ფინანსთა მინისტრი და კანონი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ფინანსთა მინისტრი და კანონი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ
ნანახია: 1507

კახა ბაინდურაშვილს საგადასახადო კოდექსის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს

"მოვუწოდებ ყველა მოვაჭრეს და კობა დავითაშვილსაც ოფიციალურად ვეუბნები, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ახალი ცვლილება გარე მოვაჭრეებს ზედნადების აუცილებლობას არ უწესებს. ის მხოლოდ ნებაყოფლობითია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
ეს მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ და მოვაჭრეებმა ახალი საგადასახადო ცვლილება გააპროტესტეს, რომელიც ძალაში პირველი თებერვლიდან შევიდა. კერძოდ, ახალი საგადასახადო ცვლილებით, მოვაჭრეს ყველა გაყიდულ პროდუქტზე სასაქონლო ზედნადები მოეთხოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა 1000 ლარით, შემდგომ კი 10 000 ლარით განისაზღვრება. მნ
ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა კობა დავითაშვილი მოვაჭრების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა და ჟურნალისტებს დოკუმენტი აუფრიალა, რომელშიც თითქოს და განმარტებული იყო, რომ საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლი მცირე მეწარმეებს ზედნადების აუცილებლობას არ უწესებს.
"არსებული საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლით, სასაქონლო ზედნადები ეხება ყველა მეწარმეს, გარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი წარმოებით დაკავებული მეწარმეებისა. აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ მცირე მეწარმეებს არ ეხება სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება, არის მცდარი შეფასება, ეს პირველი და მნიშვნელოვანი. მეორე მნიშვნელოვანი დეტალი ამ საქმეში არის ის, რომ, როდესაც ვიღაც ჩინოვნიკი იძლევა პირობას, კოდექსის ესა თუ ის მუხლი არ გავრცელდება ამა თუ იმ კატეგორიის მეწარმეზე, ესეც თავისთავად არასწორია, იმიტომ, რომ სახელმწიფო მოხელე, მიუხედავად თავისი რანგისა, კანონზე მაღლა არ დგას და არც ამ ჩინოვნიკის მიერ განმარტებული კანონი, თუნდაც ბლანკიან ქაღალდზე დაწერილი არ დგას კანონზე მაღლა" - განაცხადა ექსპერტმა ლევან კალანდაძემ.
გთავაზობთ, საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლს I პუნქტს: "ეკონომიკური საქმიანობისთვის საქონლის (გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი (სამრეწველო გადამუშავებამდე - სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პროდუქციისა, აგრეთვე, რეგულარული ან უწყვეტი წესით მიწოდებული საქონლისა (ელექტრო - ან თბოენერგია, გაზი, წყალი) სასაქონლო ზედნადების (შესაბამის შემთხვევებში- გამარტივებული ზედნადების) გარეშე ტრანსპორტირებისას, ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას - საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებისას, პირი ჯარიმდება, შესაბამისად, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონლის საბაზრო ღირებულების დღგ-ის გარეშე (ხოლო აქციზური საქონლის შემთხვევაში _აქციზისა და დღგ-ის გარეშე)."
"აქ არის მედლის ორი მხარე - ის, რაც წერია კანონში და ის, რის განმარტებასაც აძლევენ ამ კანონს. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ზედნადების გამოწერა არის ნებაყოფლობითი, აქაც საკითხის არასწორ ინტერპრეტირებასთან გვაქვს საქმე, ზედნადების გამოწერის ნებაყოფლობითობა ნიშნავს იმას, რომ მე მინდა გამოვწერ, მინდა არა. კოდექსით ასე არ არის. კოდექსით, როცა არის მოთხოვნა მყიდველის მიერ გამყიდველისადმი, რომ გამოწეროს გამყიდველმა ანგარიშფაქტურა, გამყიდველი ვალდებულია გამოწეროს, ამ შემთხვევაში ეს ნებაყოფლობითი არ გამოდის", - აღნიშნავს კალანდაძემ.
ფინანსთა მინისტრს არც მეგობრული რჩევა დავიწყებია და დაამატა: "თუკი მოვაჭრეები აქციებს დაიწყებენ, ამით არა ბიუჯეტს, არამედ მხოლოდ საკუთარ შემოსავლებს ავნებენ". თუმცა, საკითხავია, ეს რჩევა იყო უფრო თუ მუქარა.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრის დამაჯერებელი განცხადებებისა, რომ აღნიშნული ცვლილება მცირე მეწარმეებს არ ეხებოდა, პრაქტიკაში არ გამართლდა. უკვე გამოჩნდნენ ისეთი მეწამრეები, რომელთაც საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლს I პუნქტს თანახმად გამოუწერეს ჯარიმები.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციისა და გარე მოვაჭრეების მიზანმიმართულმა პროტესტმა მთავრობა შეაფიქრიანა და ნაწილობრივი შედეგი მაინც გამოიღო. მცირე ბიზნესი, მსხვილი ბიზნესისგან განსხვავებით, შესაძლოა ფიქსირებული გადასახადით დაიბეგროს, - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა და იქვე ისიც აღნიშნა, რომ ფიქსირებული გადასახადი ბევრნაირი არსებობს და კონკრეტულად რომელ მოდელზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს მცირე ბიზნესის მედიაციის საბჭოსთან ერთად გადაწყდება.
თუმცა, ლევან კალანდაძე ფიქსირებული გადასახადის დაწესებამდე მცირე ბიზნესის ცალკე კანონმდებლობით რეგულაციას მოითხოვს: `ფიქსირებული გადასახადი თავისთავად ცუდი არ არის იმ კატეგორიის მეწარმეებისთვის, რომელსაც მცირე ბიზნესი წარმოადგენს, მაგრამ, ჯერ ერთი, მცირე ბიზნესი, როგორც იურიდიული კატეგორია, უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში. ის, რომ საინვესტიციო სააგენტო მიიჩნევს ამა თუ იმ კატეგორიის მეწარმეს მცირე ბიზნესმენად, ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ მცირე ბიზნესად აღიარებულია ბიზნესმენთა რომელიღაც კატეგორია. მცირე ბიზნესი ყველა ქვეყანაში რეგულირდება კანონით მცირე ბიზნესის შესახებ. საქართველოში კი მცირე ბიზნესის რეგულაცია ცალკე კანონმდებლობით არ ხდება. როცა ვლაპარაკობთ მცირე ბიზნესისთვის შეღავათებზე, ბუნებრივია, ეს შეღავათი საგადასახადო კოდექსში უნდა იყოს დაფიქსირებული, საგადასახადო კოდექსში მცირე ბიზნესისთვის შეღავათი ვერ დაწესდება, სანამ ცალკე კანონი არ მიანიჭებს მას კვალიფიკაციას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ მცირე ბიზნესს მივანიჭებთ ამა თუ იმ შეღავათს, თუ ცალკე დაბეგვრის რეჟიმს ჩამოვაყალიბებთ. ვფიქრობ, ის, რაც განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნაჩქარევი და დღევანდელი კვერცხის ეფექტზე გათვლილი ნაბიჯი იქნება."


ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48