ქველმოქმედება თუ ხელისუფლების კიდევ ერთი PR აქცია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ქველმოქმედება თუ ხელისუფლების კიდევ ერთი PR აქცია
ნანახია: 674

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ 189-ე სკოლაში გამართულ შეხვედრაზე პროექტ "ალუმნაიას" საქართველოში დანერგვის ინიციატივით გამოვიდა. ALMUNIA საზღვარგარეთ ქველმოქმედების აპრობირებული მეთოდია და წარმატებული ადამიანების მიერ თავიანთი სკოლების დახმარებას ისახავს მიზნად. პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი რამ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სკოლების განვითარებას და, შესაბამისად, განათლების სისტემის პროგრესს. მან დაჟინებით მოუწოდა სახელმწიფო მოხელეებს საკუთარ სკოლებში თანხების გადარიცხვისკენ. სააკაშვილის აზრით, მოხელემ, რომლის ხელფასიც 1000 ლარზე ნაკლებია, სკოლის ანგარიშზე ყოველთვიურად, სულ მცირე, 50 ლარი უნდა ჩარიცხოს, ხოლო ვისაც 1000 ლარზე მეტი აქვს, მინიმუმ 100 ლარი.
საჯარო სკოლებში მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას დადებითად შეხვდნენ და ამ ინიციატივას საჯარო სკოლებისაკენ მობრუნების არსებითი მცდელობა უწოდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმაც, რა თქმა უნდა, მაშინვე გამოთქვეს პრეზიდენტის შემოთავაზებულ პროექტში ჩართვის სურვილი.
პროექტი "ალუმნაიას" ჩვენს ქვეყანაში დანერგვა, თავისთავად, კარგი წამოწყებაა. მაგრამ გაუგებარია, ამ პროექტის შესახებ რატომ განაცხადა პირველმა პირმა. ამგვარი რამ, როგორც წესი, ხელისუფლების ჩარევის გარეშე ხდება. კიდევ ერთი რამ - საზღვარგარეთ თავიანთი სკოლის დამფინანსებლებს გარკვეული შეღავათები უწესდებათ. ჩვენთან კი ამის შესახებ არავის განუცხადებია. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ოპოზიციის წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი, გია ცაგარეიშვილი პრეზიდენტის ზემოთხსენებულ გამოსვლას ქველმოქმედების მცდელობად კი არა, მის კიდევ ერთ Pღ აქციად მიიჩნევს.


- ბატონო გია, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის ახალ ინიციატივას, პროექტ "ალუმნაიაში" ჩართვას, რომლის მიხედვითაც, წარმატებულმა ადამიანებმა თავიანთ სკოლებს გარკვეული თანხა უნდა გადაურიცხონ?

- ამგვარ რამეს ინიციატივა არ სჭირდება. თუ ადამიანს უნდა დაეხმაროს თავის სკოლას და გაწიოს ქველმოქმედება, ეს ყოველგვარი მოწოდებებისა და საკანონმდებლო რეგულაციების გარეშე ხდება ნორმალურ ქვეყანაში. მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც წეწვა-გლეჯვაა დანერგილი, ეტყობა ხელისუფლება ამ გზით აპირებს თანხების მოპოვებას. მე უბრალოდ არ მესმის, როგორ უნდა აიძულო ადამიანი გადარიცხოს ფული სადღაც.

- პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს ნებაყოფლობითია, მაგრამ საქართველოში პრეზიდენტის ყველა ინიციატივა გარკვეულ ბრძანებად არის აღქმული.

- სწორედ ამას ვგულისხმობდი. ჩვენს ქვეყანაში რაც ინიციატივა და ნებაყოფლობითობაა, საბოლოოდ ბრძანების ხასიათს ატარებს. ასე ხდება ხოლმე ე.წ. "ქველმოქმედებების გაწევა ალბათობის სფეროში, გინდაც სკოლა იყოს ეს, გიდაც თეატრი თუ სპორტი. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ, მე ამგვარ ინიციატივებს ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ადამიანს თუ აქვს იმის საშუალება, რომ დაეხმაროს კულტურას, ხელოვნებას თუ სპოტს, ამას ვერც სააკაშვილი გებულობს და ვერც ვერავინ. ასეთი ადამიანები საქართველოში ყოველთვის იქნებიან.

- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის ეს ინიციატივა დაკავშირებულია თუ არა გაზაფხულზე დაგეგმილ არჩევნებთან?

- ჩემი აზრით, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მოდის, პოპულისტურია და, რა თქმა უნდა, მორგებულია საარჩევნო სპეციფიკას. ყველაფერი ემსახურება თანხების მობილიზაციას მათ ყულაბაში. მომავალში პრეზიდენტი სააკაშვილი ბევრად უფრო მომხიბვლელი ინიციატივებითაც გამოვა. ხალხის მეხსიერება, სამწუხაროდ, მოკლეა და ისინი ძალიან იოლად პატიობენ თავიანთ ბელადებს მიუტევებელ შეცდომებს. თუნდაც ავიღოთ 7 ნოემბრის მოვლენები. ხალხმა არ იცის, თუ როგორ აგებინოს პასუხი ამ ადამიანებს იმ ყველაფერზე, რაც მათ გააკეთეს.
განათლების სამინისტროს PR სამსახურის წარმომადგენელს, ნინო პოტჟევსკაიასთვის, "ალუმნაიაში" ჩართვის ნებაყოფლობითობა ეჭვგარეშეა. მისი თქმით, საქართველოს პირველ პირს განათლების სამინისტროსგან სრული მხარდაჭერა აქვს:

- ქალბატონო ნინო, როგორ შეხვდა განათლების სამინისტრო პრეზიდენტის ახალ ინიციატივას. კერძოდ, პროექტ "ალუმნაიას" დანერგვას საქართველოში, როგორ შეაფასებდით ამ წინადადებას?

- რა თქმა უნდა, განათლების სამინისტრო ამ წინადადებას დადებითად შეხვდა და ჩვენ უკვე ჩავერთეთ ამ პროგრამაში. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უკვე გაარემონტა 52-ე სკოლის ერთ-ერთი საკლასო ოთახი და საჩუქარი გაუკეთა ბავშვებს. ის ამ სკოლაში თერთმეტი წელი სწავლობდა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა წარმატებულ ადამიანს გაერთიანდეს ამ პროექტში და შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმაროს საკუთარ სკოლას.

- ეს ინიციატივა სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი?

- ნებაყოფლობითი, რა თქმა უნდა. თავად პრეზიდენტმა განაცხადა და აჩვენა ყველას მაგალითი. მან ერთი თვის ხელფასი გადაურიცხა იმ სკოლებს, სადაც სწავლობდა, პირველ ექსპერიმენტალურს და 51-ე სკოლას. მან ყველა საჯარო მოხელეს მოუწოდა, რომ დახმარებოდნენ თავიანთ სკოლებს და ეს არის ნებაყოფლობითი. ვისაც რამდენის საშუალება აქვს, იმდენი გადაურიცხოს სკოლას. საზღვარგარეთ ძალიან პოპულარულია ეს პროექტი და ძალიან ბევრი ცნობილი კოლეჯი სწორედ ამ წარმატებული კურსდამთავრებულების შემოწირულობებით არსებობს

- როგორც წესი, საქართველოში პრეზიდენტის წინადადება თუ ინიციატივა გარკვეულ ბრძანებად აღიქმება და ვინც ამას არ იზიარებს, გარკვეული კრიტიკის ობიექტი ხდება და მას შეიძლება პრობლემები შეექმნას ამის გამო. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- ყველას შეუძლია ინტერნეტში ნახოს, თუ რა პროექტია ეს. პროექტში მონაწილეობა როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოშიც სრულიად ნებაყოფლობითია.


ლელა გოგოლაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48