ბუკიკიო დარღვეული უფლებების ქვეყანაში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ბუკიკიო დარღვეული უფლებების ქვეყანაში
ნანახია: 494

ხელისუფლება საზოგადოებრივი ცხოვრების განახლებას გვთავაზობს. დემოკრატიის მორიგმა ტალღამ საკონსტიტუციო რეფორმაში ჰპოვა გამოძახილი. დღეს თბილისში ვენეციის კომისიის ახალი პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, რომელიც ქართული მხარის მოწვევით ექსპერტებს, მესამე სექტორის წარმომადგენლებს და ახალ კონსტიტუციაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის სამუშაო ჯგუფებს შეხვდება, თუმცა ბატონი ბუკიკიოსთვის კარგად არის ასახსნელი, თუ რა ხდება დღევანდელ ქართულ სამართლებრივ სივრცეში, რა პრობლემების წინაშე დგას სასამართლო სისტემა, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და სამართლებრივი ინსტიტუციები, რამეთუ ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ჯგუფის მიერ გამოთქმული შეფასებები ქართული საზოგადოების განწყობების ადეკვატური იყოს.
ცხდია, რეფორმის წინააღმდეგი არავინაა, საკანონმდებლო სფერო მუდმივი ცვლილების და დროის მოთხოვნების შესაბამისი უნდა იყოს, თუმცა რამდენად პასუხობს ხალხის ინტერესს ნებისმიერი ცვლილება და მეტადრე, ქვეყნის უპირველესი კანონის – კონსტიტუციის "ჭრა-კერვის" პროცესი, ჩვენთან დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ცალსახად უარყოფით შეფასებას იმსახურებს. ალბათ, ამაში ბატონი ბუკიკიო და თავისი თანხლები პირებიც, კარგად უნდა გაერკვეს.
საქართველოში ყოველთვის ასე იყო, როდესაც სახეზე სახელისუფლებო კრიზისი ან პოლიტიკური ორთაბრძოლის შედეგად შექმნილი ჩიხი იქმნებოდა, ძალაუფალი თვითგადარჩენისა და მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალებად, საზოგადოებას ისეთ ინიციატივას სთავაზობდა, რომელიც ისედაც ფიცხ ქართველებს იმწუთიერად მთავარი პრობლემის არსს ავიწყებდა, იდეისთვის ბრძოლა კი ისევ დროში დაკარგული რჩებოდა.
ჩვენთან ასეთ "საჯილდაო ქვად," 2003 წლის შემდგომ, ქვეყნის კონსტიტუციაა მიჩნეული, რაც, თავისთავად, რეფორმას კი არ ნიშნავს, არამედ სამართლებრივი კულტურისა და სამართლებრივი თვითშეგნების საპირისპირო გაგებას წარმოადგენს. არადა, თავად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ახალი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობს, პირადად ჩემთვის საპატივცემულო პროფესორებით შედგება. მის სამუშაო ჯგუფებში ბევრი ჩემი ნიჭიერი მეგობარია წარმოდგენილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის დროს, სწორედ ამ პროფესორებისაგან, უპირველესად, ჩვენ ის გავიგეთ, თუ რა არის სამართლებრივი ქვეყნის იდეა, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, საკუთრების ხელშეუხებლობა, ყველაფერი, რაც დემოკრატიაა. ალბათ, მათაც და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს კარგად ესმის, რომ თუკი ერთხელ და სამუდამოდ, არ იქნა გათავისებული ის ისტორიული ფაქტი, თუ რატომ ხდება ასე - როცა ამერიკის "დამფუძნებელი მამების" მიერ 1789 წელს მიღებული კონსტიტუცია, დღემდე მხოლოდ რამდენიმე შესწორებას შეიცავს, რომ ამ ქვეყანაში აფროამერიკელიც კი შესაძლებელია გახდეს პრეზიდენტი ისე, რომ ქვეყნის მთავარ კანონს ხელი არავინ ახლოს და თუკი ამერიკელებს თავიანთი კონსტიტუციისთვის მინიჭებული აქვთ განსაკუთრებული საზოგადოებრივი სტატუსი, რა მოგვდის ჩვენ, სამართლებრივი კულტურით მდიდარ ქვეყანას, რომელსაც "ხელმწიფის კარის გარიგებაც" დაგვიწერია კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე, ბექა-აღბუღას სამართლითაც გვიცხოვრია, ვახტანგ VI სამართლის წიგნიც გვქონია და რომელი ერთი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ვერც ვენეციის კომისიის დელეგაცია იქნება ჩვენთან დემოკრატიული რეფორმების გამტარებელ-გარანტი და ვერც ბატონი ბუკიკიო, რომელსაც ნამდვიალდ კეთილი სურვილები ამოძრავებს. იგი საქართველოში ადრეც ჩამობრძანებულა, ჩვენით მოხიბლულა, თავისი უთქვამს და ჩვეული მასპინძლობით გაგვისტუმრებია.
