რატომ ჩავარდა 100 ახალი საავადმყოფოს პროგრამა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : რატომ ჩავარდა 100 ახალი საავადმყოფოს პროგრამა
ნანახია: 822

"100 ახალი საავადმყოფოს" პროექტმა საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია, რაც ნდობა დაკარგა. "ბლოკ ჯორჯიასგან" 3 წელია უიმედოდ ველოდებით გარემონტებულ საავადმყოფოებს. პროექტი 2011 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. ამ პროექტის დამთავრებას ვინ ჩივის, დაწყებულიც კი არავის გვინახავს.
ხელისუფლება უიმედოდ ცდილობდა, როგორმე გაემართლებინა კომპანიის საქმიანობა, უფრო სწორად, უსაქმურობა და პროექტის გაჭიანურება ხან მსოფლიო კრიზისს, ხან კი ომს გადააბრალა. საბოლოოდ კი 2010 წელია და რა მივიღეთ? არცერთი ნორმალურად გარემონტებული საავადმყოფო, რამდენიმე გაყიდული და რამდენიმეც გასაყიდად გამზადებული ობიექტი. მთავრობა ყიდის მის კუთვნილებაში არსებულ საავადმყოფოებს, მათ შორის უკვე გაიყიდა ინფექციური, გასაყიდად გამოტანილია რესპუბლიკური და დაუდასტურებელი ინფორმაციით, გასაყიდ სამედიცინო ობიექტების ნუსხაშია ფსიქიატრიული, ტრავმატოლოგიური, ღუდუშაური და იაშვილის კლინიკა.
მთავრობაში აღიარეს შეცდომა და "ბლოკ ჯორჯიას" 2010 წლის იანვრამდე მისცეს ვადა, რათა წარმოადგინოს საკუთარი საბანკო გარანტიები, რომლის მიხედვითაც შეძლებს იმ მართვის უფლების განხორციელებას, რომელიც მას ჰქონდა მინიჭებული.
შეგახსენებთ, "100 საავადმყოფოს პროგრამის ფარგლებში" "ბლოკ ჯორჯია" ჩეხური ექსპორტ-იმპორტ ბანკისგან 126 მილიონი ევროს კრედიტის მიღებას ერთი წელია ელოდება, თუმცა, თანხა ამ დრომდე ვერ მიიღო. ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი გადაწყვეტილებით კი თუ გასული წლის ბოლომდე "ბლოკ ჯორჯია" მყარ საბანკო გარანტიებს ვერ წარმოადგენდა, მთავრობას მასთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა გაეუქმებინა, ხოლო "ბლოკ ჯორჯიასთვის" გადაცემული სამედიცინო ობიექტები საპრივატიზაციოდ ხელახლა გავიდოდა. ჯანდაცვის მინისტრიეს, ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, თუ კომპანია "ბლოკ ჯორჯია" გარკვეულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მთავრობა ახალ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, თუმცა მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება აღნიშნულ გეგმაში. "ჰოსპიტალურ სექტორთან დაკავშირებით მომზადებული პროგრამა არ იყო შექმნილი იმისთვის, რომ ვიღაც დაგვესაჯა, ან რაღაც დაგვენგრია. თუ პროგრამა არ გამოვიდა, ჩვენ ახალ გეგმას წარმოვადგენთ, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან გავივლით და პარლამენტსაც წარვუდგენთ", - განაცხადა კვიტაშვილმა.
"100 ახალი საავადმყოფოს" პროექტის განხორციელებისას დაშვებული შეცდომების შესახებ პრეზიდენტმაც ისაუბრა. მისი თქმით, საავადმყოფოების აშენების პროექტს შეექმნა სიძნელეები, მაგრამ იგი არ ჩავარდნილა. "ჩვენ ჯერ მივეცით ინვესტორს ეს საავადმყოფოები და მერე დაგვპირდა, რომ ააშენებდა და სწორედ ეს იყო შეცდომა" - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, უნდა ყოფილიყო ჩადებული უფრო მეტი ვალდებულებები და დღეს ეს მიდგომა უკვე შეიცვალა.
კომპანია "ბლოკ ჯორჯია" საპარლამენტო უმცირესობამ არაერთხელ გააკრიტიკა. ქრისტიან-დემოკრატები მთავრობას ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სთხოვენ. საუბარია პარლამენტში მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელიც ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილი პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებდა. შეთანხმების თანახმად, კომპანია "ბლოკ ჯორჯიას" საავადმყოფოების მშენებლობა, გარემონტება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა იანვრიდან უნდა დაეწყო. ქრისტიან-დემოკრატების თქმით, აღნიშნული ვალდებულებები ამ დრომდე არ სრულდება. "კომპანია "ბლოკ ჯორჯიას" უნდა წარმოედგინა საბანკო გარანტიები და იანვრის თვიდან უნდა დაეწყო საავადმყოფოების მშენებლობა, გარემონტება და თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უნდა ჩამორთმეოდა გადაცემული სამედიცინო ობიექტები. ვადა თითქმის ერთი თვეა ამოწურულია და "ბლოკ ჯორჯიასთან" გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მთავრობამ დაარღვია საკანონმდებლო ორგანოში დადებული პირობა. ქრისტიან-დემოკრატები მოვითხოვთ მთავრობისგან ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, თუ რატომ არ შესრულდა შეთანხმება. ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილია უმძიმესი ვითარება, საავადმყოფოები ვერ აკმაყოფილებენ ელემენტარულ მოთხოვნილებებს, პაციენტები იხდიან საკმაოდ დიდ თანხებს და იღებენ დაბალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას ანტისანიტარულ პირობებში. ასეთ ვითარებაში ჩვენ მოვითხოვთ მთავრობისგან სასწრაფო რეაგირებას და პირობის შესრულებას. ოფიციალური მიმართვა უკვე გაეგზავნა ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებს და პასუხი ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის", - აცხადებენ ქრისტიან-დემოკრატები.
"ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის განსაზღვრულ ვადაში განუხორციელებლობის გამო, "ბლოკ ჯორჯიას", შესაძლოა, საჯარიმო სანქციები დაეკისროს. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ კომპანია პროგრამას საერთოდ ჩამოშორდეს", - მსგავსი განცხადებები გასული წლის ბოლოს, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა. მაგრამ უკვე იანვარიც გავიდა და ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სულ დაავიწყდა "ბლოკ ჯორჯიაც" და 100 ახალი საავადმყოფოც.

ნანა კალანდაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48