გვარამიამ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სტიპენდიები გაუუქმა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : გვარამიამ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სტიპენდიები გაუუქმა
ნანახია: 993

სად მიდის განათლების სამინისტროს გაზრდილი დაფინანსება

მაშინ, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტებისათვის შესაბამისი განათლების მიცემას და სწავლის გადასახადი წლიდან წლამდე იზრდება, სახელმწიფო უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტთა რაოდენობა, რომელთაც პრეზიდენტის 150 ლარიანი სტიპენდიები ეძლეოდა, მნიშვნელოვნად შემცირდა.
თუ ადრე სახელმწიფო პროგრამის "პრეზიდენტის სტიპენდიები ბაკალავრიატის ყველა წარჩინებულ სტუდენტს" ფარგლებში უნივერსიტეტებს თანხები სტუდენტთა საერთო რაოდენობის პროპორციულად ეძლეოდათ, გვარამიას 26 ნოემბრის #1048 ბრძანების თანახმად, ეს კრიტერიუმი შეიცვალა და სტიპენდიებს სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტთა მხოლოდ 2% მიიღებს.
როგორც ჩანს, სწავლას მოწადინებულმა განათლებისა და მეცნიერების უკვე ყოფილმა მინისტრმა ჩათვალა, რომ სახელმწიფო სტიპენდიები საკმარისზე მეტ სტუდენტს ეძლეოდა და მათი რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირების ინიციატივით გამოვიდა.
გვარამიას ბრძანების საფუძველზე სტიპენდიანტთა რაოდენობა 3-ჯერ შემცირდა. კერძოდ, თუ ადრე პრეზიდენტის სტიპენდიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 117 სტუდენტი იღებდა, ახლა მათი რაოდენობა 31 გახდა. რაც შეეხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აქ სტიპენდიას 750-ის ნაცვლად 370 სტუდენტი იღებს. განათლებისა და აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში ამჟამად 53953 სტუდენტია რეგისტრირებული, ამდენად სტიპენდიას ახლა მათი 2% ანუ 1080 სტუდენტი მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო პროგრამისათვის "პრეზიდენტის სტიპენდია ბაკალავრიატის ყველა წარჩინებულ სტუდენტს" 1 მლნ. 800 ათასი ლარია გათვალისწინებული, მაშინ, როცა 2009 წელს ეს თანხა 2 მლნ. 106750 ლარს შეადგენდა. განათლების სამინისტროში სტიპენდიებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირების მიზეზად იმას ასახელებენ, რომ აქამდე შესაბამის დებულებაში სტიპენდიანტთა კონტინგენტი განსაზღვრული არ იყო და სტიპენდიები ბიუჯეტში არსებულ თანხას ერგებოდა. ამიტომ მეტი გამჭვირვალეობისთვის, ყოფილი მინისტრის ბრძანებით, სტიპენდიები სტუდენტთა რაოდენობის 2%-ს მიეცემა.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის 557 მლნ. ლარია გაწერილი, რაც 2009 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ თანხაზე 37 მლნ. ლარით მეტია. გაზრდილი დაფინანსების კვალობაზე გაუგებარია, სად მიდის სტუდენტებისათვის გამოყოფილი თანხები და რატომ მცირდება წარჩინებულ სტუდენტთა სტიპენდიებისთვის გამოყოფილი თანხები.
გარდა ამისა, ასევე ყოფილი მინისტრის დამსახურებით მშობელთა მზრუნველობას მოკლებულებმა და სოციალურად დაუცველმა სტუდენტებმა სახელმწიფოს 50 ლარიანი დახმარება დაკარგეს. "ბავშვთა ზრუნვის" ფარგლებში მოქმედი "ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლის შემდგომი განათლების" ქვეპროგრამა 2009 წელს შეწყდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იგი თავისი ქვეპროგრამებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადააბარა, თუმცა, ვერც ამ უკანასკნელმა მოძებნა პროგრამის გაგრძელებისთვის საჭირო რესურსები. ჯანდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ პროექტი მათ კომპეტენციაში არ შედის და მისი განხორციელება განათლების სამინისტროს პრეროგატივას წარმოადგენს. სანამ ის გაირკვა, თუ ვის კომპეტენციაშია მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტთა სტიპენდიების დაფინანსება, ორ სამინისტროს შორის წამოჭრილი დავა პროექტის გადაკეთებით და დაფინანსების შეწყვეტით დასრულდა. "სახეცვლილი კი არა, ფაქტობრივად, პროექტისგან არაფერია დარჩენილი. პროგრამაში მთელი რიგი აკრძალვები გაჩნდა, 50 ლარიანი სტიპენდიებიც აღარ გაიცემა", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა ზრუნვის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თამთა გოლუბიანმა.
უსინათლო ბავშვთა სკოლის დარექტორის თამარ მერაბიშვილის თქმით, ამ ცვლილების შედეგად, უსინათლო ბავშვებს სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება გაუჭირდებათ და ეს მაშინ, როცა ხელისუფლების მტკიცებით, განათლების სისტემის დაფინანსება მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სფეროა.

ნათია შენგელია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48