პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები კონტროლის გარეშე დარჩა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები კონტროლის გარეშე დარჩა
ნანახია: 733

"საიას" აზრით, ხელისუფლება ბიუჯეტის 2%-ს გაუმჭვირველედ განკარგავს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საბიუჯეტო კოდექსის იმ ახალ ნორმებსა და მიდგომებს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები განიცადა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდების სამართლებრივი გამჭვირვალობის საკითხმა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ ხიდაშელის განცხადებით, 2009 წლის 18 დეკემბერს მიღებულმა საბიუჯეტო კოდექსის ახალმა რედაქციამ ისე დაარეგულირა სარეზერვო ფონდების მართვისა და განკარგვის სამართლებრივი საფუძველი, რომ ფონდების საქმიანობა საზოგადოებისთვის, საბოლოოდ, დახურული დარჩა. თამარ ხიდაშელის თქმით, წლების მანძილზე მიმდინარე მონიტორინგის საკანონმდებლო შესაძლებლობები თანდათანობით დავიწროვდა და თანხების განკარგვის მიზანშეწონილობებიც, თანდათანობით იმპერატიული გახდა.

კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიენიჭა უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, თუ მისი ოდენობა არ აღემატება 100 000 ლარს. შედეგად, გამოირიცხა საქართველოს მთავრობის, როგორც კოლეგიური ორგანოს, უფლებამოსილება განკარგოს სარეზერვო ფონდები. ამასთან, ახალი რედაქციით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოსაყოფად საკმარისია სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების არსებობა, რაც მხოლოდ ობიექტურად გაუთვალისწინებელ მოვლენების დაფინანსებას აღარ გულისხმობს. ძველი ნორმისაგან განსხვავებით, დღეს უკვე აღარ არის აუცილებელი სახეზე იყოს "სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევები, როგორებიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები".

აღნიშნული კრიტერიუმები საერთოდ ამოვარდნილია ნორმის ტექსტიდან. ამასთანავე, საბიუჯეტო ფონდების მოცულობა წლიური საბიუჯეტო კანონით განისაზღვრება. ძველი რედაქციით, ასიგნებების გადანაწილება სხვადასხვა მხარჯავ დაწესებულებებს შორის მხოლოდ პარლამენტის უფლებამოსილებას შეადგენდა. ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილი იყო ერთი დაწესებულების შიგნით გადაენაწილებინა თანხები. ამჟამად, საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით, შექმნილია თანხების გადანაწილების მეორე გზაც, როდესაც საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას თანხების საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებზე, მათ შორის სარეზერვო ფონდებზე გადანაწილების შესახებ.

"უკანასკნელი ცვლილებებით, სარეზერვო ფონდების მიზანი უკიდურესად გაფართოებულია. ასევე, იქმნება საფრთხე, რომ აბსოლიტურად უკონტროლო გახდეს ფონდების მოცულობა, რითაც ზიანი ადგება ბიუჯეტის ყოვლისმომცველობის პრინციპს, რომელიც გულისხმობს ბიუჯეტის ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის ცვლილებების სრულყოფილად ასახვას წლიურ საბიუჯეტო კანონში. ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ასეთი მანიპულაციების ლეგიტიმაციის საკითხი გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან პარლამენტის გამორიცხვის გამო", – აცხადებს თამარ ხიდაშელი.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იმ სტატისტიკასაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სარეზერვო ფონდების სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრებოდა. 2005 წელთან შედარებისას, ნათქვამია, რომ თუ სარეზერვო ფონდებიდან თანხები გამოიყოფოდა "გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებების" დასაფინანსებლად, ცვლილებების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას საშუალება მიეცათ დაეფინანსებინათ "გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯები", რითაც გაფართოვდა ფონდების დანიშნულება და მის ფარგლებში უფრო მეტი ღონისძიების მოქცევა გახდა შესაძლებელი.

2006 წელს კანონიდან ამოვარდა სპეციალური ნორმა ფინანსთა სამინისტროს მიერ სარეზერვო ფონდების კონტროლისა და პარლამენტის წინაშე კვარტალური ანგარიშების წარდგენის შესახებ. ცვლილებები შევიდა "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში, რითაც დადგინდა, რომ იგი საერთოდ აღარ გავრცელდებოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განსახორციელებელ შესყიდვებზე, ხოლო პრეზიდენტსა და მთავრობას შესაძლებლობა მიეცათ თავიანთი აქტით დაედგინათ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვების განხორციელება, თანხის ოდენობის მიუხედავად. 2007 წელს კანონში ტერმინი "გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯი" ჩაანაცვლა "სახელმწიფო გადასახდელის" ცნებამ და მხარჯავ დაწესებულებას მოეხსნა სახსრების გამოყოფის თაობაზე შესაბამისი განაცხადის წარდგენის ვალდებულება, რომელიც მოიცავდა გასაწევი ხარჯის დასაბუთებას, თანხის მოცულობისა და მიზნობრიობის ჩათვლით. ამ ცვლილებით ბუნდოვანი გახდა თანხის გამოყოფის პროცესის დაწყების სამართლებრივი საფუძველი.

ბოლოს, 2008 წელს ცვლილებები შევიდა `"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ~" კანონში და ამჯერად მისი მოქმედების სფეროს მიღმა დარჩა საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც სარეზერვო ფონდების შექმნის დღიდან მის მონიტორინგსა და კვლევას აწარმოებს.

