მოდი ვნახოთ ცირკი » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : მოდი ვნახოთ ცირკი
ნანახია: 1095

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი ლამაზად შეღებილი მრგვალი შენობა უკვე რამდენიმე წელია დახურულია. მას შემდეგ, რაც ცირკი ცნობილმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ნგრევას გადაარჩინა და ევროპული სტანდარტების მქონე შენობად აქცია, იქ წარმოდგენების სიმრავლე იყო და ხშირად ცირკის სალაროსთან ბილეთის საყიდლად რიგებიც კი იდგა. დღეს კი ეს ყველას დაგვავიწყდა. უფრო მეტად კი ბავშვებს, რომლებიც ცირკს შეიძლება დღეს მხოლოდ ტელეეკრანებიდან იცნობენ.
მოსახლეობას ბევრი კითხვა აქვს: თუ რა ხდება დღეს თბილისის ცირკთან დაკავშირებით, ვის ეკუთვნის ეს შენობა, კვლავ გაიმართება თუ არა პატარებისთვის საყვარელი წარმოდგენები?
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" შეეცადა ამ კითხვებზე პასუხები გაეცა.
თბილისის მერიის პრეს-სამსახურის განცხადებით, ცირკი თბილისის მერიას არ ეკუთვნის და ამასთან დაკავშირებით ვერც ის გვიპასუხეს, თუ ვის ეკუთვნის ცირკი. აღმოჩნდა, რომ ცირკი არც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში ყოფილა.
ცირკის ირგვლივ არაერთი მითქმა-მოთქმაც არსებობდა, რომ ეს შენობა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს მისი გარდაცვალების შემდეგ ჩამოერთვა, რადგან მას ეს შენობა არაკანონიერად ჰქონდა შესყიდული. თუმცა, ცირკი არც სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეც არ ირიცხება.
ცირკის დღევანდელი დირექტორის, ირინა აბულაძის განცხადებით, დღეს მხოლოდ ცირკის დირექცია მუშაობს და იგი არ არის კომპეტენტური, რათა მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს. ცირკის შენობას დაცვაც ჰყავს, მაგრამ კითხვაზე პასუხი, ვინ უხდის მათ ხელფასს, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ.
გაზეთი "ბანკები და ფინანსები" ცირკის ყოფილ თანამშრომელს ნანა მელქაძეს დაუკავშირდა: "ბადრი პატარკაციშვილის პერიოდში ცირკი კარგად მუშაობდა. რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან კარგი პროგრამები ჩამოგვქონდა. სამწუხაროდ, ქართული საცირკო დასი დაიშალა, რადგან არ უპატრონეს. მსახიობები სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთში, თურქეთში, უკრაინაში წავიდნენ. დღეს ცირკს დირექტორი ყავს. როცა 2 წლის უკან არეულობა დაიწყო, მაშინ უკვე პროგრამის ჩამოყვანას აზრი აღარ ჰქონდა, ისე, ყოველთვის ძვირადღირებული პროგრამები ჩამოგვქონდა. უკვე 2007 წლის ნოემბერში ცირკი დალუქეს. სანამ ქვეყანაში სიტუაცია არ გამოსწორდებოდა, წარმოდგენების გამართვას აზრი აღარ ჰქონდა. თანამშრომლებიც გაგვათავისუფლეს. ჩემი ინფორმაციით, ცირკი დღეს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის. სანამ პატრაკაციშვილი ცირკს შეისყიდიდა, მანამდეც მუშაობდა და საცირკო დასები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ. მაშინდელმა დირექტორმა თემურ ჯაფარიძემ სახელმწიფოს ნებართვით ცირკი ისე გაყიდა, არ გაუხმაურებია. ცირკის გაყიდვა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან სააქციო საზოგადოება იყო. სანამ ბადრი პატარკაციშვილი ცირკს შეისყიდდა, ნგრევამდე იყო მისული. მთავრობას ბევრჯერ მივმართეთ, რომ ყურადღება მიექცია. ცირკის ყველა დირექტორს მხოლოდ საკუთარი მატერიალური მდგომარეობა აინტერესებდა და მის მოვლაზე არავინ ფიქრობდა. ცირკს საბურთალოს ქუჩაზე თავისი სასტუმრო ჰქონდა, ისიც გააჩუქეს. გაყიდეს ყველაფერი და ცირკი უკვე მიტაცებაზე იყო, თუ ვის რა შეხვდებოდა იქიდან. მე ამ ყველაფერს ვაპროტესტებდი და მაშინ სამსახურიდან დამითხოვეს.
დღევანდელი დირექტორი - ირინა აბულაძე დირექტორად მას შემდეგ დანიშნეს, რაც ცირკი პატარკაციშვილის კერძო საკუთრება გახდა. მე მაშინ დირექტორის მრჩევლად ვმუშაობდი.
დღეს პატარკაციშვილის ოჯახი წყვეტს ცირკის ბედს, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობისთვის აღმზრდელობითი ხასიათი აქვს".
ცირკის ყოფილი თანამშრომლები იმასაც აცხადებენ, რომ სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ცირკი არ გაიხსნება.
როგორც გაზეთ "ბანკები და ფინანსებს" ინა გუდავაძის პრეს-სპიკერმა ნონა ყანდიაშვილმა განუცხადა: "ცირკი ერთ-ერთი ტრასტის ნაწილი გახლავთ, რომელიც გიბრალტარში იმყოფება. როგორც მოგეხსენებათ, ა.წ. 1 თებერვალს ჩვენ გიბრალტარის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლის თანახმად გიბრალტარის ტრასტების 100%-ს ფლობს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი და არა ჯოზეფ ქეი. შესაბამისად, ამის შემდეგ ჩვენ ვაპირებთ შევისწავლოთ ყველა აქტივის მიმდინარე მდგომარეობა და შევაფასოთ სამომავლო პერსპექტივები".

ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48