წინასაარჩევნო პიარ-კამპანიები გრძელდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : წინასაარჩევნო პიარ-კამპანიები გრძელდება
ნანახია: 636

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტიურ ფაზაში შედის პიარ-აქციები თუ სხვადასხვა წინასაარჩევნო დაპირებები. საინტერესო და, მე ვიტყოდი, სასწაულ დაპირებებს ვისმენთ ყოველდღიურად ტელეეკრანებიდან. ამ საქმეში კი ყველას ისევ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ჯობიან. ჯერ იყო და 7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, გიგი უგულავა ახალი ინიციატივით გამოვიდა და თბილისში მოქმედ რესტორნებს ბავშვთა და მოხუცთა სახლების დახმარებისა და დაპურებისკენ მოუწოდა. მისი ეს ნაბიჯი მალევე შეფასდა წინასაარჩევნო რეკეტად და გაჭირვებული მოსახლეობის ხმებზე ნადირობად. ახლა კი, როგორც ჩანს, მთავრობაში, ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრისგან გადაღლილი ტვინებით, კიდევ ერთი, მორიგი პიარ-აქცია დაგეგმეს.
სულ ცოტა ხნის წინ მერიის კიდევ ერთი ინიციატივა გაჟღერდა: თბილისის მერია მოქალაქეებს ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო კურსებს სთავაზობს, რომლის მიზანიც, როგორც მერმა არაერთგზის განმარტა, მოქალაქეების გადამზადებაა, რათა ისინი შემდგომში უფრო ადვილად დასაქმდნენ. მერმა ისიც თქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან კურსს, მერია დასაქმებაშიც დაეხმარება. ხალხზე გამარჯვებული (უკაცრავად, გამარჯვებული ხალხის) ტელევიზიით კმაყოფილი და ბედნიერი მოქალაქეებიც აჩვენეს.
უგულავას განცხადებით, თბილისის მერია ამჟამად 15 000 ათასამდე ადამიანს გაუწევს ამ მომსახურეობას, საამისოდ სკოლების და სხვა დაწესებულებების რესურსებსაც გამოიყენებენ და უკმაყოფილოს არავის დატოვებენ. მაგრამ ესეც, ისევე როგორც მთლიანად ეს პროექტი და საერთოდ, წინასაარჩევნო დაპირებების უმეტესობა, ფარსი გამოდგა. ყველაფერი არც ისე იდეალურადაა, როგორც ამას ტელეეკრანებიდან ხატავენ.
აღმოჩნდა ისიც, რომ მსურველს არ შეუძლია ერთდროულად ინგლისური ენის შემსწავლელი კურსიც გაიაროს და კომპიუტერისაც. მან არჩევანი ერთ-ერთის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს. კომპიუტერის შემსწავლელი კურსი ერთთვიანია, ინგლისური ენისა კი სამთვიანი.
დღითიდღე სულ უფრო და უფრო იზრდება უკმაყოფილო მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ჩივიან, რომ დასარეგისტრირებლად შესაბამის ცენტრებს მიაკითხეს, მაგრამ იქ მხოლოდ ერთ დისციპლინაში გააწევრიანეს. "დასარეგისტრირებლად მე და ჩემი ძმა ერთად მივედით. პირველ რიგში, თვალში მოგვხვდა ტექნიკური პერსონალის საშინელი დაბნეულობა. ვერ იგებდნენ რა გაეკეთებინათ, რადგანაც ადამიანები ორივე ჯგუფში ჩაწერას ითხოვდნენ და უარის მიღების შემთხვევაში, საშინლად ბრაზდებოდნენ. მსურველი კი უამრავი იყო. ისინი კი, დირექტივის შესაბამისად, მხოლოდ ერთ ჯგუფში წერდნენ ადამიანებს. ზოგიერთს ეუბნებოდნენ, რომ შემოდგომისთვის (! თ.მ) შეეხმიანებოდნენ, ზოგიერთს კი გაურკვეველი ვადით ემშვიდობებოდნენ სიტყვებით; არ ვიცით, როდის დაგირეკავთ. რა თქმა უნდა, არავისაც არ დაურეკავენ", - აცხადებს ამ პროგრამაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ქალბატონი, რომელმაც ჩვენთან სახელის და გვარის გამხელა არ ისურვა.
იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია, ჩვენ მერიის ცხელ ხაზზე დავრეკეთ, სადაც საკმაოდ უკმეხად გვიპასუხეს, რომ არ იციან ამ დროისთვის, არის თუ არა კიდევ ადგილები (?!).
ამით კი კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ეს პროექტიც, მხოლოდ წინასაარჩევნოდ ხალხისთვის თავის მოწონებისა და მათგან ხმების მიღების მცდელობაა და არაფერი აქვს საერთო უმუშევარი მოსახლეობის დახმარებასთან. არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა. ვნახოთ, რა დაპირებებს მივიღებთ კიდევ მომავალში.. . . .

თაკო მათეშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48