მწერალთა სასახლის ირგვლივ ისევ ბურუსია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მწერალთა სასახლის ირგვლივ ისევ ბურუსია
ნანახია: 1823

საქართველოს მწერალთა კავშირის შენობა 1905 წელს სარაჯიშვილმა ააშენა. მისი გარდაცვალების შემდეგ 1912 წელს უდიდესმა მეცენატმა, აკაკი ხოშტარიამ ეს შენობა შეისყიდა. დღეს ამბობენ, რომ სარაჯიშვილმა მწერლებს შენობა თითქოს თავისი ნებით გადასცა, მაგრამ როგორც თავად მწერლები აცხადებენ, ეს ასე არ ყოფილა. სარაჯიშვილს, უბრალოდ, სურვილი ჰქონდა, რომ ეს სახლი ხელოვანების შეკრების ადგილი ყოფილიყო. როდესაც იგი აკაკი ხოშტარიას საკუთრება გახდა, მან შენობა, თავისი ავეჯით, პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, კოტე მაყაშვილსა და სხვებს გადაულოცა. 1918 წლიდან დღემდე, უკვე 90 წელია, ამ შენობაში მწერალთა კავშირი ბინადრობს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების ყველა დოკუმენტში დაფიქსირებულია, რომ ეს შენობა მწერალთა კავშირის საკუთრებაა. ოფიციალურად ასეა დღესაც.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, დღევანდელმა მთავრობამ მწერლები ამ შენობიდან დამნაშავეებივით გამოაძევა. ამ შენობის ირგვლივ დღესაც გაურკვეველი და ბუნდოვანი სიტუაციაა.
რამდენიმე დღის წინ, როცა გრიგოლ ვაშაძე ჯერ კიდევ კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი იყო, ბოლო 4 წლის განმავლობაში, პირველად შედგა დიალოგი მწერლებსა და კულტურის სამინისტროს შორის. თუმცა კულტურის მინისტრი კიდევ ერთხელ შეიცვალა და მწერალთა კავშირის შენობის საკითხი კვლავ გაურკვეველია. მწერლების ერთი ნაწილი, რომლებმაც სამეთვალყურეო საბჭო ჩამოაყალიბეს, აცხადებენ, რომ ეს შენობა მწერალთა კავშირს არ უნდა ეკუთვნოდეს და ყველა ლიტერატურული მოღვაწის ნავსაყუდელი უნდა იყოს. თუმცა მწერალთა კავშირის წევრები არავის უქმნიან დაბრკოლებას და ყველა შემოქმედებით, კულტურულ საქმიანობას მწერალთა კავშირის სასახლეში მხარს უჭერენ.
მწერალთა კავშირის შენობის პრობლემებთან დაკავშირებით გაზეთი "ბანკები და ფინანსები" მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს და ჟურნალ "ლიტერატურა და ხელოვნების" გამომცემელს, ვაჟა ოთარაშვილს ესაუბრა.
"საქართველოს მწერალთა კავშირში შექმნილი ვითარება, ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას ჰგავს. მთავრობას მხოლოდ მწერალთა კავშირის შენობა აინტერესებს და არა მწერლობა და მწერლები. როგორ არის ჭაბუა ამირეჯიბი, როგორ არიან ძმები ოთარ და თამაზ ჭილაძეები, ან ხომ არაფერი უჭირს ბატონ ბაჩანა ბრეგვაძეს, ამაზე არავინ ფიქრობს. დღეს მწერლობაში ახალგაზრდა მწერლების თაობა მოდის თუ არა, არავინ კითხულობს. არავინ ინტერესდება "ახალგაზრდა ხელოვანთა სალონის” საქმიანობით.
არავის აინტერესებს მწერალთა კავშირიც, რომლის შენობაც 2005 წლის ივნისიდან, აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას განკარგულებით, ქართული მწერლობის განვითარების საბაბით, მწერლებს ჩამოერთვათ და კულტურის სამინისტროს გადასცეს. მას შემდეგ საქართველოს მწერალთა კავშირის დამპყრობელთა თემურ ლენგის ლაშქარს (მე ასე ვუწოდე), რომლის სათავეებშიც ცხონებული პრემიერი იდგა, შეუერთდნენ: კახა ბენდუქიძე, გოკა გაბაშვილი, ეკა შარაშიძე, გიგი უგულავა, მათ ახლა სამადაშვილიც დაემატა. მათ არ აინტერესებთ მრავალ ჭირგამოვლილი ქართული მწერლობა, რომელიც ყოველთვის თავისი ერის გვერდით იდგა. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, მაჩაბლის ქუჩა #13-ში განთავსებული შენობა, როგორ წაგგვლიჯონ. ეს შენობა არასდროს ყოფილა სახელმწიფოს საკუთრება.
ჩვენ დავიწყეთ დიალოგი გრიგოლ ვაშაძესთან, მაგრამ კულტურის მინისტრი ამ დავის დაწყების შემდეგ, უკვე მეოთხედ იცვლება. ჩემი პირადი სიმპატიები იყო გრიგოლ ვაშაძისადმი, ნიკა ვაჩეიშვილისადმი, რასაც გოკა გაბაშვილზე ვერ ვიტყვი. თუმცა, ჩემი აზრით, ვერცერთი მინისტრი არსებულ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, რადგან ქვეყანაში სწორი კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. ჩვენ კულტურაში პროქართულ პოლიტიკას არ მივდევთ, არამედ ყალბ ღირებულებებზე ვაკეთებთ გათვლას და არა ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებზე. მწერალთა კავშირის შენობა 1918 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირს ეკუთვნის. იგი დაფუძნებულია 1917 წელს. მისი დამფუძნებლები არიან _ კოტე მაყაშვილი, პავლე ინგოროყვა, ტიციან ტაბიძე, გალაკტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, შალვა დადიანი, გერონტი ქიქოძე.
მწერალთა კავშირის არჩევნები, ჩვენი წესდების მიხედვით, ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ჯერ არ უწევს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, არც ეს იქნება პრობლემა. ხელისუფლებას სურს, რომ მწერალთა კავშირი ძველი, ბოლშევიკური მეთოდებით მართოს. საქართველოს მთავრობის დიდი სურვილია მწერალთა კავშირს ჩამოართვას კუთვნილი შენობა და სახელმწიფო საკუთრება გახადოს, რათა შემდგომში მისი გაყიდვა და პრივატიზება მოახდინოს. ეს მწარე რეალობაა.


