდენიმე კრიტერიუმი იყო. რეკონსტრუქცია საკმაოდ სპეციფიურია ამ სფეროში გამოცდილების მიხედვით შეირჩა ის კომპანიები, რომლებსაც მსგავს პროექტებში მონაწილეობა ადრეც აქვთ მიღებული. მაგალითად კომპანია "არტ-იქსი" ის კომპანია არის, რომელმაც კალაუბნის რეაბილიტაცია სრულად მოახდინა. სხვა რომელი კომპანიები იღებდნენ ტენდერში მონაწილეობას, არ მახსოვს. იქიდან გამომდინარე, რომ რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპისგან შესდგება, რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირის პირველ ნაწილს მაისის თვეში მივიღებთ. რეაბილიტაცია საკმაოდ სპეციფიურია, ეს არ არის ახალი შენობის აშენება, აქედან გამომდინარე, დასრულებამდე ვერ გეტყვით, რამდენი ჯდება ეს პროექტი", - განაცხადა სერგო ქავთარაძემ.

როგორც ვხედავთ, მერიის ორი თანამშრომლის კომენტარები ერთმანეთს არ ემთხვევა. სერგო ქავთარაძე აღმაშენებლის რეკონსტრუქციის პროექტის შემსრულებლებს შორის "არტ-იქსს" ასახელებს, როგორც ჩანს, სწორედ ამ ინფორმაციის დამალვა სურდა ჩვენთან საუბარში თამუნა დვალს, რომელმაც, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ მერიამ "პრარაბობა" დაიწყო.

ქალბატონი თამუნას მოტივაცია ადვილი გასაგებია, როგორც ჩანს, მას არ სურდა გახმოვანება, რომ კარგად ნაცნობი არტ-იქსი", რომელიც საზოგადოებაში სანდრო ეულის ქუჩაზე "რუსთავი2"-ის შენობის ჩამონგრევასთან ასოცირდება, აღმაშენებლის გამზირზე 35 სახლის რეკონსტრუქციას გაუძღვება. ამ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს ნამდვილად არ ესიამოვნებათ იმის გაგება, რომ მათ საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქციას ორი ადამიანის დაღუპვაში გარეული კომპანია ახორციელებს.

სერგო ქავთარაძემ ამ კომპანიის კვალიფიციურობაზე ისაუბრა და კალაუბნის რეაბილიტაციის წარმატებით დასრულებაზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ კალაუბანში დღესაც საკმაოდ მრავლადაა მწვანებადეჩამოფარებული შენობები, მთავარი საზოგადოებისთვის მაინც ისაა, რომ "არტ-იქსმა" თავის დროზე ვერ შეძლო რუსთავი2-ის შენობაში სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რასაც ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ შემთხვევაში საზოგადოებაში სამართლიანად შეიძლება დაიბადოს კითხვა, რატომ უნდა შეასრულოს ასეთი მნიშვნელობის და ღირებულების პროექტი საზოგადოებაში იმიჯშელახულმა კომპანიამ. პასუხი ამ კითხვაზეც მარტივი მოსაძებნია, - კომპანია "არტ-იქსის" მფლობელები გიგა ბოკერიას ცოლის და, რუსუდან ჩერგოლეიშვილი და ასევე დავით კეზერაშვილის ცოლი არიან. ალბათ, ამიტომაც არის გასაიდუმლოებული პროექტის ღირებულება, სახელმწიფო ჩინოვნიკებს არ სურთ გაახმოვანონ ინფორმაცია, თუ რა ფინანსებს მიიღებს მათი უფროსების ოჯახის წევრები. სერგო ქავთარაძე ერთის მხრივ აცხადებს, რომ ტენდერი ამ სამუშაოების მომსახურებაზე ჩატარდა, მეორეს მხრივ კი ამბობს, რომ პროექტის ზუსტი ღირებულება ცნობილი არ არის. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, თუ სატენდერო განაცხადში, მითითებული არ იყო შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება, როგორ გაიმართა ეს ტენდერი. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების ინტერესებია წარმოდგენილი, სატენდერო განაცხადში წარმოდგენილ პირობებს არავინ უყურებს, ალბათ, ამიტომაც არ ახსოვს ბატონ სერგოს, რომელი სხვა კომპანიები მონაწილეობდნენ წინა წლის დეკემბერში გამართულ ტენდერში.

ადა ექიზაშვილი



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48