უგულავას წინასაარჩევნო კამპანია გახურდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : უგულავას წინასაარჩევნო კამპანია გახურდა
ნანახია: 1028

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არჩევნები ჯერ კიდევ არაა დანიშნული, ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანია უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს და, ოპოზიციისგან განსხვავებით, ყველა ხერხს მიმართვას, რათა მოსახლეობის გული ისევ მოიგოს და არჩევნებში თავი არ შეირცხვინოს. ასევე დიდი ხანია წინასაარჩევნო კამპანია დაწყებული აქვს ხელისუფლების მიერ თბილისის მერის თანამდებობაზე წარდგენილ გიგი უგულავას. მან არჩევნებისთვის მზადება კარგა ხნის წინ დაიწყო და ამისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში სოლიდური თანხებიც მობილიზებულია. უცნობია, თუ რომელი Pღ კომპანია ემსახურება უგულავას, მაგრამ, სავარაუდოა, რომ ეს ქართველებისთვის ნაცნობი-უცნობი ამერიკელები არიან, რომლებიც უკვე დიდი ხანია საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას ემსახურებიან.
ხელისუფლება კარგად ხვდება, რომ უგულავასთვის არჩევნების მოსაგებად მხოლოდ მოსახლეობასთან შეხვედრები და სხვადასხვა სკვერებისა თუ მოედნების გახსნაზე გამოჩენა უკვე აღარავის უკვირს და მათაც მიზნის მისაღწევად ახალი სტრატეგიები დასახეს.

პარკირება იაფად და თბილისელების ადვოკატი

უგულავამ წინასაარჩევნო კამპანია დიდი ხანია დაიწყო, თუმცა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა. ჯერ იყო და სექტემბრის თვეში დედაქალაქის ამჟამინდელი მერი თბილისელ მძღოლებს და არამარტო მათ, მშველელად მოევლინა, როდესაც ვითომ ებრაული კომპანია "სითი პარკი" გააკრიტიკა და ქალაქში პარკირებისთვის ფიქსირებული და თანაც შემცირებული გადასახადების დაწესება მოითხოვა. მიზანს მიაღწია კიდეც, (სხვა რა გზა ჰქონდა "სითი პარკს?") ცვლილებები შეეხო კომპანიასა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, პარკირების საფასური წელიწადში 25 ლარი გახდა, ხოლო ჯარიმების ოდენობა 10 ლარამდე შემცირდა.
მერიის ინიციატივით, თბილისში ხორციელდება პროგრამა "თბილისელების ადვოკატი", რომლის მიზანია "თბილისელებმა შეძლონ უფასო, კვალიფიციური, იურიდიული მომსახურების მიღება. თბილისში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სამართლებრივი დახმარება ესაჭიროება, შეუძლია მიმართოს რაიონულ გამგეობებს და თბილისელების ადვოკატი მათ გვერდითაა. მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, მოქალაქეებს კონსულტაციას გაუწევენ გამოცდილი იურისტები და აღნიშნული პროექტის განხორციელებით თითოეულ თბილისელს სამართლიანობის დაცვის განცდა განუმტკიცდება. ის თუ რამდენად მაღალკვალიფიციური იქნება ეს დახმარება, ცალკე საკითხია, რადგან ადვოკატები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ხომ ისაა, რომ პროგრამა განხორციელდეს.

2010 წლის თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტი მოსახლეობის დასაქმებაა

იმ დროს, როდესაც 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდა, თბილისის ბიუჯეტი იზრდება. მომავალი წლის ბიუჯეტი, 2009 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 80 მილიონი ლარით გაიზარდა და 726 მილიონ 940 ათასი ლარი შეადგინა. თბილისის 2010 წლის ბიუჯეტი, შეიძლება ითქვას, მთლიანად ამჟამინდელი მერის საარჩევნო პროგრამაზეა მორგებული. 2010 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტი დედაქალაქის მოსახლეობის დასაქმებაა. გიგი უგულავას თქმით, თბილისის 2010 წლის დასაქმების პროგრამა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მოხდება. ეს პროექტებია გზის საფარის აღდგენა, ავარიული სახლების გამაგრება, ქალაქის განათება, გამწვანება, დასუფთავება და სხვა. ქალაქში 50 000 ადამიანი დასაქმდება, რაც წინა წელთან შედარებით, 8700 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. `ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გვინდა შევიმუშავოთ პროგრამა, იმისათვის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახში ერთი ადამიანი მაინც იყოს დასაქმებული. ეს ეხება მრავალშვილიან ოჯახებსაც. თბილისში არის 1600 მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახი. თუ ჩვენ მოვახერხეთ, რომ ერთი კაცი მაინც დავასაქმეთ თითოეული ოჯახიდან, ეს სისტემატურად მოაგვარებს პრობლემას~, _ აცხადებს გიგი უგულავა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ქვეყანაში დასაქმების რამდენიმე მასიური პროგრამა განხორციელდა, რომელთა შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომ მასში ჩართულმა თითოეულმა მოქალაქემ 3 თვის განმავლობაში, ჯამში, 600 ლარი მიიღო და ეს პროგრამებიც ამით დასრულდა. ალბათ, ამჯერადაც, მსგავსი პროგრამა გველის, რომელზეც დიდი თანხა დაიხარჯება, შედეგი კი ერთჯერადი იქნება.