ორგანიზაციამ ბოლო ანგარიში 2008 წელს გამოაქვეყნა, თუმცა დღემდე ახალი მასალების მომზადება იმის გამო ვერ მოხერხდა, რომ თემით დაინტერესებული ადამიანებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა პრეზიდენტისა თუ მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, რითაც თანხების განკარგვა ხდება. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ესა თუ ის დოკუმენტაცია მხოლოდ სასამართლო დავების შედეგად ხდება ხელმისაწვდომი, ისიც, ხშირ შემთხვევაში, სანახევროდ, ხოლო ხანგრძლივ დავებს დიდი დრო სჭირდება, რაც სარეზერვო ფონდების კვლევის პროცესს, ორგანიზაციისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის. ასეთი მდგომარეობა იყო წარსულშიც, როდესაც მონიტორინგის განხორციელებისას ასოციაცია მრავალ დაბრკოლებას წააწყდა.

საჯარო დაწესებულებებიდან ირღვეოდა ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები და, ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი უარის გამო, შეუძლებელი ხდებოდა გამოთხოვილი ინფორმაციის მოპოვება. ასოციაციამ ვერც ერთხელ ვერ მიიღო პრეზიდენტის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცემული განკარგულება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე, როცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღის მანძილზე.

ცოტა რამ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის სარეზერვო ფონდების მონიტორინგის შედეგებიდან: საქართველოს პრეზიდენტმა 25-მილიონიანი სარეზერვო ფონდიდან 2007 წლის განმავლობაში, 37 978 634 ლარი დახარჯა, რაც დასაშვებს 12,9 მილიონი ლარით აჭარბებს. ამ მხრივ, არც საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი გახდა გამონაკლისი. აქ დარღვევებმა მასშტაბური სახე მიიღო. გადახარჯვამ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა. მთავრობის სარეზერვო ფონდიც, რომელიც 25 000 000 ლარით იყო განსაზღვრული, 2007 წლის პირველ ნახევარშივე ათვისებულ იქნა ფონდის საერთო ბიუჯეტზე მეტი – 26 768 713 ლარი. კანონდარღვევით გამოყოფილმა სახსრებმა, სულ 71 მილიონ ლარი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტის ფონდიდან: მივლინებები და ოფიციალური ვიზიტები: 175 800 ლარი დაჯდა; კულტურული და გასართობი ღონისძიებები – 3 205 137 ლარი; პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 7 410 837 ლარი; ადგილობრივი თვითმმართველობები – 3 978 399 ლარი; ტერიტორიული ერთეულები – 12 587 176 ლარი; ჯილდოები – 1 654 333 ლარი; მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო ღონისძიებები – 3 454 646 ლარი; სტიპენდიები და დახმარებები – 300 000 ლარი; საგანმანათლებლო პროგრამები – 1 000 000 ლარი; სტიქიური უბედურებები – 150 00 ლარი; სხვა ღონისძიებები – 289 818 ლარი. ანალოგიური ტიპის დაფინანსების ჩამონათვალი იყო მთავრობის სარეზერვო ფონდის დანახარჯებზეც. მთავრობის სარეზერვო ფონდის კისერზეა ყბადაღებული პრომეთეს ქანდაკების განთავსების მიზნით, ქანდაკების ესკიზური პროექტის შედგენა – 20 000 ლარით, რომელიც ისე გააქრეს ბორჯომში, რომ ნაფუძვარისთვის არავის მიუხედავს დღემდე, მუსიკალური კონკურსის "პატრინოტის" გაგრძელებისა და სატელევიზიო ვერსიის შექმნისთვის საჭირო ხარჯების ნაწილობრივი დაფინასება – 60 000 ლარით, ამავე კონკურსში გამარჯვებული სიმღერისთვის კლიპის შექმნა – 57 000 ლარით, აგრეთვე სიმღერის "გამარჯობა, აფხაზეთო შენი!" ვიდეო-კლიპში მონაწილე მომღერლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა – 39 000 ლარით, პატრიოტული სიმღერების ნაკრების ავტორებს ფულადი ჯილდოების გადაცემა – 14 000 ლარით, მომღერალ ტოტო კუტუნიოს კონცერტის ტრანსლაციის უფლების შესყიდვა – 166 970 ლარი.

უკვე აღარ ვსაუბრობთ რამდენჯერ რამდენი დაჯდა პარლამენტის წევრების მივლინებები საზღვარგარეთ ან თუ გნებავთ, ბორჯომის ცენტრალური პარკის განათება, დაბა ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება, სიღნაღის რეაბილიტაცია და საზეიმო გახსნა, გორში ჩოგბურთის კორტების მშენებლობა, ზუგდიდში გარე ფასადების შეკეთება, ევროვიზიის კონკურსში საქართველოს მონაწილეობა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაციის" განცხადებით, კანონის თანახმად, ორივე ფონდის მოცულობა, ერთად აღებული არ უნდა აღემატებოდეს ფიქსირებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2 პროცენტს, ხოლო ამჟამად მოცემული სამართლებრივი რეგლამენტაციით, აღნიშნული თანხები, ფაქტობრივად, უკონტროლო ხდება. "საია" ფონდების გამჭვირვალობას და ფონდების დახურულ რეჟიმზე გადასვლის საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერებას ითხოვს. ორგანიზაცია ამ კუთხით მუშაობის გაგრძელებას უფრო აქტიურად აპირებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2004 წლიდან არსებობს, მთავრობის სარეზერვო ფონდი კი 2005 წლიდან შეიქმნა.

არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48