აკაკი ხოშტარიამ, რომელმაც პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს კოტე მაყაშვილს და ა.შ. ეს შენობა თავისი ავეჯით აჩუქა, 1918 წლიდან დღემდე უკვე 90 წელია მწერალთა კავშირის კუთვნილებაა. ასე იყო საქართველოს ყველა ხელისუფლების პირობებში. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ეს შენობა მწერალთა კავშირის საკუთრებაა. ამ შენობაში ჩვენ ვიხდით ყველა გადასახადს და კანონის თანახმად ვარსებობთ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 1998 წელს მიიღო. ხოლო 2001-2002 წლებში შემოქმედებითი კავშირების და შემოქმედებითი მუშაკების შესახებ შესწორებები შევიდა. ხელისუფლება 5-6 მოსყიდულ მწერალს იყენებს ამ შენობის ხელში ჩასაგდებად, რომელთაც ჰპირდება, რომ მაღალ ხელფასს დაუნიშნავს. ლია სტურუა, ტარიელ ჭანტურია, რეზო ჭეიშვილი, გივი ალხაზიშვილი და ა. შ. მათი ნაწილი მწერალთა კავშირის წევრები არც არიან.
საქართველოს მწერალთა კავშირი ყველა ეთნიკური ჯგუფს აერთიანებს საქართველოში. ჩვენ რეგიონალური ორგანიზაციებიც გვაქვს. დღეს 470-ზე მეტი მწერალია მწერალთა კავშირში. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ ლიტერატურული საღამოების და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის ამ შენობაში. ყველა გალაკტიონი და აღმაშენებელი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენი კარი ყველასთვის ღია იყო და იქნება. სამწუხაროა, რომ დღეს კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. ჩვენ სახელმწიფოსგან 2004 წლიდან არცერთი თეთრი არ მიგვიღია და არც ვითხოვთ. უბრალოდ, გვინდა მთავრობის ასეთი დამოკიდებულება კულტურისადმი შეიცვალოს. არ შეიძლება წიგნი და მწერლის ინტელექტუალური შრომა ისევე დაბეგრო, როგორც "კოკა-კოლა", "სანტე", "ზეიკიძის ძეხვი" და ა.შ. მწერლის საქმიანობას არ შეიძლება სამეწარმეო საქმე უწოდო. დღეს ჩვენ ვართ მწერალთა კავშირის წევრები, ხვალ სხვა თაობა მოვა და ისინი იქნებიან. ამიტომ მომავალ თაობას უნდა შევუნახოთ მწერალთა კავშირის სასახლე, რომ ბენდუქიძისნაირებმა არ გაყიდონ. ხვალ რომ თაობები მოვლენ მათ ეს სჭირდებათ. ეს ყველამ ერთად უნდა შევინარჩუნოთ. ამ შენობაში ვინც უნდა ის მოვიდეს და გამართოს სხვადასხვა ღონისძიებები, მაგრამ ჩვენს მთავრობას მწერალთა კავშირის დაბნელება უნდა, რომ შიგ ღამურებმა დაისადგურონ, ისევე როგორც მთელ საქართველოში. ეს ის ხალხია, რომელთაც არ უნდათ, რომ მომავალმა თაობებმა იაკობ გოგებაშვილის "დედა ენით" ისწავლონ ქართული ენა, სული. ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა მათ არ აინტერესებთ. ისინი მხოლოდ ჯორჯ "ლუციფერ” სოროსის ბრძანებებს ასრულებენ. ეს ხელისუფლება დიქტატორულია და არ მივდივართ დემოკრატიული განვითარებისაკენ. ვაი, იმ თაობებს ვინც მოდის!"
საქართველოს მწერალთა კავშირის სასახლეში, რომ ყველა სამწერლობო გაერთიანებასა და ლიტერატურულ მოღვაწეებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი კუთხე შეკრებებისათვის, ამაზე მწერალთა კავშირის წევრები წინააღმდეგნი არ არიან. თუმცა, ამ შენობის მესაკუთრე არ უნდა შეიცვალოს. მართალია, ბატონ გრიგოლ ვაშაძესა და მწერლებს შორის დაწყებული დიალოგი შეწყდა, მაგარამ, იმედია, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მომავალი მინისტრი დაწყებულ მოლაპარაკებებს გააგრძელებს და მწერალთა კავშირი ტრადიციულ საქმიანობას განაგრძობს.




ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48