პრობლემა თანამედროვე საზოგადოების სამართლებრივ თვითშეგნებასა და ძალაუფლების უზურპირების მაცდურ სამართლებრივ კონტექსტშია...
აი, ბუკიკიო დღეს თბილისშია...
ხვალ კი იგი ქართულ სამართალს გაეცნობა.
არ ვიცით, ვინ რას უამბობს ვენეციის კომისიის ახალ პრეზიდენტს იმ ცინცხალ ამბებზე, რაც ქართულ მართლმსაჯულებაში არსებობს. ბატონი ბუკიკიოს გარდა, ალბათ, გუშინ მთელმა საქართველომ გაიგო, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, მორიგი, ორი გადაწყვეტილება გამოიტანეს და ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეებისათვის 7 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.
სტრასბურგმა საქმეებზე: "ფანჯიკიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და "გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ" ხელისუფლებას გორგილაძის მიმართ 5 ათასის, ფანჯიკიძის, ყურაშვილისა და ქანთარიას მიამრთ კი, 2 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ორივე საქმეზე საქართველოს მთავრობის მიერ ევროკონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დადგინა და არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოში ამ ადამიანების საქმე "მსაჯულთა ინსტუტუტმა" განიხილა. გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ მანვე გამოიტანა.
განა ევროსასამართლოს უნდა მიეთითებინა იმისთვის, რომ მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში მართლმსაჯულებას არ ახორციელებს?! საოცარია...
ახლა საქართველოს სიმართლის გზა სტრანსბურგზე გადის... აი, ბოლო ამბებიც:
"სონი ცენტრი" საქართველოს წინააღმდეგ ევროპის სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
სტრასბურგს მიმართავს ამერიკული ინვესტიციით შექმნილი შპს "კაფე რუსთაველიც," რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ 2006 წლის 23 ნოემბერს, კერძო მესაკუთრეს ჩამოართვა.
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთვის მზადდება საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიის საქმე, რომელიც მთავრობამ 2007 წლის 11 ივლისის #140 დადგენილებით, გააუქმა.
სტრაზბურგისთვის მზადდება ან უკვე მიემართა ბოლოდროინდელი გახმაურებული სასამართლო პროცესებიც: ლევან გოგიჩაიშვილის, გიორგი ალხაზიშვილის, ვახტანგ მაისაიას, ცოტნე გამსახურდიას - (რომლის ოჯახმაც გერმანიას თავშესაფარი სთხოვა) სერგო ბესელიას, არასრულწლოვან რატი მილორავას, დაჩი ცაგურიას, მერაბ რატიშვილის, სანდრო გირგვლიანის, აფრასიძეების, სხვათა საქმეები. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იმედი აქვს თავად ასლან აბაშიძესაც, აჭარის ყოფილ მმართველს, რომელიც საქართველოში, ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს.
