საწვავის გაძვირება პურსაც გააძვირებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : საწვავის გაძვირება პურსაც გააძვირებს
ნანახია: 656

პურის შესაძლო გაძვირების თემა საქართველოში ყოველთვის მტკივნეულად აღიქმება, რადგანაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის პური ხშირად ერთადერთ საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. საქართველოს სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის კვების რაციონში ყველაზე მეტი წილი პურს უჭირავს. ამიტომაც მათ ბიუჯეტზე ყველაზე მძიმედ გაძვირებული პური აისახება.
საწვავი ძვირდება, ბუნებრივია, ეს ნებისმიერი პროდუქტის წარმოებაზე მოქმედებს, რასაც ფასების პერმანენტული ზრდა მოჰყვება. საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში საწვავის ფასმა 15 თეთრით მოიმატა. ბუნებრივია, ეს მხოლოდ მძღოლების ცხოვრებას არ გაართულებს.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ აისახა საწვავის ფასის ზრდა პურის ფასზე და მოსალოდნელია თუ არა, უახლოეს მომავალში პურის გაძვირება. ამ საკითხთან დაკავშირებით "საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის" თავმჯდომარეს არკადი მექერიშვილს დავუკავშირდით. მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით, პურის ფასი უცვლელია და სავარაუდოდ, საწვავის გაძვირებას, შესაძლებელია, პურის გაძვირებაც მოჰყვეს. აღსანიშნავია, რომ საწვავის წილი პურის ფასში 5-6 თეთრს შეადგენს, ანუ პურის ღირებულების 10%.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას დავუკავშირდით. კომპანია "იფქლში" ვერ აკონკრეტებენ, არის თუ არა მოსალოდნელი უახლოეს ხანში პურის გაძვირება, - "როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ არ ვიცით. პურის ფასი კი დღეისთვის იგივეა".
#10 პურის ქარხანაშიც პურის ფასი ჯერჯერობით უცვლელია, თუმცაღა როგორც ქარხანაში განგვიცხადეს, თუ ასე გაგრძელდა სხვადასხვა პროდუქტებზე ფასების მატება, ალბათ, პურიც გაძვირდა. თუმცა, რამდენი თეთრით და როდის, ჯერ ზუსტად არ იციან.
კომპანია "გლდანი 88"-საც პური ჯერ არ გაუძვირებია. როგორც კომპანიაში განგვიმარტეს "პურის ფასზე ყველა ნიუანსი, ყველა მცირედი ცვლილებებიც კი მოქმედებს და თუ პროდუქტების და საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა, პურიც გაძვირდება".
ჯერჯერობით, პურზე ფასების მატებას ადგილი არ ჰქონია. საგულისხმოა, რომ 1996 წლიდან მოყოლებული პურის ფასს არა სახელმწიფო, არამედ ბაზარი არეგულირებს და ყოველი მეწარმე თავისი პროდუქციის ფასს მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო პრინციპის მიხედვით აწესებს.
აქამდე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია პურის გაძვირებასთან დაკავშირებით, მაგრამ პურის ფასის შენარჩუნება, საქართველოში უკვე კარგად აპრობირებული მეთოდით, წონის დაკლებით, როგორღაც ხერხდებოდა. 2009 წლის გაზაფხულზე, როდესაც აღმოჩნდა, რომ მთელს მსოფლიოში დაბალია ხორბლის მოსავალი, დადგა პურის გაძვირების საშიშროება. თუმცა, მაშინ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაერია ამ საკითხის მოგვარებაში და პურის ფასი უცვლელი დარჩა. რა თქმა უნდა, საქართველოში ფასის უცვლელობა ფორმალობაა, რადგან იგივე ფასის დატოვების შემთხვევაში, მწარმოებლებს სხვა არაფერი რჩებათ, გარდა წონის დაკლებისა. მაგრამ დღევანდელ დღეს, ალბათ, უკვე შეუძლებელი იქნება პურის ფასის ამ მეთოდით შენარჩუნება, რადგან პური ისედაც 400 გრამს იწონის და უკვე არარეალურია მეტის დაკლება, ანუ მეწარმეების სხვა არაფერი რჩებათ, გარდა პურის გაძვირების.

ნანა კალანდაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48