თბილისის 2010 წლის ბიუჯეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის ფუნქციები გადაიბარა

ასევე საკმაოდ საინტერესო იდეას გვთავაზობს დედაქალაქის მერია, რომლის მიხედვითაც, 2010 წლის პირველი მარტიდან თბილისელ პენსიონერებს პენსია 10 ლარით გაეზრდებათ, რაც ქალაქს წლის განმავლობაში 19 956 000 ლარი დაუჯდება. საინტერესოა, რატომ იზრდება პენსია მხოლოდ თბილისელი პენსიონერებისთვის და არა დანარჩენ საქართველოში მცხოვრებთათვისაც. ქვეყანაში პენსიების მატება ხომ ცენტრალური ბიუჯეტის პრეროგატივაა. პასუხი მარტივია, 2010 წლის გაზაფხულზე თბილისში მერის პირდაპირი წესით არჩევა მოხდება.
ასევე 167 ათასზე მეტ პენსიონერს სატრანსპორტო პერსონალური ბარათები დაურიგდება, რაც მათ საშუალებას მისცემს მეტროთი და ავტობუსით ნახევარ ფასად იმგზავრონ. ამისთვის ბიუჯეტში 3 მილიონ 500 ათასი ლარია გათვალისწინებული. თბილისში მცხოვრებ ყველა კატეგორიის პენსიონერს მედიკამენტების შესაძენად 25 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა. ამ მიზნით ქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 4 მილიონი ლარი.
თბილისის მერიის მიერ 2010 წლიდან პედაგოგებს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გადასახადის ასანაზღაურებლად 100 ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ, ასევე თბილისის ბიუჯეტიდან თითოეულ საჯარო სკოლას 10 000 ლარი გამოეყოფა, რომელსაც ისინი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჭიროებისამებრ, ინდივიდუალურად განკარგავენ. გარდა ამისა, მიმდინარე წელსვე იგეგმება პედაგოგთა ანაზღაურების მატება და მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება.

თბილისელებმა ინგლისური და კომპიუტერი უნდა იცოდნენ

თბილისის მერია თბილისელებს დასაქმებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების - ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლის უფასო კურსებს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, თბილისის მასშტაბით 37 სასწავლო ცენტრი გაიხსნა. ამ პროგრამის შედეგად, წლის ბოლომდე 10 000 ადამიანი შეძლებს დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების მიღებას.
მომავალი წლიდან გაგრძელდება საბინაო ამხანაგობების დაფინანსების პროგრამა. ამ კუთხით 2010 წელს სიახლეები დაინერგება. კერძოდ, ეს ეხება კორპუსებში ლიფტების დამონტაჟებას. ახალი სისტემის მიხედვით, მერია ლიფტის დასამონტაჟებლად თავიდანვე გადაიხდის 100%-ს, აქედან 70% მერიის საჩუქარია, ხოლო მოსახლეობა დარჩენილ 30%-ს 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, განვადების სისტემით გადაიხდის.
თბილისში 2010 წლიდან დაგეგმილია ასევე ქალაქის მასშტაბით ყველა ეზოს კეთილმოწყობა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. 2010 წელს თბილისის ყველა უბანში, თითოეულ ეზოსთან მიმავალი საავტომობილო გზა დაიგება.
თბილისის მერია ასევე მოსახლეობის იმ ნაწილის დასახმარებლად, ვინც გაჭირვების გამო ვერ იხდის დასუფთავების გადასახადს, 2010 წლის ბიუჯეტიდან სუბსიდიას გამოყოფს, რომლის ფარგლებშიც არსებული დავალიანებების სრული დაფარვა მოხდება.
აი, სულ ეს იყო ჯერ-ჯერობით. სავარაუდოდ, ხელისუფლება და, კერძოდ, თბილისის მერია უახლოეს მომავალში, კიდევ ბევრ სიურპრიზს შემოგვთავაზებს და ყოველივე ამის ფონზე ნურავის გაუკვირდება, თუკი გიგი უგულავა თბილისის პირველი პირდაპირი წესით არჩეული მერი გახდება.

სალომე სვანიძე



 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48