"იმედი" ზნეობისა და სამართლიანობის საკითხია" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : "იმედი" ზნეობისა და სამართლიანობის საკითხია"
ნანახია: 845

ტელეკომპანია "იმედის" მფლობელობისა და განკარგვის საკითხი გაერთიანებული ოპოზიციის გენერალურ და კომპლექსურ მოთხოვნათაგან ერთ-ერთი ძირითადია. რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ "იმედთან" საპროტესტო აქცია მოაწყო. რა მოთხოვნები აქვს ოპოზიციას, რას ეფუძნება მათი მოთხოვნები და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ ოპოზიციონერები "იმედთან" დაკავშირებით, ამ საკითხებზე ბ&ფ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ეკა ბესელიას ესაუბრა.
- ტელეკომპანია "იმედის" მფლობელის საკითხის გარკვევა არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი თემაა, რას ეფუძნება თქვენი მოთხოვნები, რომელიც გულისხმობს, რომ "იმედი" მფლობელობაში უნდა დაუბრუნდეს პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს, ოპონენტი მხარე აცხადებს, რომ პატარკაციშვილმა "იმედი" ჯოზეფ ქეის გადასცა განსაკარგავად, გუდავაძის მხარე აცხადებს, რომ ავტორიტეტულმა ექსპერტებმა ამ დოკუმენტზე ხელმოწერის სიყალბე დაადასტურეს, მათ ქეის მხარის წარმომადგენელმა პენსიაში გასული ექსპერტები უწოდა. რა ხდება?
- ტელეკომპანია "იმედის" მფლობელობის იურიდიულ მხარეში ჩახედული კარგად არ ვარ და სამართლებლივ ღრმად დეტალებს არ ვიცნობ. თუმცა, ეს არა მხოლოდ იურიდიული, არამედ პოლიტიკური თემაცაა. ჩვენთვის ცნობილია, რომ პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ აქციების გადაფორმება კანონის დარღვევით მოხდა. ასევე ცნობილია, რომ ჯოზეფ ქეის მიერ ამ ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება ძალიან საეჭვო ვითარებაში განხორციელდა. ჯოზეფ ქეის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე დაყრდნობით, რომელიც ასლის სახით იყო წარმოდგენილი, საქალაქო სასამართლომ ერთ დღეში ყადაღა დაადო ტელეკომპანია "იმედს" და განსაკარგავად, სარგებლობის უფლებით ქეის გადასცა. ეს მაშინ, როცა პატარკაციშვილის ოჯახი, ქეის მიერ წარდგენილი დოკუმენტის სიყალბისა და გაყალბებული ხელმოწერის საკითხს აყენებს და ექსპერტის დასკვნები აქვს წარდგენილი. ხოლო იმის შესახებ თუ, ვინ უფრო ახალგაზრდაა და ვინ ბებერი ამ ექსპერტებს შორის, კომენტარს ვერ გავაკეთებ. აქ მთავარი ისაა, რომ ჩვენთვის ცხადზე ცხადია, ხელისუფლებას ტელეკომპანია "იმედის" ხელში ჩაგდება უნდოდა და დღეს ჯოზეფ ქეის საშუალებით ტელეკომპანიაზე თავის კონტროლს ახორციელებს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი გზით. სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს, რომელიც ინა გუდავაძის მხარემ წარადგინა. "იმედი" ეს ზნეობრივი და მორალური საკითხია, რომელიც დღეს პოლიტიკურ საკითხად დგას. ეს არის ღირსების საკითხი, რამაც ბადრი პატარკაციშვილი შეიწირა და თუ ვინმეს ჩვენი საზოგადოებისგან სჯერა, რომ ამ ქვეყანაში "იმედის" აქციები ქეიმ კანონიერად გადაიფორმა, ეს ძალიან გულუბრყვილოა. დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ტელეკომპანია "იმედის" ინტერესების დაცვა.
- სანამ დავა გაირკვევა და სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს აქვს თუ არა ქეის უფლება მართოს ეს ქონება, ანუ ტელევიზია?
- ხელისუფლებამ ქეის ტელეკომპანიის მართვის უფლება დროებით მისცა. თუმცა ჯოზეფ ქეის არანაირი უფლება არ უნდა ჰქონოდა, ვიდრე ეს საკითხი ბოლმდე არ გადაწყდებოდა. არა მარტო ქვეყნის შიდა ინსტანციებში, არამედ საერთაშორისო სასამართლოშიც. რადგან სასამართლო პროცესი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაშია დაწყებული. შესაბამისად, დავის დაწყებამდე, "იმედის" მფლობელობის თემა, როგორც პატარკაციშვილის სიცოცხლეში, ისე უნდა დარჩენილიყო. ხოლო თუ მართლა დადასტურდებოდა, რომ ქეის ტელეკომპანიის აქციების მიმართ უპირატესი უფლება ჰქონდა, განკარგვისა და ფლობის საკითხი, მას შემდეგ უნდა დამდგარიყო, მაგრამ ხელისუფლებას "იმედის" ხელში ჩაგდება იმდენად უნდოდა, რომ 7 ნოემბერს მთავარი თემა და მთავარი დარტყმა სწორედ "იმედისკენ" იყო მიმართული. "იმედი" და "კავკასიაც" გათიშეს. შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც ხელისუფლების მხრიდან კანონის აშკარა დარღვევაზე მეტყველებს.
- თუ შეიძლება ვისაუბროთ არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნებზე "იმედთან" დაკავშირებით, რა შედეგებია მიღწეული?
- ჩვენ ტელეკომპანია "იმედის" პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებაში დაბრუნებას ვითხოვთ. მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია "იმედის" აქტივების განკარგვის უფლება სწორედ ამ ოჯახს აქვს. ჩვენ ველოდებით იმას, რომ დღეს თუ ხვალ, ერთი კვირის, თუ ერთი თვის შემდგომ, ეს მოთხოვნა უნდა შესრულდეს, რადგან ეს კანონიერი, სამართლიანი და ზნეობრივი საკითხია. ამ მოთხოვნას ჩვენ დღის წესრიგიდან არ მოვხსნით მანამ, ვიდრე ის არ იქნება შესრულებული.


ესაუბრა ადა ექიზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48