"აფბას" ბრძოლა ხალხის გამარჯვებისთვის ბრძოლაა! » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "აფბას" ბრძოლა ხალხის გამარჯვებისთვის ბრძოლაა!
ნანახია: 662

გამარჯვებამდე. . .
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" ერთი თვის წინ გამოაქვეყნა კვლევა იმის შესახებ, რომ საქართველოში მობილურზე საუბრის ფასები დსთ-ს სივრცეში პირველ ადგილზე, ხოლო მსოფლიოს 186 ქვეყანაში სიძვირით მესამე ადგილს იკავებს. რაც გულზე ეკლად მოხვდათ როგორც ჩვენთან არსებულ მობილურ ოპერატორებს, ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასაც, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებდნენ, რომ კვლევა არასამართლიანია და შედარებული კალათებიც ფასის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებული. დიდი მცდელობა იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ფინანსისტები "შეცდნენ" მცდელობად, ხოლო კვლევის სამართლიანობა ფაქტად დარჩა და ძალიან მოკლე დროში საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც ჰპოვა. ახალგაზრდა ფინანსისტების მიერ წამოწეული თემით დღეს უკვე საზოგადოებასთან ერთად, პოლიტიკოსებიც დაინტერესდნენ, რასაც აქტიურად აშუქებს მედიასივრცე. დღეს უკვე კვლევიდან 1 თვის თავზე "აფბამ" კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში სარჩელი შეიტანა მობილური ოპერატორების წინააღმდეგ, სადაც მათ ინტერესებს დავით ებრალიძე დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად "აფბამ" აღნიშნულზე რეაგირება საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, შემდგომ პრეზიდენტ სააკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს სთხოვა, ხოლო მერობის ყველა კანდიდატს – ამ სფეროში არსებული სიტუაციით დაინტერესება, რათა ეს მომგებიანი ბიზნესი საქართველოშიც ვითარდებოდეს, მაგრამ არ ემსახურებოდეს ხალხის ხარჯზე ერთეულების უსაშველოდ გამდიდრებას.
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ პირობა დადო, რომ მარტის ბოლოს ამ საკითხს დაარეგულირებს. კერძოდ, კომისიაში აცხადებენ, რომ თუ აღმოჩნდება ტარიფები ხარჯზე ორიენტირებული არ არის, მაშინ შესაძლებელია იგი შემცირდეს. მაგრამ ეჭვის საფუძველი მათი მხრიდან რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე უკვე გაჩნდა, რადგანაც კომისია ტარიფის შემცირების ერთადერთ ბერკეტად კომპანიებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებას დაასახელებს. ასეთი ნაბიჯი კი კომისიამ უკვე ორჯერ გადადგა, თუმცა არცერთ ფიჭურ კომპანიას 14 წლის წინათ დადგენილი წუთობრივი გადასახადის შემცირება აზრადაც არ მოსვლია.
მობილური კავშირის ტარიფების წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორის პროტესტს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე არა, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები უკვე შეუერთდნენ. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" მიმართვას პირველი თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი და პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო დემოკრატები" გამოეხმაურნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა ექსპერტების კვლევა საფუძვლიანი, ხოლო დასკვნები და მოთხოვნები სამართლიანია. ნიკა ივანიშვილმა მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა ოპერატიულად განიხილოს სარჩელი, დააკმაყოფილოს იგი და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს იმას, რომ ტარიფი შეამციროს სამართლიან დონემდე. გარდა ამისა, "სახალხო დემოკრატები" სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საჯარო საპროტესტო აქციების ორგანიზებას აპირებენ.
საქართველოში მობილურ ტელეფონზე საუბრის გაიაფებას ახალგაზრდა ფინანსისტების და "სახალხო დემოკრატების" შემდეგ საპარლამენტო უმცირესობაც მოითხოვს. "ქრისტიან-დემოკრატები" ამ საკითხზე "აფბას" წარმომადგენლებს რამდენჯერმე შეხვდნენ, სადაც მათ დეტალურად იმსჯელეს კვლევის ყველა მუხლსა და მის სამართლიანობაზე, რის შემდეგაც ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე ასოციაციის დასკვნაზე დაყრდნობით მოითხოვს, რომ მობილურის ტარიფები, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანაში ხდება, საქართველოშიც გაიაფდეს.
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელმაც სარჩელის შეტანა აუცილებელი გახადა, - "სარჩელი ეყრდნობა ჩვენს მიერ ჩატარებულ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევას და დაფიქსირებულ არასამართლიან ტარიფებს, მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს, მხარი დაეჭირათ ხალხისთვის ამ საჭირბოროტო და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში, რასაც მობილურ კავშირზე ტარიფის შემცირება ჰქვია.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენს მოწოდებას პირველი გამოეხმაურა ბატონი ნიკა ივანიშვილი და პოლიტიკური მოძრაობა "სახალხო-დემოკრატები", ხოლო შემდგომ "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" და მათი მერობის კანდიდატი გია ჭანტურია. მაგრამ მთავარია შედეგი, მთავარია, ეს ბრძოლა ხალხის სასარგებლოდ გადაწყდეს და ვფიქრობ, ამ მხრივ მერობის კანდიდატების და სხვადასხვა პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირების მხარდაჭერა ძალიან ფასეულია.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხალხის გამოხმაურებამ და მხარდაჭერამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ჩვენი საქმიანობის სამართლიანობაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევა საზოგადოების - მათ შორის მედიის მხარდაჭერის შემთხვევაში, მართლაც მოიტანს რეალურ შედეგს, რაც მობილურ კავშირგაბმულობაზე სამართლიანი ტარიფის დაწესებაში უნდა გამოიხატოს".
რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა რომ კომპანია "ჯეოსელი" 2010 წლის 1 აპრილიდან აუქმებს სააბონენტო გადასახადი 7 ლარის ოდენობით, შესაბამისად, გაუქმდება 27 უფასო წუთიც. ასევე 2010 წლის 1 აპრილიდან "ჯეოსელის" აბონენტების მიერ შიდა ქსელში განხორციელებული ზარის ტარიფი დღე-ღამის განმავლობაში იქნება 0. 259 ლარი წუთში კერძო პირების შემთხვევაში.
თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" ამ მცირედი ლუკმით დაკმაყოფილდეს, ისინი იღვწოდენ და იღწვიან ამ სფეროში სამართლიანობის დასამყარებლად, რამდენად შეძლებენ ისინი გამარჯვებას, ეს მთლიანად საზოგადოებაზე, პოლიტიკოსებსა და მედიის აქტივობაზეა დამოკიდებული.

თათია ჩაფიჩაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48