ალბათ, ქონების ჩამორთმევის ის კონკრეტული 11 შემთხვევაც, რომელიც ასოციაციამ "კანონი ხალხისათვის," გასულ კვირას, საზოგადოებას გააცნო, მალე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს განსასჯელი გახდება. ესაა ჩამორთმეული ქონებები: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, 2004 წლიდან დღემდე, ჩამორთმეული იძულებითი ჩუქების (მაგ. გლდანში მდებარე რევოლუციის პარკი და "გოგირდის აბანოები"), სასამართლო კონფისკაციისა (მაგ. კვარიათში მდებარე 1200 კვ/მ მიწის ნაკვეთი) და წილის იძულებითი დათმობის გზით. (მაგ. თბილისში, გამრეკელის #3-ში მდებარე 157 კვ/მ კომერციული ფართი). სულ ბოლო შემთხვევა კი, ალბათ მკითხველისათვის ნაკლებად ცნობილია. საქმე ეხება გონიოში (აჭარა) მახარაძეების 3-სართულიანი სასტუმროს ჩამორთმევისა და სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადების ფაქტს. საკუთრება ოჯახის მფლობელობაში იყო, თუმცა, მას ბრალად ემზარ კვიციანთან ახლობლობა დასდეს, რასაც მახარაძეები უარყოფენ, მათ სასამართლოსაც მიმართეს, საქართველოში კი მართლმსაჯულების ყველა ინსტანციამ საჩივრის განხილვაზე უარი თქვა. მიზეზად გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გადაცილება დასახელდა. ეს საქმეც ახლა სტრასბურგისთვის მზადდება.
აბა, თავისთავად ცხადია, რომ კონსერვატორი კახა კუკავა მოქალაქე ლელი იაშვილთან პატივისა და ღირსების შელახვის გამო, პროცესს წააგებს და მოთხოვნილ კონფენსაციას 20 000 ლარსაც გადაიხდის, რადგანაც რთულ სიტუაციაშიც კი, როგორიც ეს კუკავასთვის 2009 წლის 15 ივნისის ჩიტაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი იყო, პოლიტიკოსს ქალბატონისთვის, შენიშვნის გამო, "20-ლარიანი კახპა" არ უნდა ეწოდებინა.
და აქ გაიმარჯვებს ქართული მართლმსაჯულება! პროცესი დღეს გაიმართება.
თავისთავად ცხადია, რომ მართლმსაჯულება ქურთი ეროვნების წარმომადგენელთა ასია აჯიევას, მერაბ ჯაოევისა და ჟანა მახოევას საქმეზეც გაიმარჯვებს, რომლებიც თბილისის დასუფთავების სამსახურს სამსახურიდან გათავისუფლების გამო, უჩივიან. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 5 თებერვლისთვის გაიმართება.
ქართული მართლმსაჯულება, ალბათ, ბოლმდე გაარკვევს სიმართლეს 85 წლის მოხუცის, გურჯაანელი ლადო სინჯიკაშვილის ქმედობაზეც, რომელმაც სახელმწიფო პროგრამაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ადამიანებისათვის განკუთვნილი თანხის მიუღებლობის გამო, რაიონის სოციალური სააგენტოს წინ, თვითმკვლელობა სცადა, პოლიციამ კი შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობისთვის, იგი სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანების მუხლით, დაპატიმრა. იგი ამჟამადაც 2-თვიან წინასწარ პატიმრობას იხდის.
ვფიქრობ, რომ ასე თუ გაგრძელდა, ქართული მართლმსაჯულება მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებად გადაიქცევა, საზოგადოება კი, ერთ მშვნიერ დღეს, პროექტად დაწყებულ "სახალხო სასამართლოს” იდეას მორალური დატვირთვის გარდა, კანონიერ ფუნქციასაც შესძენს, გაორებული თემიდა კი ძირს გამოუთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და ქვეყნის კონსტიტუციურ საფუძვლებსაც.
აი, ასე ხდება დემოკრატიის მეორე ტალღაში მოყოლილი ქვეყანა ჯანი ბუკიკიოს, რომელიც ახალ კონსტიტუციაზე, დემოკრატიასა და სამართლიანი სახელმწიფოს შესახებ დღეს ევროპელისთვის დამახასიათებელი ღიმილით მიგვითითებს.
და მერე ისევ დაიწყება ქართული "ჭრა-კერვა."

არჩილ კაიკაციშვილი












 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48