ნანახია: 655
საქართველოს ხელისუფლებაც და რუსეთის ხელისუფლებაც ერთ კანდიდატს – იულია ტიმოშენკოს უჭერს მხარს
რუსებს შეუძლიათ, იანუკოვიჩის გაყავანა. ამაზე ისინი ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასაც დაითანხმებენ, მაგრამ იანუკოვიჩის პრეზიდენტობა თვით უკრაინაში შექმნის უამრავ პრობლემას. განსაკუთრებით, ნაციონალისტური განწყობილებებით გამორჩეულ მის დასავლეთ ნაწილში. მამით სომეხი (გრგიანი), დედით უკრაინელი და პირველი მეუღლის გვარის მატარებელი, ქერა ლამაზმანი უკრაინული ნაწნავით და "გაზის პრინცესა" იქ გაკეთებული მილიარდით, რუსებისთვისაც იდეალური კანდიდატურაა და ამერიკელებისთვისაც, საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, რასაკვირველია. ეს "დამკვირვებლების დესანტი" და სატელეფონო აურზაური საქართველოს მთავრობას ხელს აძლევს. ისინი ამერიკელებთანაც ქულებს დაიწერენ და საშინაო მოხმარებისთვისაც გამოიყენებენ ამ აურზაურს. მერე კი გაფხორილები ივლიან – იულია ჩვენ გავიყვანეთო. არადა, იულია რუსების კანდიდატია, ფაქტობრივად. მათ ის უფრო აწყობთ, ვიდრე იანუკოვიჩი, თუმცა იდეაში არც მის გაპრეზიდენტებაზე იტყვიან უარს. მარქაფში კი ყველას ტიგიპკო ჰყავს. იდუმალი რაინდი, იანუკოვიჩთანაც მეორე და იულიასთანაც. თუმცა, მეორე ყოველთვის ხდება ხოლმე პირველი. ერთია ოღონდ საცნაური, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების პოზიცია და ინტერესები კიდევ ერთხელ დაემთხვა ერთმანეთს. ამიტომაც ხმაურობენ მომეტებულად.
ლევან მზიანიშვილი
|